„ყველანაირი წითელი ხაზი გადალახეს, ყველანაირი სიბინძურე იკადრეს და ჩვენგან ელოდებიან პასუხს?! ჩემი აზრით, პასუხი უნდა იყოს სარკისებური, ხისტი და მიზანმიმართული!“ - ზურაბ ქადაგიძე ევროკავშირის წარმომადგენლის განცხადებაზე

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ევროკავშირის წარმომადგენლის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ „ან ოპერატიულად ავლაგმავთ ამ ნაძირალობასა და თავხედობას, ან არა და - სადღეგრძელოდ დაგვრჩება სუვერენიტეტიცა და ქვეყნის რეპუტაციაც!“
ქადაგიძის თქმით, დასავლელი პარტნიორების ნაწილის ქმედებები სცდება დიპლომატიურ ფარგლებს და ქვეყნის წინააღმდეგ მტრული ქმედებების შთაბეჭდილებას ტოვებს. ყველანაირი წითელი ხაზი გადალახეს, ყველანაირი სიბინძურე იკადრეს.
„ამბობენ, 26 მაისს ფაშისტების „ევრო-დესანტი“ უნდა ჩამოვიდეს, უკნევიჩიენეს ხელმძღვანელობითო. ჰო და - ჰარჩინსკიმაც, როგორც ფაშისტების მზვერავს შეეფერება, კოორდინატები მიაწოდა - ფრონტის ხაზი, საქართველოს სუვერენიტეტზე, ეროვნულ ღირებულებებსა და თვითმყოფადობაზე მოუნიშნა. მოკლედ, ყველანაირი წითელი ხაზი გადალახეს, ყველანაირი სიბინძურე იკადრეს და ჩვენგან ელოდებიან პასუხს?! ჩემი აზრით, პასუხი უნდა იყოს სარკისებური, ხისტი და მიზანმიმართული! ითხოვენ და უნდა მიიღონ, სხვა გზას მე ვერ ვხედავ! ან ოპერატიულად ავლაგმავთ ამ ნაძირალობასა და თავხედობას, ან არა და - სადღეგრძელოდ დაგვრჩება სუვერენიტეტიცა და ქვეყნის რეპუტაციაც!,“ - წერს ქადაგიძე.
1747229550
საზოგადოებაიუსტიციის მინისტრის მოადგილედ ალექსანდრე მაისურაძე დაინიშნა
იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ალექსანდრე მაისურაძე დაინიშნა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. ალექსანდრე მაისურაძე პროფესიით იურისტია. აქვს სახელმწიფო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოც...
1747228507
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 14 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7436 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7440 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...
1747228145
საზოგადოებაშოთა ბერეკაშვილი სომხეთის ელჩს შეხვდა
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი და კომიტეტის წევრი ანტონ ობოლაშვილი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს,...
1747227064
საზოგადოებაპარაძიუდოისტი ზურაბ ზურაბიანი მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში პარაძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. პარაძიუდოისტმა ზურაბ ზურაბიანმა (-64 კგ. კატეგორია J2) ბრინჯაოს მედლისათვის შეხვედრაში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე რუსი აგად...
1747227017
სპორტიპარაძიუდოისტი ზვიად გოგოჭური მსოფლიოს ჩემპიონია
ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში პარაძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. პარაძიუდოისტმა ზვიად გოგოჭურმა (- 95 კგ. კატეგორია J2) ფინალში უზბეკი დავურხონ კარომატოვი დაამარცხა, ოქროს მედალი მოიპოვა და...