ღირს თუ არა “კერხერის“ ყიდვა

უკვე გაზაფხულდა, ვემზადებით თბილი პერიოდისთვის და საგაზაფხულო სამუშაოების დასაწყებად თბილისსა თუ რეგიონებში. ვიცით, რომ ამ პერიოდში შრომის პროდუქტიულობა ბევრად იზრდება და ეს პროცესი უფრო სახალისოც ხდება. მშრომელი ადამიანისთვის დრო რომ ყველაზე ძვირფასია, ცხადია, თუმცა იმისათვის, რომ ამ დროს გავუფრთხილდეთ, მხოლოდ მონდომება არ არის საკმარისი - სჯობს, ყველა სეზონისთვის მზად ვიყოთ.
როგორ არის ეს შესაძლებელი?
კარგი იქნებოდა, გვქონოდა ისეთი ნივთი, რომლითაც ცხოვრებასა და დასუფთავების პროცესს მეტად გავიმარტივებდით. თანაც, ხომ იცით? სუფთა გარემოში ბაქტერიები ნაკლებად ვრცელდება, ხოლო ისედაც ალერგიულ სეზონზე, ალერგიების გავრცელების ალბათობაც საგრძნობლად იკლებს, როდესაც მუდმივად სრულყოფილად დასუფთავებულ გარემოში ხართ, სწორედ ამიტომ, ნამდვილად უდიდესი კომფორტია, როდესაც სახლში მუდმივად გეგულებათ ისეთი აპარატი, რომელიც სახლის ნებისმიერ კუთხე-კუნჭულს ერთნაირად სრულყოფილად გაწმენდს. კომფორტთან ერთად, სრულყოფილი წმენდა, ცხადია, ყველაფერს სჭირდება, განსაკუთრებით, იმ სამუშაო იარაღებს, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებთ. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ადამიანებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მუდმივად მოწესრიგებულ სახლში ცხოვრება - ეს კი შეუძლებელია სწორად დასუფთავებული ნივთების, ავეჯის, ინტერიერის, ექსტერიერისა და ტექნიკის გარეშე.
ალბათ, ერთხელ ყველას გვინატრია, რომ “კერხერის” ერთი ნივთი მაინც გვქონოდა სახლში; რომ დასასუფთავებლად უამრავი დრო არ დაგვეხარჯა ონკანის წყლით რეცხვაში. საუკეთესო რამ ამ ამბავში ისაა, რომ “კერხერი” საქართველოში წარმატებით მოღვაწეობს, მისი შეძენა ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ რეგიონში მარტივად შეუძლია, შესაბამისად, ეზოებისა და სხვადასხვა ნივთების წმენდა, მაღალი წნევით, ასევე უმარტივესი გახდა.
სწორედ ახლა, გერმანული კომპანია “კერხერი” ეროვნულ აქციას გვთავაზობს და ყველას, ვისაც სურს ავტომობილისა თუ კერძო სახლის დასუფთავების ან ყოველდღიური საქმიანობების გამარტივება, შეუძლია 1 აპრილიდან მაღალი წნევით რეცხვის აპარატი K4 Power Control, 1195 ლარის ნაცვლად, 745 ლარად შეიძინოს. ეროვნული აქცია საქართველოს მასშტაბით ნებისმიერი ადამიანისთვისაა ხელმისაწვდომი.
გერმანული ბრენდის აპარატი შეგიძლიათ გამოიყენოთ ავტომობილების, მოტოების, მოპედების ან ველოსიპედების, ასევე ნებისმიერი სამუშაო იარაღის გასარეცხად და მყარი ზედაპირების (ქვის, ბეტონის კედლის/იატაკის) მოსარეცხადაც.
ნებისმიერი პრობლემის დაძლევა ახლა უკვე უდავოდ შესაძლებელი გახდა “კერხერის” K4 Power Control აპარატით. ამ თანამედროვე ნივთით შეგიძლიათ, დაარეგულიროთ წნევა, გაწმინდოთ ნებისმიერი ზედაპირი სრულყოფილად და გადააადგილოთ კომფორტულად.
მაღალი წნევა რომ კერხერია, ამაში ეს აპარატი ნამდვილად დაგარწმუნებთ, თავისი სიმძლავრით, კომფორტულობითა და მდგრადობით.
გერმანული ბრენდი კერხერი, რომელსაც თითქმის 100 წლიანი მოღვაწეობის ისტორია აქვს მსოფლიოში და დღეს წარმოადგენს დასუფთავების ტექნიკის წარმოების მსოფლიო ლიდერს, საქართველოში მოღვაწეობს 2016 წლიდან და დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით ფლობს 5 ფილიალს: თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში. მისი ასორტიმენტი მოიცავს როგორც ბიზნესში გამოყენებად, ასევე საყოფაცხოვრებო დანიშნულების პროდუქტებსაც, როგორებიცაა: მტვერსასრუტები, ორთქლის აპარატები, ბაღის მოვლის ტექნიკა, მინის საწმენდები, ავტომობილების სარეცხი აპარატები, ელექტრო ცოცხები და სხვა.
კერხერის მაღაზიებში ყოველთვიურად იხილავთ აქციებს სხვადასხვა პროდუქციაზე, წელიწადში ორჯერ კი ეროვნულ აქციას რომელიმე აპარატზე. წელს ეროვნულ კამპანიაში სწორედ მაღალი წნევით რეცხვის აპარატი K4 Power Control-ია, რომელიც ჩვენი ეზოს თუ ავტომობილის დასუფთავების პრობლემას უმარტივესად მოაგვარებს.
გერმანული ბრენდის K4 Power Control აპარატით კერხერი თანაბრად ზრუნავს როგორც დიასახლისების, ასევე მამაკაცების კომფორტზეც. რაც მთავარია, მიუხედავად სხვადასხვა ინტერესებისა, ის ყველასთვის ერთნაირად საჭირო ნივთია.
აპარატს უდიდეს რეკომენდაციას უწევენ არა მხოლოდ ავტომობილებისა და კერძო სახლების მოვლისთვის, არამედ სხვადასხვა საოჯახო საქმიანობაშიც.
საბოლოოდ, ღირს თუ არა “კერხერის” მაღალი წნევით რეცხვის აპარატის K4 Power Control-ის შეძენა?
რასაკვირველია, რადგან:
📌 მისი მეშვეობით, არეგულირებთ სასურველ წნევას სასურველი ზედაპირის გაწმენდისთვის;
📌 არ აზიანებს სხვადასხვა ზედაპირს;
📌 არის კომფორტული გადასაადგილებელად;
📌 შეძენა შეგიძლიათ თითქმის ნახევარ ფასად;
გთავაზობთ იმ მაღაზიების ჩამონათვალს, სადაც გერმანული ბრენდის ამ აპარატს შეიძენთ, ან მისი შეკვეთა შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად, ვებ-გვერდიდან - https://karchershop.ge/ - მიიღებთ ნებისმიერ რეგიონში, სასურველ მისამართზე:
თბილისი:
„კერხერ-ცენტრი დიღომი“ - ა. ბელიაშვილის #167
„კერხერ-ცენტრი საბურთალო“ - ვაჟა-ფშაველას გამზ. #4
ბათუმი:
„კერხერ-ცენტრი ბათუმი” - ლუკა ასათიანის #51
ზუგდიდი:
„კერხერ-ცენტრი ზუგდიდი“ - დ. აღმაშენებლის #6
ქუთაისი:
“კერხერ-ცენტრი ქუთაისი“- შოთა რუსთაველის გამზ. #96
მაღალი წნევა არის კერხერი!
1750613960
ახალი ამბებიუკრაინაში ქართველი მებრძოლი ვანო ნადირაძე გარდაიცვალა
უკრაინაში ქართველი მებრძოლი ვანო ნადირაძე სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა. ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს. შეგახსენებთ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 22 ივნისამდე რუსეთ-უკრაინის ომში 81-ზე...
1750612996
საზოგადოებაავარია რიკოთზე - არის მსხვერპლი
რიკოთის ერთ-ერთ გვირაბში ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია კიდევ 1 პირი. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა, რის გამოც, დასავლეთიდან თბილისისკენ მიმავალი ავტომობილების მოძრაო...
1750612174
მსოფლიო„დემოკრატი“ კონგრესმენი: ამერიკელი ხალხი მკაფიოდ აცხადებს, რომ მათ არ სურთ აშშ კიდევ ერთ დაუსრულებელ ომში ჩაითრიონ
ამერიკელი ხალხი მკაფიოდ აცხადებს, რომ მათ არ სურთ აშშ კიდევ ერთ დაუსრულებელ ომში ჩაითრიონ, - განაცხადა „დემოკრატმა“ კონგრესმენმა, მელანი სტენსბერიმ. „პრეზიდენტმა ცალმხრივი სამხედრო მოქმედება განახორც...
1750609617
მსოფლიოირანული მედია: ირანის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვას
ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ირანის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ზომებს, რომლებიც ჰორმუზის სრუტის, გლობალური მნიშვნელობის სატრანზიტო გზის, ჩაკეტვას ითვალისწინებს. ეს გადაწყვეტილება აშშ-ის მიერ ი...
1750606941
მსოფლიოაშშ ჩინეთს მოუწოდებს, დაარწმუნოს ირანი, რომ არ ჩაკეტოს ჰორმუზის სრუტე
აშშ ჩინეთს მოუწოდებს, დაარწმუნოს ირანი, რომ არ ჩაკეტოს ჰორმუზის სრუტე. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო მოუწოდებს ჩინეთის მთავრობას, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით დაუკავშირდნენ ირანელებს, რადგან...