„ჩავაღწიე პოლონეთში, სადაც ვითომ ახლობელი უნდა დამხვედროდა... მოტყუებული აღმოვჩნდი... ჩამოვჯექი ბორდიურზე და ამიტყდა ისტერიული ტირილი“ - ემიგრანტის მძიმე ისტორია
exclusivetv.ge-ს უკავშირდებიან ადამიანები, რომლებიც დაღლილი არიან საიდუმლო წარსულით და უნდათ გათავისუფლდნენ და ის უმძიმესი ტკივილი ჩამოირეცხონ, რომელსაც წლები დაატარებენ.
exclusivetv.ge-ს ამჯერად ნინო დაუკავშირდა კახეთიდან და მისი ემიგრაციაში ყოფნის დროს მომხდარი დაუჯერებელი ისტორია უამბო... მაგრამ ცრემლებს ვერ იკავებდა, შვილებს იფიცებდა, რომ ერთი სიტყვაც და ქმედებაც ტყუილი არ არის.
„მოკლედ ისტორია დაიწყო მადლობით იმ ბიჭების მიმართ, რომლებმაც წლები გაიტანა პოლონეთში, თან გაიცინა მეგრელებმა საოცარი გატანა იციან ერთმანეთის, ჩემიც და ბანკისაცო.
ჩავაღწიე პოლონეთში, სადაც ვითომ ახლობელი უნდა დამხვედროდა აეროპორტში და იქაც და სივრცეშიც მარტო და მოტყუებული აღმოვჩნდი, ჩამოვჯექი ბორდიურზე და ამიტყდა ისტერიული ტირილი. არ ვამეტებ უცებ ჩემს გვერდით ვიღაც ტიპი ჩამოჯდა, საკმაოდ სიმპათიური, მოვლილი, და ასევე საკმაოდ შენარჩუნებული მოცლილი მეგრული აქცენტით, რა გატირებს ლამაზო და ეს „ლ“ იმდენად რბილი და თბილი აღმოჩნდა, კისერზე ჩამოვეკიდე და ერთი სიტყვა ძლივს ამოვღერღე მომატყუეს, (საოცარი კახური აქცენტით).
აქ ყველა ერთმანეთს ვატყუებთ და მაგან შეგაშინა ლამაზო? გაიცინა გულიანად, ძალიან გამიგრძელდა ისტორია, მოკლედ დაიწყო კახელ - მეგრელის მეგობრობა. წამიყვანა ბინაში, სადაც 7 მამაკაცი ცხოვრობდა, ე.წ. „მომპარავების“ კასტა, ასე ეძახდნენ დაჯგუფებას და მე გავხდი მათი გუნდის წევრი მევალებოდა მათი მოვლა, დალაგება, კვება და იმ კეთილის საყვარლობა.
ეს ისტორია 6 წელი გაგრძელდა, ყველა თვის 15 რიცხვში იწყებოდა ფაციფუცი ნინოს ხელფასის დღე არისო, აგროვებდნენ 700 ევროს და ვუგზავნიდი ჩემს კაკლის ჩეროში წამოწოლილ ვირ ქმარს, არ მახსოვს ერთხელ მათგან შეურაცხყოფა, 6 ნოსას მეძახდა (მეგრულად რძალს ნიშნავს), თან მიაყოლებდნენ ჩვენი ნატურალნი ნინო ხარო, აქაც „ლ“ ზედმეტად რბილი იყო, რომელიც მათ ზედმეტ ხარჯს არიდებდა (არ მჭირდებოდა კოსმეტიკური ხარჯები), როგორც თვითონ იტყოდნენ.
მე მათგან ვისწავლე ადამიანობა, კაცობა და გატანა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.
როგორ მენატრებიან, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს მათ შესახებ, ერთ დღეს ძალიან შეშფოთებულნი მოვიდნენ, ე, ნატურალნი სვეშამი, დავიწვითო და ღამის 2 სთ-ზე დავტოვეთ ბინაც, ჩემი სამსახურიც, მეგობრობაც და ის სიკეთეც, რომელსაც ასე ვეძებ და ვერსად ვპოულობ.
მე უკვე წლებია კახეთში ვარ, ჩეროში ჩემს ქმართან ერთად, რომელიც მეგრელებმა გაიტანა 6 წელი შვილებიანად.
და თქვენ თუ გესმით ჩემი ხმა, მინდა ვიღრიალო და გითხრათ მიორთ ჯიმალებო და ჩემო დიდო სიყვარულო.
p.s მე არასოდეს მიღალატია ჩემი ოჯახისთვის, ჩემი სხეულისთვის, ჩემი ქვეყნისთვის.
ეს იყო საუკეთესო წლები, სადაც მე ვიყავი არა იმათი მოსამსახურე, არამედ მათი ნატურალნი ნინო, მადლობა ბიჭებო, მა მიორს სამარგალო და მარგალები“, - მოგვწერა ემიგრანტმა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 რა გელოდება დღეს? - 26 სექტემბრის ჰოროსკოპი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
🔵 "რუსეთმა შესაძლოა, საზღვრები დღეს დაკეტოს" - რას წერს რუსული მედია
1793466011
საზოგადოებალევან მაჭავარიანი Fitch Ratings-ის რეიტინგზე: ჩვენი ეკონომიკა განაგრძობს სტაბილურ განვითარებას, ზრდას და ეს პროგრესი, რომელიც ორგანიზაციამ აღნიშნა, კიდევ ერთი ინდიკატორი იქნება საერთაშორისო ინვესტორებისთვის
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი საკრედიტო-სარეიტინგო კომპანია Fitch Ratings-ის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებას ეხმაურება. „გა...
1793463904
საზოგადოებადავით მათიკაშვილი: ორმაგი სტანდარტი, რომელიც მიკიტა პოტურაევისგან მოდის, საქართველოს სასამართლო სისტემაზე თავდასხმას მოასწავებს, არავის აქვს უფლება, ჩვენი ქვეყნის სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩაერიოს
მიკიტა პოტურაევი არის მიხეილ სააკაშვილის გამორჩეული მეგობარი, სააკაშვილის მეგობარი რომ საქართველოს მეგობარი ვერ იქნება, ეს აშკარაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა გ...
1793459017
საზოგადოებარევაზ სოხაძე: აბასთუმნის შემოვლითი გზა მომავალი წლის შემოდგომაზე გაიხსნება
აბასთუმნის 15.9-კილომეტრიანი შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს და მისი გახსნა 2027 წლის შემოდგომაზე იგეგმება. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხა...
1793456801
საზოგადოებარევაზ სოხაძე: სამცხე-ჯავახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად 200 მილიონი ლარის ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოვლენილია
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით გამოცხადებულ 200 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოვლენილია. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინ...
1793456429
საზოგადოებალევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელზე: ეს პარტიები წარმოადგენენ ერთიან ძალას, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, რომლებიც იმართებიან ქვეყნის გარედან და ასრულებენ უცხოელი პატრონების დავალებას - იმედი გვაქვს, ჩვენი სარჩელი დაკმაყოფილდება
ეს პარტიები არიან არაკონსტიტუციურები, წარმოადგენენ ერთიან ძალას, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, რომლებიც იმართებიან ქვეყნის გარედან და ასრულებენ თავიანთი უცხოელი პატრონების დავალებას - განაცხადა ფრაქცია „ქ...


























