ვაჟა-ფშაველას V კვარტალში, 5 000 კვ.მ ფართობზე დასასვენებელი სივრცეები და სპორტული მოედანი მოეწყო

ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას V კვარტალის I-II კორპუსების მიმდებარედ, დაახლოებით, 5 000 კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცეები და კომბინირებული სპორტული მოედანი განთავსდა.

ამის შესახებ დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დედაქალაქის მთავრობა ქალაქის ყველა რაიონში გააგრძელებს მსგავსი პროექტების განხორციელებას.

„დაახლოებით, ნახევარი ჰექტარი ფართობის ტერიტორიაზეა საუბარი, სადაც მოეწყო და რეაბილიტირდა ორი სკვერი. ტერიტორიაზე მოეწყო საბავშვო გასართობი მოედანი, მოსასვენებელი პავილიონი, ფიტნესზონა; სკვერებში განთავსდა შესაბამისი საპარკო ავეჯი, მოეწყო განათებისა და სარწყავი ქსელები; სრულად განახლდა სპორტული მოედანი, მოწესრიგდა კორპუსების მიმდებარედ არსებული ფერდობები.

პროექტის დასკვნით ეტაპზე სივრცეები გამწვანდა და დაირგო ხე-მცენარეები. ტერიტორიაზე განხორციელდა ხეების სხვლა-ფორმირების სამუშაოები და ძალიან ლამაზი სივრცე გამოვიდა.

ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ამ ტიპის პროექტების განხორციელებას, იმიტომ, რომ ყველა რაიონში გვაქვს იმის საშუალება, უბნების დონეზე მოვაწყოთ მწვანე სივრცეები, სადაც იქვე მცხოვრები მოსახლეობა შეძლებს განტვირთვასა და ვარჯიშს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752675239

საზოგადოება

ვილი სანიოლი: მამარდაშვილის ტრანსფერი დიდი და პოზიტიური ამბავი იყო ქართული ფეხბურთისთვის, გუნდს ბევრ ქულას მოუტანს

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა „ლივერპულის“ ოფიციალურ ვებგვერდთან ისაუბრა, სადაც გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე ისაუბრა. „როდესაც, ნაკრების პირველი ნომერი მეკარე „ლივ...

ვილი სანიოლი

1752674174

მსოფლიო

უკრაინის უმაღლეს რადაში დეპუტატებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება უკრაინის უმაღლეს რადაში. კონფლიქტი უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში მთავრობის გადადგომის საკითხის განხილვამდე ათი წუთით ადრე დაიწყო. პარტია „ევროპული სოლიდარობის“ დეპუტ...

უკრაინის უმაღლესი რადა

1752673010

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრს ომერ ბოლათს შეხვდა. როგორც მიხეილ ყაველაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ორ ქვეყანას შორი...

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს ომერ ბოლათს შეხვდა

1752671461

საზოგადოება

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7127 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7138 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...

ვალუტის კურსი

1752671273

საზოგადოება

ფაშინიანი: სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას უფრო დატოვებს, ვიდრე საკუთარ წევრობას აღადგენს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიამა განაცხადა, რომ ერევანი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას უფრო დატოვებს, ვიდრე წევრობას აღადგენს. „უფრო მეტად სავარაუდოა, რომ ჩვენ დავტოვებთ...

სიმხეთის პრემიერი