ზაზა ოქუაშვილი დიდი ბრიტანეთის სასამართლოში ბიძინა ივანიშვილთან სამართლებრივ დავაში დამარცხდა. სასამართლომ წარდგენილი ბრალდებები ფალსიფიცირებულად ჩათვალა

2025 წლის 7 აპრილს, ინგლისისა და უელსის უზენაესმა სასამართლომ საბოლოო წერტილი დაუსვა სკანდალურ საქმეს, რომელიც უკავშირდებოდა ზაზა ოქუაშვილის მიერ 2018 წლის 30 სექტემბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გაჟღერებულ ბრალდებებს. „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილს 4 მილიონი დოლარის გამოძალვაში სდებდა ბრალს.
საქმე განიხილებოდა სახელწოდებით: „Okuashvili & Ors v Ivanishvili & Ors, BL-2023-000“ და მასში მოცული იყო ბრალდებების ფართო სპექტრი, მათ შორის – ქართული პატენტის გარშემო წარმოშობილი დავა, სავარაუდო კორპორატიული იძულება და პოლიტიკური ჩარევა. მოსარჩელეთა მოთხოვნები დაყრდნობილი იყო კონტრაქტის დარღვევის, დელიქტური(ზიანის ანაზღაურების) პასუხისმგებლობისა და არამართლზომიერი გამდიდრების სამართლებრივ საფუძვლებზე.
დავაში მოპასუხეებად ფიგურირებდნენ თავად ბიძინა ივანიშვილი, კომპანია „თბილისის თამბაქო“ და ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეთა არგუმენტები და მათი მოთხოვნები არასაკმარის მტკიცებულებებზე დაყრდნობილად და ფალსიფიცირებულად მიიჩნია. გარდა ამისა, მოსამართლემ დაადგინა სერიოზული პროცედურული ხარვეზები, რაც სარჩელის წარდგენის სწორ ფორმასა და სასამართლოს იურისდიქციის განსახორციელებლად საჭირო სამართლებრივ სტანდარტებს შეეხებოდა.
სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მოსარჩელეთა მიერ წარდგენილ მთავარ პრეტენზიებს – მუქარას, უკანონო შეთქმულებასა და არაკეთილსინდისიერ ხელშეწყობას – არ გააჩნდა სერიოზული სამართლებრივი საფუძველი და ხშირ შემთხვევაში იყო გამონაგონი. სასამართლომ ამ ბრალდებებს ვადაგასული და არსობრივად მცდარი უწოდა.
სასამართლომ ასევე სრულად უარყო მოსარჩელეთა მოთხოვნა ფიდუციური (ნდობით აღჭურვილი) ვალდებულებების დარღვევისა და ამ დარღვევაში ხელშეწყობის შესახებ. სასამართლოს დასკვნით, სარჩელით მოცულ მხარეებს შორის არ არსებობდა ფიდუციური ურთიერთობა.
მოსარჩელეთა მცდელობა, დაეყრდნონ ქართულ პატენტს, რომელიც საქართველოში უკვე გაუქმებულია, სასამართლომ არასწორად მიიჩნია. აღნიშნულთან დაკავშირებით მიღებულ იქნა ის არგუმენტი, რომ საქართველოს სასამართლოებმა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით დაადგინეს აღნიშნული პატენტის არაკანონიერება, რის გამოც გამორიცხული გახდა პატენტთან დაკავშირებული ნებისმიერი სამართლებრივი მოთხოვნის წარდგენა.
რაც შეეხება არამართლზომიერი გამდიდრების ცალკეულ პრეტენზიას, რომელიც უკავშირდებოდა გაუქმებული პატენტით მიღებულ სავარაუდო სარგებელს, მოსარჩელეებმა ვერ დაასაბუთეს სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც სასამართლომ საქმეზე ინგლისსა და უელსში იურისდიქციის განხორციელება დაუშვებლად მიიჩნია.
ინგლისისა და უელსის უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
1745001149
ახალი ამბებიგია ვოლსკი: ელენე ხოშტარიას ყველაზე მეტი მაჩვენებელი აქვს პოლიციის მანქანაზე შეხტომის და ხულიგნობის, ფაქტია, იღებს უშველებელ რესურსს რუსეთის ბიუჯეტიდან
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ასე ღიად ფულის გადაცემა კონკრეტული ადამიანისთვის, იმისთვის, რომ მან გააჩინოს ბზარი საქართველოს ხელისუფლებას და ევროკავშირის ურთიე...
1744999474
ახალი ამბებიამირან სალუქვაძე უკრაინის ომზე: არ შეიძლება ასეთი მასშტაბის ომის შეწყვეტა ერთი განკარგულებით, ერთი ხელის დაქნევით, ასე არ ხდება
არ შეიძლება ასეთი მასშტაბის ომის შეწყვეტა ერთი განკარგულებით, ერთი ხელის დაქნევით, ასე არ ხდება, მით უმეტეს, როდესაც კონფლიქტს საკმაოდ ღრმა ფესვები აქვს და თან ამდენი დანაკარგი ახლავს, - განაცხადა რუს...
1744997500
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი „სირცხვილია“-ს წევრის მხრიდან ღუდუშაურის შეურაცხყოფაზე: ეს არის ნაცური მორალი, ფაშისტური თავდასხმები ადამიანებზე
„ეს არის ნაცური მორალი, უფრო სწორად მორალის არქონა. ფაშისტური თავდასხმები ადამიანებზე, მცდელობა, რომ ისინი წყობიდან გამოიყვანონ“, - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი დავით მათიკაშვილი ალუდა ღუდუშაუ...
1744994444
ახალი ამბებიმეუფე შიო: უფალი დღესაც იმყოფება ადამიანებს შორის, დღესაც ისმის მისი სიტყვა მოწყალებაზე, ჭეშმარიტებაზე, სიყვარულზე, სიკეთეზე... დღესაც ჰყავს მტრები, რომლებსაც სძულთ იგი სიწმინდისა და სიმართლისთვის
„უფალი დღესაც იმყოფება ადამიანებს შორის, დღესაც ისმის მისი სიტყვა მოწყალებაზე, ჭეშმარიტებაზე, სიყვარულზე, სიკეთეზე... დღესაც ჰყავს მტრები, რომლებსაც სძულთ იგი სიწმინდისა და სიმართლისთვის. დღესაც უყვარ...
1744992913
ახალი ამბებიხობში 12 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა
ხობში, დადიანის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი 12 წლის ბიჭს დაეჯახა. დაშავებული მოზარდი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. როგორია მოზარ...