ემიგრანტის ისტორია წმინდა ნიკოლოზის ხატთან დაკავშირებით: „მივხვდი, რაც მითხრა უფალმა და ვის მიაბარა ჩემი აფორიაქებული სული“
ერთი ამბავი უნდა მოგიყვეთ. იმ ეპიზოდს უკავშირდება ემიგრაციაში წამოსასვლელად, რომ ვემზადებოდით.
ბილეთები უკვე შეძენილი გვქონდა და გამგზავრების დროც ვიცოდით. გამგზავრებამდე რამდენიმე დღის წინ, ჩემმა განსაკუთრებულმა და გამორჩეულმა მეგობარმა დამირეკა, სამგზის დედას, მესამე შვილს ილია ll საყოველთაო ნათლობის წესისამებრ ნათლავდა. პატარა ანდრიას ნათლია გახდა, ჩემი მეუღლე.
ტაძარში ნემსის ყუნწსაც ვერ ჩააგდებდით, ზღვა ხალხი იყო. სანთლის ანთება და უფლისთვის ჩემი პატარა ოჯახის შევედრება მსურდა... ჩვენ, სადღაც და გაურკვეველი დროით მივდიოდით... სადღაც, სადაც ჩვენი არაფერი იყო, გარდა ჩვენსავით სამშობლოდან გადაბარგებული თანამოქალაქეების გარდა, რომლებიც დღემდე ბედს და ადამიანის სამართალს არიან მინდობილნი.
ბევრი ვეცადე ხალხის სიმჭიდროვეში ტაძარში გზის გაკვლევას, მაგრამ ვერცერთ ხატთან ვერ შევძელი მისვლა. გული დამწყდა, ცუდად მენიშნა, დავიძაბე და დავნებდი. თვალებით მაინც შევევედრებითქო, ვიფიქრე და მოვბრუნდი. მოვბრუნდი და ჩემს ერთადერთ მარიამს გეფიცებით, ჩემს ერთადერთ შვილს, რომ წმინდა ნიკოლოზის ხატის წინ ვიდექი...
მივხვდი, ყველაფერს მივხვდი. მივხვდი, რაც მითხრა უფალმა და ვის მიაბარა ჩემი აფორიაქებული სული...
ნიკოლოზობას გილოცავთ! განსაკუთრებით მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყანაში მიმოფანტულ ქართველ ემიგრანტებს
გფარავდეთ წმ. ნიკოლოზი.
ხათუნა შარაძე. იტალია. 18/12/2020
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 “უცხოეთში საქართველოს პოპულარიზაცია, თითოეული ემიგრანტის მორალური პასუხისმგებლობაა” - ხათუნა შარაძე
1792350256
საზოგადოებარომის პაპი ფილტვზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა
რომის პაპმა ლეო XIV-მ ფილტვზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ პირველი ღონისძიება გამართა. ამის შესახებ Vatican News-ი იუწყება. 18 ოქტომბერს, ოპერაციის შემდეგ პირველ საჯარო გამოჩენისას პაპმა ლეო XIV-მ მონა...
1792348393
ახალი ამბებიკახეთის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გამოძიებ...
1792346955
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ქალბატონი კალასი ორი წელია ეხვეწება მარკო რუბიოს შეხვედრის ჩანიშვნაზე, ეს ხომ ჩვენი მოგონილი არ არის და საჯარო ინფორმაციაა?! ერთწუთიან შეხვედრას ვერ ნიშნავს
ევროპელ ხალხს რა პასუხს სცემენ, როდესაც ყველამ იცის, რომ ნატოში ამინდს ქმნის ამერიკის შეერთებული შტატები?! მმართველი ელიტა რეალობას ხომ აცდენილია ამ შემთხვევაში?! - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“...
1792346436
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ბრიუსელს მოუწევს ადრე, თუ გვიან შეგუება იმ ფაქტთან, რომ „ქართულ ოცნებას“ ვერანაირად ჩაანაცვლებენ აგენტურით, დასხდებიან და ჩვენთან დაიწყებენ საუბარს
ბრიუსელს მოუწევს ადრე, თუ გვიან შეგუება იმ ფაქტთან, რომ „ქართულ ოცნებას“ ვერანაირად ჩაანაცვლებენ აგენტურით, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „იმ...
1792345297
საზოგადოებავარლამ ლიპარტელიანი: მხოლოდ თავიანთ სახეს წარმოაჩენენ ის ადამიანები, რომლებიც ესხმიან თავს განსაკუთრებით წარმატებულ სპორტსმენებს, ასევე იმ ძლიერ, საყრდენ ინსტიტუტებს, რაზედაც ჩვენი ქვეყანა დგას
ვფიქრობ, დრომ კარგად გამოაჩინა, რომ ეს ყველაფერი საპირისპიროდ მუშაობს. ვერანაირ ზიანს ვერ მოუტანენ ვერცერთ ადამიანს და ვერც ჩვენს ქვეყანას, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ „ქართული ოცნების” ახალგაზრდულ...


























