ვატო შაქარიშვილი: სოფელ ჩორჩანაში განვითარებული მოვლენები იყო კონფლიქტის პროვოცირების კლასიკური სცენარი, რომელსაც ამერიკული სპეცსამსახურები, ამჯერად, გახარიას ხელით ახორციელებდნენ

„2019 წელს, სოფელ ჩორჩანაში განვითარებული მოვლენები იყო კონფლიქტის პროვოცირების კლასიკური სცენარი, რომელსაც ამერიკული სპეცსამსახურები, ამჯერად, გახარიას ხელით ახორციელებდნენ“- ამის შესახებ, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს წევრი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
შაქარიშვილი ჩორჩანას საკითხთან დაკავშირებით, ოპოზიციური წარმომადგენლების ძველ განცხადებებს აქვეყნებს და აცხადებს, რომ „გახარიას გადაწყვეტილებას მხარს უჭერს ნაც-რეჟიმის პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე. ალბათ, ვერ მოძებნით, უკანასკნელი 13 წლის მანძილზე, ქართული ოცნების მიერ გადადგმულ ერთ ნაბიჯსაც კი, რომელსაც ნაცი ღიად და ცალსახად მოიწონებდა. გახარიას პროვოკაციის საჯაროდ მხარდაჭერაში აგენტურის სხვა წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ“.
„2019 წელს, სოფელ ჩორჩანაში განვითარებული მოვლენები იყო კონფლიქტის პროვოცირების კლასიკური სცენარი, რომელსაც ამერიკული სპეცსამსახურები, ამჯერად, გახარიას ხელით ახორციელებდნენ. ფოტოდ ვურთავ და კომენტარებშიც ავტვირთავ ბმულს, სადაც ნახავთ, რომ გახარიას გადაწყვეტილებას მხარს უჭერს ნაც-რეჟიმის პარლამენტის თავმჯდომარე (იმ დროს ევროპული საქართველოს წევრი) დავით ბაქრაძე - „მხარს ვუჭერთ ჩორჩანაში პოსტის შენარჩუნებას, სხვა პოსტებიც უნდა აღდგეს“. ალბათ, ვერ მოძებნით, უკანასკნელი 13 წლის მანძილზე, ქართული ოცნების მიერ გადადგმულ ერთ ნაბიჯსაც კი, რომელსაც ნაცი ღიად და ცალსახად მოიწონებდა.
აქვეა, გიორგი ვაშაძის სიით პარლამენტში შესული, დღეს უკვე გახარიას თანაგუნდელი თეონა აქუბარდიას განცხადება, რომელიც 2019 წელს „სამხედრო ექსპერტის” რანგში გვევლინებოდა - „ბლოკპოსტის განთავსება მისასალმებელი და აუცილებელია” - ამბობდა აქუბარდია. როგორც ხედავთ, გახარიას პროვოკაციის საჯაროდ მხარდაჭერაში აგენტურის სხვა წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. რეალურად კი, გახარიას ამ გადაწყვეტილებამ უმძიმესი შედეგები მოუტანა ქვეყანას! ვითარება უკიდურესად დაიძაბა, ოკუპანტებმა დამატებით განათავსეს რამდენიმე ბლოკპოსტი, გახარიას ამ ნაბიჯზე საპასუხოდ დაიკეტა ე.წ. გამშვები პუნქტები და შეწყდა ახალგორის რაიონში მიმოსვლა, რასაც იმ დრომდე შეუფერხებლად ახერხებდნენ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მყოფი ადამიანები.
ქვეყნის ინტერესებისთვის უკიდურესად დამაზიანებელ ქმედებას ამართლებდა და კამერებთან აქტიურად ბაქიბუქობდა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის იმჟამინდელი უფროსი და გახარიას გუნდის წევრი, მისი საუკეთესო პაროდისტი კახა ქემოკლიძე, რომელიც გულზე მჯიღს იცემდა და ამბობდა - „ბლოკპოსტი დარჩება იქ, სადაც არის.” ვითარების მაქსიმალური ესკალაციის მიზნით, 30 აგვისტოს, აშშ-ის საელჩო ავრცელებს განცხადებას, რომელშიც ისინი ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებენ მოერიდონ საოკუპაციო ხაზს… ცხადია ეს განცხადებაც სცენარის ნაწილი იყო და ტემპერატურის აწევას ემსახურებოდა (საინტერესოა აშშ-ის რამდენი მოქალაქე შეიძლებოდა ყოფილიყო საოკუპაციო ხაზთან ახლოს…კითხვა რიტორიკულია).
ნებისმიერი გადაწყვეტილება მისი შედეგებით შეგვიძლია შევაფასოთ, ჩორჩანას მოვლენებმა საქართველოს კარგი არაფერი მოუტანა. პირიქით, ზიანი მიადგა სახელმწიფოს ინტერესებს, დაზარალდა მოსახლეობა და ქვეყანა სამხედრო დაპირისპირების ზღვარზე აღმოჩნდა. ამ ყველაფერზე პასუხები, უფრო სწორად უპასუხობა დღეს იხილა ქართულმა საზოგადოებამ, რომელსაც დასკვნების გამოტანა ნამდვილად არ გაუჭირდება“- წერს ვატო შაქარიშვილი.
1745246344
საზოგადოებავლადიმერ ბოჟაძე: ოპოზიციას არ აქვს მხარდაჭერა ქართველ ხალხში. ამიტომ, ისინი ცდილობენ მიიღონ დავალებები და დაფინანსება, პოლიტიკური მხარდაჭერა ქვეყნის გარედან
ოპოზიციას არ აქვს მხარდაჭერა ქართველ ხალხში, ამიტომ ისინი ცდილობენ მიიღონ დავალებები და დაფინანსება, პოლიტიკური მხარდაჭერა ქვეყნის გარედან - განუცხადა „ქრონიკას“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსები...
1745244045
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი: ჩვენი მიზანია გადავარჩინოთ ქვეყანა ოკუპაციას, გავაერთიანოთ ტერიტორიები და რასაკვირველია, ამ პერიოდის განმავლობაში შევინარჩუნოთ სტაბილურობა, რომელიც საწყისია ყველაფრისა, რასაც განვითარება მოსდევს
ჩვენი მიზანია გადავარჩინოთ ქვეყანა ოკუპაციას, გავაერთიანოთ ტერიტორიები და რასაკვირველია, ამ პერიოდის განმავლობაში შევინარჩუნოთ სტაბილურობა, რომელიც საწყისია ყველაფრისა, რასაც განვითარება მოსდევს, - გა...
1745241748
საზოგადოებალევან მგალობლიშვილი: „ქართული ოცნება“ არის პირველი ხელისუფლება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ ჰქონია
„ქართული ოცნება“ არის პირველი ხელისუფლება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ ჰქონია,“ - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალო...
1745238007
მსოფლიოსომხეთი აზერბაიჯანს სასაზღვრო ზონაში ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს
სომხეთი აზერბაიჯანს სასაზღვრო ზონაში ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს. სომხური მედიის ინფორმაციით, გასულ ღამეს 00:30-დან 01:19 საათამდე სიუნიქის რაიონის სოფელ ხნაწახში განუწყვეტელი სროლის ხმა ისმოდა. სომ...
1745236499
მსოფლიოჩინეთმა აშშ-ის კონგრესის ზოგიერთ წევრს, მთავრობის წარმომადგენლებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს სანქციები დაუწესა
ჩინეთმა სანქციები დაუწესა აშშ-ის კონგრესის ზოგიერთ წევრს, მთავრობის წარმომადგენლებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს....