“უცხოეთში საქართველოს პოპულარიზაცია, თითოეული ემიგრანტის მორალური პასუხისმგებლობაა” - ხათუნა შარაძე
საზღვარგარეთ, ხშირად გაიგებთ ქართველების პროტესტს, რომ მსოფლიო, საქართველოს, შესაბამისად და იმ საუკეთესო კუთხით არ იცნობს, რომლითაც იმსახურებს. ქართველები ამაში ვადანაშაულებთ ყველას - დაწყებული სახელმწიფოდან, დამთავრებული უცხო ქვეყნის რიგითი მოქალაქით, მაგრამ არავითარ შემთხვევაში საკუთარ თავს. არადა, დამეთანხმებით, საქართველოს, მსოფლიოსთვის მოსაყოლიც ბევრი აქვს და ბევრიც შეუძლია ასწავლოს.
თუ უცხოეთში მცხოვრები თითოეული ქართველი გავაცნობიერებთ და გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს საზღვრის დატოვებისთანავე პირველ რიგში აღგვიქვამენ არა როგორც კონკრეტულ პიროვნებას, კონკრეტული სახელით და გვარით, არამედ განზოგადებულად „ქართველად“, მივხვდებით, რომ ეს, თითოეულ ჩვენგანს, უდიდესი პასუხისმგებლობის წინაშე გვაყენებს, რადგან ნებით, თუ უნებლიეთ, ჩვენი ქვეყნის ელჩები ვხდებით უცხო ქვეყანაში.
ამას ზოგი მეტად, ზოგიც ნაკლებად აცნობიერებს, მაგრამ ჩვენი სტატიის დღევანდელი გმირი ის ადამიანია, რომელმაც საკუთარ თავს უმაღლესი თამასა დაუწესა, ემიგრანტული ცხოვრების პარალელურად, ეკეთებინა ქართული საქმე იტალიაში და გაეწია საქართველოს პოპულარიზაცია ისეთ ქვეყანაში, რომელსაც ვერაფრით გააკვირვებ, ვერც ისტორიით, ვერც ლიტერატურითა და მხატვრობით და ვერც კულინარიით.
ჟურნალისტი ხათუნა შარაძე, მეოთხე წელია იტალიაში ცხოვრობს და როგორც თავად ამბობს, ჩამოსვლიდან სულ რამდენიმე თვეში გააცნობიერა, რომ თავისი პროფესიისა და საზოგადოებრივი საქმიანობის გარეშე, იტალიაში მისი ცხოვრება წარმოუდგენელი იქნებოდა.
პირველი ნაბიჯები, ადგილობრივ მერიასთან ერთად განხორციელებული პროექტი იყო, რომლის ფარგლებშიც შედგა გაცვლითი პროგრამის გეგმა და სხვადასხვა პროფესიის იტალიელებისგან შემდგარი დელეგაცია საქართველოში შემეცნებით ტურში გაემგზავრა.
ამ და სხვა არაერთი პროექტის წარმატებულად განხორციელება, მხოლოდ სტარტი აღმოჩნდა. ხათუნა შარაძე იმ ადამიანების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლისთვისაც ყოველი გადალახული წინააღმდეგობა და მიღწეული წარმატება, მხოლოდ კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯია, მორიგი გეგმისა და მიზნისკენ მიმავალ გზაზე. სწორედ ამიტომ, დიდ ხანს არ უფიქრია მონაწილეობა მიეღო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საგრანტო პროექტში „დიასპორული ინიციატივები“, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს პოპულარიზაციას იტალიაში და გაიმარჯვა კიდეც.
როგორც ჩვენთან საუბრისას პროექტის ავტორმა აღნიშნა, ეს გამარჯვება, საქართველოს პოპულარიზაციის საქმეში, მეტად გაუხსნის ასპარეზს: „მიხარია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებული საგრანტო პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებული გავხდი. პროექტი საშუალებას მაძლევს ის ინიციატივები, რომელსაც ემიგრაციაში ყოფნის დროს ვახორციელებდი, მეტად მასშტაბური და შედეგზე ორიენტირებული გავხადო. ვფიქრობ, საქართველოს პოპულარიზაცია, თითოეული ემიგრანტის მორალური პასუხისმგებლობაა“.
ხათუნა შარაძის მიერ გამარჯვებული პროექტის ფარგლებში, 24 ნოემბერს შედგა ონლაინფორუმი, რომელიც იტალიური აუდიტორიისთვის სწორედ საქართველოს პოპულარიზაციას, აღიარების პოლიტიკას, მისი დიდი წარსულისა და დღევანდელი რეალობის გაცნობას ისახავდა მიზნად. შეხვედრას უძღვებოდა ქართულ ემიგრაციულ საზოგადოებაში კარგად ცნობილი ისტორიკოსი და მოგზაური ფრანჩესკო ტრეჩი, რომელმაც საქართველოში არაერთგზის მოგზაურობის შემდეგ, ჩვენს სამშობლოზე ორი წიგნი დაწერა.

ფორუმი მილანის ქართულ-კულტურული ასოციაცია „მერანის“ პრეზიდენტ მელი თურმანიძეს მიჰყავდა. შეხვედრას სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის სტუმრები ესწრებოდნენ: მარია გრაცია დაინელი (ფოტოგრაფი და ჟურნალისტი), ემანუელა დი ჯაკომო (პედაგოგი), ელიზა ბერტაჩინი (პედაგოგი), პაოლო პრატელი (ქიმიკოსი, კავკასიის ისტორიის მცოდნე), რენატო ვაილატი (კრემონას), დანიელა ლოვეჩე (ჟურნალისტი), გრაცია ინტინი (ჟურნალისტი), ანტონიო ჯარლეტა (მუსიკოსი), კარმელა პელეგრინი (სკოლის დირექტორი), მარიო ნეგრი (ჟურნალისტი და ფოტოგრაფი) და სხვა.
ფრაჩესკო ტრეჩი: ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი დღე და ღონისძიება იტალიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებისა და იტალიელებისთვის საქართველოს უკეთ გაცნობის კუთხით. მინდა ასოციაცია "მერანის" პრეზიდენტ მელი თურმანიძესა და ხათუნა შარაძეს მადლობა გადავუხადო რომ შესაძლებლობა მომცეს, ონლაინფორუმის საშუალებით, საქართველოს შესახებ ჩემი ცოდნა და ემოციები სხვა იტალიელებისთვისაც გამეზიარებინა. კონფერენციას ბევრი ადამიანი ესწრებოდა, იტალიის სხვადასხვა კუთხიდან. შეხვედრამ ძალიან წარმატებულად ჩაიარა და ბედნიერი ვარ, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვიყავი და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი, ჯერ კიდევ წინ არის...
ავტორი: ნინა მამუკაძე

აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 როგორ დავუკავშირდეთ, ქალაქ ბარიში არსებულ, საქართველოს გენერალურ საკონსულოს
📌 "რომში დიდი ქართველი ხელოვანისა და დიპლომატის, გიორგი აფხაზის გამოფენა მოეწყობა" - ნენო გაბელია
1794675556
სპორტიმერაბ დვალიშვილმა RAF-ის ტურნირზე მარლონ მორაესი დაამარცხა
მერაბ დვალიშვილმა აბუ დაბიში გამართულ Real American Freestyle-ის (RAF) ტურნირზე ბრაზილიელი მარლონ მორაესი დაამარცხა. შეხვედრა თავისუფალი ჭიდაობის წესებით გაიმართა. დვალიშვილისთვის ეს RAF-ში მეოთხე გამ...
1794675512
მსოფლიოდონალდ ტრამპმა მრჩევლებს განუცხადა, რომ შესაძლოა, ირანს არ შეუტიოს, თუ თეირანი აშშ-ის პროვოცირებას არ მოახდენს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მრჩევლებს განუცხადა, რომ შესაძლოა, ირანზე თავდასხმისგან თავი შეიკავოს, თუ თეირანი ან იემენელი „ჰუსიტები“, რომლებსაც ირანი უჭერს მხარს, ახალ პროვოკაციებს არ განახორციე...
1794673487
სპორტისაქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა უნგრეთის წინააღმდეგ ცნობილია!
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ წლის ბოლო საშინაო მატჩისთვის, რომელსაც უნგრეთთან ჩაატარებს, სასტარტო შემადგენლობა შეარჩია. საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის მე-5 ტუ...
1794671457
ახალი ამბებიგიორგი სოსიაშვილი: ახლა თავადვე აღიარებენ ე.წ. ენჯეოს წარმომადგენლები, რომ უცხოეთიდან შემოდინებული თანხები ემსახურებოდა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას
„ახლა თავადვე აღიარებენ ე.წ. ენჯეოს წარმომადგენლები, რომ უცხოეთიდან შემოდინებული თანხები ემსახურებოდა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას“, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნი...
1794670023
ახალი ამბებიალადაშვილი ხაბეიშვილზე ძალადობის საქმის განაჩენზე: ეს არის დასტური, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია - კანონდამრღვევი დაისჯება
მმართველი გუნდის წევრი აკაკი ალადაშვილი ლევან ხაბეიშვილზე ძალადობის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების მიმართ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება...































