მარიამ ქვრივიშვილმა თურქეთის ვაჭრობის მინისტრ ომერ ბოლატთან შეხვედრისას ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ თურქეთის ვაჭრობის მინისტრ ომერ ბოლატს შეხვდა, - ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
„მხარეებმა განიხილეს ორმხრივი სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებას ისეთ სექტორებში, როგორიცაა: ორმხრივი ვაჭრობა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების უტილიზაცია, სამოქალაქო ავიაცია, ტურიზმი და სხვ. ხაზი გაესვა ნაყოფიერ თანამშრომლობას ვაჭრობის სფეროში, რასაც ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის არსებული თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ისაუბრა იმ პროდუქციაზე, რომლის ექსპორტის გაზრდის პოტენციალიც არსებობს.
„შეხვედრისას ჩვენ გვქონდა საშუალება, გვემსჯელა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობებზე. დავსახეთ ახალი გეგმები და საერთო პროგრამები, რომლებიც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, ისევე, როგორც ჩვენს ქვეყნებში ოპერირებადი კერძო სექტორების წარმომადგენლების ურთიერთდაკავშირებადობას და მათი ბიზნეს-საქმიანობების გაფართოებას“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრებს შორის შეხვედრისას დადებითად შეფასდა ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ინვესტიციების სფეროში. როგორც აღინიშნა, თურქეთი საქართველოს მესამე მსხვილი ინვესტორი სახელმწიფოა და უშუალოდ ქვეყანაში 2700-ზე მეტი კომპანია ოპერირებს თურქული ინვესტიციით. შეხვედრისას ხაზი გაესვა იმას, რომ ქვეყნები განაგრძობენ თანამშრომლობას ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. როგორც აღინიშნა, თურქეთის ვაჭრობის მინისტრთან ერთად საქართველოს თურქეთის დელეგაციის შემადგენლობაში 80-მდე კომპანიის წარმომადგენელი ეწვია, რომლებიც ქართველ კოლეგებთან ერთად ბიზნეს ფორუმში იღებენ მონაწილეობას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ დამატებით ძალისხმევას მიმართავენ, რათა თანამშრომლობა ქართულ და თურქულ საქმიან წრეებს შორის კიდევ უფრო გაძლიერდეს და ნაყოფიერი იყოს.
მხარეებმა ასევე წარმატებულად შეაფასეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში - სტატისტიკის თანახმად, თურქეთი მეორე ქვეყანაა, საიდანაც ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოდის. ხაზი გაესვა ნაყოფიერ ურთიერთობას სამოქალაქო ავიაციის სფეროშიც - კვირაში თურქული ავიაკომპანიაში 101 რეისს ასრულებენ საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებიდან თურქეთის სამ აეროპორტში.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის 31 ივლისს მარიამ ქვრივიშვილის თანათავმჯდომარეობით საქართველოსა და თურქეთს შორის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მორიგი სხდომაა დაგეგმილი.
მარიამ ქვრივიშვილმა თურქეთის ვაჭრობის მინისტრი და დელეგაცია რიგით მეხუთე საერთაშორისო აბრეშუმის გზის ფორუმზე მოიწვია, რომელიც თბილისში 22 – 23 ოქტომბერს გაიმართება. ორი ქვეყნის მინისტრებმა ასევე ისაუბრეს ახლო მომავალში საქართველოში სამმხრივი საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის ბიზნეს ფორუმის ჩატარების მნიშვნელობაზე.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1752681976
საზოგადოებავახტანგ ცინცაძე: ბოლო 4 წლის განმავლობაში საქართველოში 150,000 -ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა, სიღარიბე კი განახევრდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ ბოლო 4 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები შეაფასა. მისი თქმით, საანგარიშო პერიოდში საქართველოს ეკონომი...
1752681886
საზოგადოებასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრ ომერ ბოლათს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა, რომელიც თბილისში საქართველო-თურქეთის ბიზნესფორუმის ფარგლებში იმყოფება. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ო...
1752680667
საზოგადოებაპრემიერ-მინისტრი კორპორაცია „ინდორამას“ მფლობელ ამიტ ლოჰიას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რუსთავის აზოტის ინვესტორი კორპორაცია „ინდორამას“ მფლობელ ამიტ ლოჰიას შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო კორპორაციის მიერ საქართველოში განხორციელებულ მსხვილ ი...
1752679231
ახალი ამბებისაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ სანაპირო დაცვის დღე აღნიშნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დაარსებიდან 27 წელი შესრულდა. სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, პოლკოვნიკმა დავით თამაზაშვილმა სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორთან, I რან...
1752678900
საზოგადოება22:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე სოფელ გიორგიწმინდასთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 96-ე კმ-ზე (სოფ....