ვილი სანიოლი: მამარდაშვილის ტრანსფერი დიდი და პოზიტიური ამბავი იყო ქართული ფეხბურთისთვის, გუნდს ბევრ ქულას მოუტანს

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა „ლივერპულის“ ოფიციალურ ვებგვერდთან ისაუბრა, სადაც გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე ისაუბრა.
„როდესაც, ნაკრების პირველი ნომერი მეკარე „ლივერპულთან“ აფორმებს კონტრაქტს, ეს საკმაოდ საოცარი და ძალიან პოზიტიური ამბავია - არა მხოლოდ გიორგისთვის, არამედ მთელი ქართული ფეხბურთისთვის. ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის საჭიროა, ბევრმა ფეხბურთელმა ითამაშოს ტოპ ჩემპიონატებში. ვიმედოვნებ, რომ ეს მხოლოდ მაგალითი არ იქნება, არამედ ბევრი ქართველი ფეხბურთელისთვის მიზანი იქნება, რადგან საკუთარი მიზნების მისაღწევად ბევრი იშრომონ.
მამარდაშვილმა „ვალენსიაში“ ძალიან მოკლე დროში დიდ პროგრესს მიაღწია და მისი გადასვლა „ლივერპულში“ ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია. დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი ფსიქოლოგიურად მზად არის გაუმკლავდეს ზეწოლას, რომელიც მასზე იქნება. როდესაც ის საქართველოდან პირდაპირ ესპანეთში გადავიდა, ადაპტაცია ძალიან მალე გაიარა და ვფიქრობ ეს ყოველივე ახალ ეტაპზეც დაეხმარება და ინგლისურ ფეხბურთს ადვილად მოერგება.
გიორგი არამხოლოდ კლუბში, არამედ ნაკრებშიც გამოირჩევა ლიდერობის თვისებებით, რომელიც „ლივერპულს“ დაეხმარება და ბევრ ქულა მოუტანს. ის ძალიან მაღალია, თუმცა ამავდროულად ძალიან სწრაფია. მოგერიებების კუთხით ის მსოფლიოში საუკეთესოა.
ის ბოლო სამი წლის განმავლობაში ძალიან გაუმჯობესდა - არა მხოლოდ როგორც ფეხბურთელი, არამედ როგორც ადამიანიც. არა მხოლოდ მოედანზე, არამედ გუნდშიც ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდა. ის ახლა აშკარად ჩვენი ერთ-ერთი ლიდერია.
ვიტყვი, რომ ლიდერული თვისებები, რომლებსაც ჩვენთან აჩვენებს, დარწმუნებული ვარ, რომ ის „ლივერპულშიც“ შეძლებს ამის ჩვენებას. მან ასევე იცის, როგორ შემატოს სხვებს თავდაჯერებულობა, რადგან საკმაოდ მშვიდი ადამიანია. მას ძალიან პოზიტიური სიმშვიდე აქვს“, - განაცხადა სანიოლმა.
ცნობისთვის, გიორგი მამარდაშვილის არაოფიციალური დებიუტი „ლივერპულში“ „პრესტონთან“ გამართულ ამხანაგურ მატჩში შედგა, სადაც ქართველმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მინდორზე 45 წუთი გაატარა.
1752681976
საზოგადოებავახტანგ ცინცაძე: ბოლო 4 წლის განმავლობაში საქართველოში 150,000 -ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა, სიღარიბე კი განახევრდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ ბოლო 4 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები შეაფასა. მისი თქმით, საანგარიშო პერიოდში საქართველოს ეკონომი...
1752681886
საზოგადოებასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრ ომერ ბოლათს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა, რომელიც თბილისში საქართველო-თურქეთის ბიზნესფორუმის ფარგლებში იმყოფება. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ო...
1752680667
საზოგადოებაპრემიერ-მინისტრი კორპორაცია „ინდორამას“ მფლობელ ამიტ ლოჰიას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რუსთავის აზოტის ინვესტორი კორპორაცია „ინდორამას“ მფლობელ ამიტ ლოჰიას შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო კორპორაციის მიერ საქართველოში განხორციელებულ მსხვილ ი...
1752679231
ახალი ამბებისაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ სანაპირო დაცვის დღე აღნიშნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დაარსებიდან 27 წელი შესრულდა. სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, პოლკოვნიკმა დავით თამაზაშვილმა სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორთან, I რან...
1752678900
საზოგადოება22:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე სოფელ გიორგიწმინდასთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 96-ე კმ-ზე (სოფ....