"ახლა როცა ბევრი რამ შეიცვალა, აღარც ჩემი ბებიაა აღარც თალიკო მამიდა, აღარც ვახტანგა და ნუნუიე, სოფელი იმ სოფელს აღარ ჰგავს" - ზურა შევარდნაძე
ფლორისტი, “გარდენიას” დამფუძნებელი ზურა შევარდნაძე, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე, მორიგ საინტერესო ისტორიას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"ჩემი გვარის და თაობის ყველა სიყვარულით მამიდას ვეძახდით. ვისაც ბიცოლად, დეიდად, ბებიად მოერგებოდა ისინიც კი თალიკო მამიდა, თალიკო მამიდა, თალიკო მამიდა.. არ ვიცი რატომ იყო ასე.
თალიკო მამიდა ეშხიანი, ლამაზი ქალი იყო, ჩვენი ბებია ბაბუების ასაკის, მამაჩემის , ბიძაჩემების და ჩემი მამიდაც იყო. აზრიანი, გონიერი, უსაშველოდ მშრომელი და გამრჯე, ხშირად იყო ჩვენსას. ართმეტიკა და ანგარიში იცოდა. ისე დაუწერლად, საანგარიშო ჩოთქის გარეშეც სხარტად გამოთვლიდა თუ რამე იყო დასათვლელი და გასანაწილებელი. "არიქა თალიკო შენი ჭირიმე მუუთვალე, მუუანგარიშე" ეტყოდენ ჩემები და თალიკო მამიდაც გადანაბავდა თვალებს, უცებ ჩამოკაკლავდა ციფრებს.
თამამი ქალი იყო თალიკო მამიდა და ყველა ჩვენი ბებიებისგან განსხვავებული, თანამედროვე, მოწინავე აზრები ჰქონდა. ყველაფერს სხვანაირად, იოლად უყურებდა და უკვირდა მაგალითად ბებიაჩემი, დუდანა ან უმანკო ბებია თუ გაიკვირვებდენ: "რაფერ გაბედა და იკადრა ცა ვახტანგამ ნუნუიასან საქმის დაჭერა? ან მეზობელი არ იცის ან შინაური ან გარეული მაგ ოღრაშმა კაძახმა მაგან?" იყო ერთი ბჭობა და ამბავი ამაზე და ამისთანებზე. თალიკო მამიდა მორიდებით იკითხავდა: "რაქნას აბა, მაგიზა მსკოვში იაროს?" დატუქსავდენ თალიკოს და გააჩერებდენ არ ათქმევინებდენ ბოლომდე, არ ეთანმებოდენ.
თალიკო მამიდა დაჟინებით აგრძელებდა უკვე დაბალ ხმაზე: "კი მარა იმას თუ უნდა და ამასაც თუ უნდა შენ რაგინდა?"
ახლა ვფიქრობ რომ გულში ბებიაც ეთანხმებოდა მარა თალიკოს მაინც უბედურ დღეში აგდებდენ. "გაჩერდი თუ ქალი ხარ ნუ ჩივი აბდრულს", არ აცდიდენ აზრის გამოთქმას.
ახლა როცა ბევრი რამ შეიცვალა, აღარც ჩემი ბებიაა აღარც თალიკო მამიდა, აღარც ვახტანგა და ნუნუიე, სოფელი იმ სოფელს აღარ ჰგავს რომელზეც გიყვებით, ურთიერთობებიც გაიოლდა, ზოგჯერ მაინც გადავეყრები ადამიანს რომლესაც მეორე ორის ურთიერთობა არ მოსწონს, უკვირს და გამოხატავს კიდეც. სულ თალიკო მამიდა მახსენდება, ხან ვიტყვი და ხან ჩემდა გავივლებ გულში: "კი მარა იმას თუ უნდა და ამასაც თუ უნდა, შენ რა გინდა?"",-წერს, ზურა შევარდნაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
1793466011
საზოგადოებალევან მაჭავარიანი Fitch Ratings-ის რეიტინგზე: ჩვენი ეკონომიკა განაგრძობს სტაბილურ განვითარებას, ზრდას და ეს პროგრესი, რომელიც ორგანიზაციამ აღნიშნა, კიდევ ერთი ინდიკატორი იქნება საერთაშორისო ინვესტორებისთვის
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი საკრედიტო-სარეიტინგო კომპანია Fitch Ratings-ის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებას ეხმაურება. „გა...
1793463904
საზოგადოებადავით მათიკაშვილი: ორმაგი სტანდარტი, რომელიც მიკიტა პოტურაევისგან მოდის, საქართველოს სასამართლო სისტემაზე თავდასხმას მოასწავებს, არავის აქვს უფლება, ჩვენი ქვეყნის სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩაერიოს
მიკიტა პოტურაევი არის მიხეილ სააკაშვილის გამორჩეული მეგობარი, სააკაშვილის მეგობარი რომ საქართველოს მეგობარი ვერ იქნება, ეს აშკარაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა გ...
1793459017
საზოგადოებარევაზ სოხაძე: აბასთუმნის შემოვლითი გზა მომავალი წლის შემოდგომაზე გაიხსნება
აბასთუმნის 15.9-კილომეტრიანი შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს და მისი გახსნა 2027 წლის შემოდგომაზე იგეგმება. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხა...
1793456801
საზოგადოებარევაზ სოხაძე: სამცხე-ჯავახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად 200 მილიონი ლარის ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოვლენილია
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით გამოცხადებულ 200 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოვლენილია. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინ...
1793456429
საზოგადოებალევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელზე: ეს პარტიები წარმოადგენენ ერთიან ძალას, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, რომლებიც იმართებიან ქვეყნის გარედან და ასრულებენ უცხოელი პატრონების დავალებას - იმედი გვაქვს, ჩვენი სარჩელი დაკმაყოფილდება
ეს პარტიები არიან არაკონსტიტუციურები, წარმოადგენენ ერთიან ძალას, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, რომლებიც იმართებიან ქვეყნის გარედან და ასრულებენ თავიანთი უცხოელი პატრონების დავალებას - განაცხადა ფრაქცია „ქ...


























