აშშ ჩინეთს მოუწოდებს, დაარწმუნოს ირანი, რომ არ ჩაკეტოს ჰორმუზის სრუტე

აშშ ჩინეთს მოუწოდებს, დაარწმუნოს ირანი, რომ არ ჩაკეტოს ჰორმუზის სრუტე. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო მოუწოდებს ჩინეთის მთავრობას, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით დაუკავშირდნენ ირანელებს, რადგან ისინი თავად მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებული ჰორმუზის სრუტეზე ნავთობის ტრანსპორტირების თვალსაზრისით.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მტკიცებით, ირანის მხრიდან ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა საშინელი შეცდომა და „ეკონომიკური თვითმკვლელობა“ იქნება.
მარკო რუბიოს განცხადებით, თეირანის მხრიდან ასეთი ქმედებები გამოიწვევს ფართომასშტაბიან ესკალაციას, რომელზედაც არა მხოლოდ შეერთებული შტატები, არამედ სხვა ქვეყნებიც იძულებული იქნებიან, რეაგირება მოახდინონ.
„ირანის მხრიდან საპასუხო მოქმედება აშშ-ის თავდასხმაზე საშინელი შეცდომა იქნება და ამას არ ვისურვებდით. ჩვენ გვსურს უზრუნველყოფა, რომ ირანს არ ჰქონდეს ბირთვული იარაღი. მათ სურთ სამოქალაქო ბირთვული პროგრამა, ელექტროსადგურები, ისევე როგორც ბევრ ქვეყანას აქვს მსოფლიოში. მათ შეუძლიათ ამის გაკეთება და ამის შეთავაზება იყო. მათ ეს უარყვეს. ისინი გვეთამაშებოდნენ, ვიტყოდი, სცადეს თამაში. მათ არ უპასუხეს შეთავაზებას. ისინი ათი დღე გაქრნენ. ამის საპასუხოდ პრეზიდენტმა იმოქმედა“, – განაცხადა მარკო რუბიომ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს საუდის არაბეთში, ქუვეითში, კატარში და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამხედრო ბაზები იმიტომ აქვს, რომ დაიცვას ეს ქვეყნები ირანისგან. რუბიოს მტკიცებით, სწორედ ირანია ახლო აღმოსავლთში ყველა პრობლემის უკან. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონი მზადაა, ხვალვე განაახლოს ირანთან მოლაპარაკებები.
ცნობისთვის, ირანის პარლამენტმა ჰორმუზის სრუტის დახურვას მხარი დაუჭირა.
1750602033
საზოგადოებაგიორგი გამსახურდია: ისრაელის პრეზიდენტმა დაურეკა სააკაშვილს და ორი ბიზნესმენის შეწყალება სთხოვა. ამ მანიაკმა კიდევ, პრესკონფერენცია მოიწვია და საჯაროდ თქვა, რომ რა მაგარი ბიჭია, პერესმა დაურეკა და ამან არ შეიწყალა
გიორგი გამსახურდია იხსენებს მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ორი ებრაელი ბიზნესმენის დაკავების ამბავს, რომელთა შეწყალებაც იმჟამინდელმა ისრაელის პრეზიდენტმა სთხოვა საქართველოს პრეზიდენტს, მიხ...
1750600331
მსოფლიორომის პაპი: დაე, დიპლომატიამ ჩაახშოს იარაღი
რომის პაპმა ლეო XIV-მ საკვირაო წირვის დროს მსოფლიოს მიმართა და ახლო აღმოსავლეთში, განსაკუთრებით ირანსა და ისრაელს შორის განვითარებული დაპირისპირების გამო შეშფოთება გამოთქვა. მისი თქმით, ომი ვერასდროს...
1750599172
მსოფლიოჯეი დი ვენსი: აშშ ირანთან ომში არ არის. ჩვენ ომი მათ ბირთვულ ამბიციებთან გვაქვს
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ბირთვული ობიექტების დაბომბვის მიუხედავად, ამერიკა ირანთან ომში არ არის. „ჩვენ ომი მათ ბირთვულ ამბიციებთან გვაქვს“, - განაცხადა ვენსმა. მისივე თქმით...
1750598535
მსოფლიორუსეთის საგარეო უწყება: ირანში ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის დარტყმები საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას წარმოადგენს
„აშშ-ის მიერ ირანში ბირთვულ ობიექტებზე დარტყმები საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას წარმოადგენს“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. როგორ...
1750596031
მსოფლიოჩინეთის საგარეო უწყება: აშშ-ის ქმედებები სერიოზულად არღვევს გაეროს ქარტიასა და საერთაშორისო სამართალს
ირანის ბირთვულ ობიექტებზე ამერიკის შეერთებული შტატების იერიშს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოეხმაურნენ. „ჩინეთი მკაცრად გმობს ირანზე აშშ-ის თავდასხმებს და ბირთვული ობიექტების დაბომბვას, რომლ...