2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება 3 მილიარდ ლარს აჭარბებს
2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 298 მილიონ ლარზე მეტით და 3 მილიარდ ლარს აჭარბებს. ამასთან აღსანიშნავია, რომ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურისა და მოსწავლეთა ტრანსპორტირების თანხები გათვალისწინებულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებში, რომელთა გათვალისწინებითაც ჯამურად განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის პროგრამებისათვის განკუთვნილი თანხები 2027 წელს შეადგენს 3 მილიარდ 710 მილიონ ლარს.
სამინისტროს ასიგნებების ფარგლებში:
სკოლების დაფინანსებაზე მიიმართება 1 მილიარდ 950 მილიონ ლარზე მეტი, რომლის ფარგლებში, სასკოლო სწავლების მომსახურებას იღებს 560 ათასზე მეტი ბავშვი.
სკოლების დაფინანსება მიმდინარე წელთან შედარებით გაზრდილია 190 მილიონ ლარზე მეტით, რაც შესაძლებლობას იძლევა, გაიზარდოს მასწავლებლებისა და სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის, ჯამში 70 ათასზე მეტი პირის ხელფასი.
გარდა ამისა, მომდევნო წლის სექტემბრიდან გათვალისწინებულია საჯარო სკოლებში 30 ათასზე მეტი დამრიგებლის დანამატის გაორმაგება.
ზოგადი განათლების სხვა პროგრამების დაფინანსება ჯამში შეადგენს 284 მილიონ ლარს.
პროფესიული განათლების დაფინანსება, დაგეგმილი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩათვლით, ჯამურად შეადგენს 263 მილიონ ლარს. გამოყოფილი თანხის ფარგლებში, პროფესიული განათლების მიღებას შეძლებს 45 ათასი ჩვენი მოქალაქე.
უმაღლესი განათლების დასაფინანსებლად გათვალისწინებულია 267 მილიონ ლარამდე, მათ შორის, 105 მილიონი ლარია გათვალისწინებული სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო სწავლების მიმართულებით, სადაც მიმდინარე წელს პირველ კურსზე უკვე ჩაირიცხა 20 ათასზე მეტი სტუდენტი.
მეცნიერების დაფინანსებაზე გათვალისწინებულია 97 მილიონი ლარი.
ახალგაზრდობის მხარდაჭერის მიმართულებით გამოყოფილია 26 მილიონ ლარზე მეტი, რომლის ფარგლებშიც ცხვარიჭამიასა და ბახმაროში დაგეგმილია ახალი ახალგაზრდული ბანაკების მშენებლობის დაწყება.
1794384238
საზოგადოებაგიორგი გაბუნია: ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან არის მცდელობა, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიის დაპირისპირება მოხდეს - ეს დაუშვებელია
მმართველი გუნდის დეპუტატი გიორგი გაბუნია მიტროპოლიტ იობის ქადაგებას გამოეხმაურა. როგორც კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, არის მცდელობები, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიის დაპირისპირე...
1794383566
საზოგადოებალევან მაჭავარიანი მეუფე იობის ქადაგებაზე: ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი ეკლესიასა და ამბიონს იყენებს მცდარი და პოლიტიკური განცხადებებისთვის
„ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი ეკლესიასა და ამბიონს იყენებს მცდარი და პოლიტიკური განცხადებებისთვის“, - განუცხადა ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პი...
1794383078
საზოგადოებაბოჭორიშვილი პარიზის მშვიდობის ფორუმსა და მის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებზე: ნამდვილად კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის, მნიშვნელოვან საკითხებზე გვქონდეს დისკუსია არაფორმალურ თუ ფორმალურ ფორმატებში
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ესწრება. საუბარია პარიზის მშვიდობის ფორუმსა და მის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებზე. კ...
1794380623
საზოგადოებაგიორგი ბუტიკაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ 2028 წელს არჩევნები ვერ უნდა ჩაატაროს
„ქართულმა ოცნებამ“ 2028 წელს არჩევნები ვერ უნდა ჩაატაროს, უბრალოდ არ უნდა მივიდეს ხალხი არჩევნებზე - ამ მორალისგან დაცლილ ადამიანებთან ქუჩის გარდა და წინააღმდეგობის გარდა [გზა] არ არსებობს, - ამის შეს...
1794378497
ახალი ამბებიმოქალაქეს ხელჩანთიდან თანხა გასტაცა და მიიმალა - პოლიციამ ძარცვის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ძარცვის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გამო...


























