ჟურნალისტი 2011 წლის 26 მაისის მოვლენებზე: კბილები ჩაფშვნილი მქონდა, ახლაც მახსოვს, ემალის გემო პირში პირველად ვიგრძენი - ჩვენგან 2-3 მეტრში ეგდო ადამიანი, რომელსაც თავის ქალა გადახსნილი ჰქონდა და რუხი სითხე იფრქვეოდა

„ჯგუფ-ჯგუფად მოდიოდნენ სპეცრაზმელები, ეტყობა სხვადასხვა გუნდი იყო და გვისწორდებოდნენ ხელკეტებით. მიუხედავად იმისა, მე საუბრის თავი აღარ მქონდა, ვერც ვსაუბრობდი, კბილები ჩაფშვნილი მქონდა, ახლაც მახსოვს, ემალის გემო პირში პირველად ვიგრძენი“, - ამის შესახებ ჟურნალისტმა ბექა სივსივაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, 2011 წლის 26 მაისის მოვლენებზე საუბრისას.

ბექა სივსივაძის თქმით, 26 მაისის ღამეს გიორგი მამაცაშვილთან ერთად, გახდა „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმის ძალადობის მსხვერპლი, მათგან 2-3 მეტრში ეგდო ადამიანი, რომელსაც თავის ქალა გადახსნილი ჰქონდა და რუხი სითხე იფრქვეოდა მისი თავიდან.

„საუბრობდა გიორგი და უხსნიდა სპეცრაზმელებს, ყველა მოსულ ჯგუფს, რომ ვართ ჟურნალისტები, გვაქვს შესაბამისი აღჭურვილობა და თუ შესაძლოა, თქვენს ხელმძღვანელობასთან გადაამოწმეთ ჩვენი ინფორმაციის სინამდვილე და ამის მიუხედავად, ცემა გრძელდებოდა. რაც დამამახსოვრდა და არასდროს ჩემი თვალებიდან არ ამოდის, ჩვენგან 2-3 მეტრში ეგდო ადამიანი, რომელსაც თავის ქალა გადახსნილი ჰქონდა და რუხი სითხე იფრქვეოდა, ეს იყო საშინელი სანახაობა, მტერსაც რომ არ უნდა უსურვო ამის ნახვა.

გიორგიმ სთხოვა ერთ-ერთ სპეცრაზმელს, ადამიანი კვდება და იქნებ ყურადღება მიაქციოთო, რასაც საპასუხოდ ისევ ხელკეტებით ცემა მოჰყვა ჩვენი. ზუსტად არ მახსოვს, რამდენი ჯგუფი იყო მოსული ჩვენ საცემად. ბოლოს, ალბათ, დაიღალნენ.

როგორც იქნა, მოვიდა მათი სავარაუდო ხელმძღვანელი ერთ-ერთი და იკითხა ჟურნალისტები ხართო და დავუდასტურეთ, რომ დიახ, ჟურნალისტები ვართ. რა საბუთებიც გვქონდა მივეცით, წავიდა წაიღო, კიდევ ერთი ჯგუფი მოვიდა და „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტები აქ ვინ არიანო და ჩვენც გახარებულებმა, კი ჩვენ ვართო შევძახეთ. ვიფიქრეთ გვათავისუფლებდნენ და უარესი ჩაიდინეს, ისევ ხელკეტებით გაგვისწორდნენ. მოვიდნენ ჩვენთან, რამდენიმე სპეცრაზმელმა ხელმკლავი გაგვიკეთა, გვითხრეს რომ თავისუფლების მოედნის ბოლოს ავტობუსები იდგა, რომლითაც გადაგვიყვანდნენ დიღმის სამმართველოში, სადაც გაარკვევდნენ ნამდვილად ჟურნალისტები ვიყავით თუ არა.

გაგვატარეს კორიდორში, სადაც, ასევე, იყო ცემა. ბოლოს, გავედით თავისუფლების მოედნისკენ, სადაც მიკროავტობუსებში ჰყავდათ სხვა დაკავებულები. კოლონის ბოლოში იყო ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე, რომელიც გიორგის ძალიან კარგად იცნობდა და მის დანახვაზე, გიორგიმ სთხოვა ირაკლი თუ შეგიძლია დაუდასტურე, რომ ჩვენ ნამდვილად ჟურნალისტები ვართო და გაგვათავისუფლონო, რა დროსაც ირაკლიმ უთხრა, რომ კი ნამდვილად ჟურნალისტები არიან და ამის შემდგომ, ხელებიც არ შეუხსნიათ, თითო ჭიტლაყიც გვითავაზეს და გამოგვიშვეს“, - განაცხადა ბექა სივსივაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1747749725

საზოგადოება

ღუდუშაური „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ბოროტება არ დაბრუნდეს - ამდენი ხნის განმავლობაში საკუთარ თავში ვერ იპოვეს ძალა, რომ გაჩუმდნენ და ჭირისუფლების მიმართ მაინც გამოხატონ პატივისცემა

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობა შეაფასა და აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ „...

ღუდუშაური

1747746565

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7401 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7406 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...

ლარის კურსი

1747746264

საზოგადოება

ლევან დავითაშვილმა კატარის პრემიერ-მინისტრთან ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა

საქართველოსა და კატარის სახელმწიფოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები განიხილა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან...

ლევან დავითაშვილ

1747744869

ახალი ამბები

კახა კალაძე: ბოლო ზარს გილოცავთ ძვირფასო მე-12 კლასელებო! ჩემო უმცროსო მეგობრებო, გახსოვდეთ, თქვენი მომავალი თქვენ ხელშია

თბილისის მერი კახა კალაძე სკოლის კურსდამთავრებულებს ულოცავს და ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. „ბოლო ზარს გილოცავთ ძვირფასო მე-12 კლასელებო! ჩემო უმცროსო მეგობრებო, გახსოვდეთ, თქვენი მომავალი თქვენ...

კახა კალაძე

1747743013

ახალი ამბები

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძემ „ტვ პირველის“ არაფორმალური დაფინანსების შემდეგ „ფორმულას“ დაფინანსებაც დაიწყო

მამუკა ხაზარაძემ „ტვ პირველის“ არაფორმალური დაფინანსების შემდეგ, რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტული ტელევიზიის, „ფორმულას“ დაფინანსებაც დაიწყო - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „პრაიმტაიმი“ ავრცელებს...

მამუკა ხაზარაძე