იტალია: „ნუ გიკვირთ ხალხნო, რომ რაიმე ფასიანია, უფასო არცერთი საქმიანობა არაა, მაგრამ...“
მედიამაუწყებელი Exclusivetv.ge ორი წელია აქტიურად აშუქებს საემიგრაციო თემებს, საემიგრაციო ქვეყნებში არსებულ მიმდინარე მოვლენებსა და დიასპორის ირგვლივ განვითარებულ სხვადასხვა საკითხებს.
საინფორმაციო სააგენტო Exclusivetv.ge, პირველი მაუწყებელია, რომელმაც საინფორმაციო პლატფორმა ემიგრაციაში არსებულ პრობლემური საკითხების გაშუქებას ვრცლად დაუთმო. ერთ-ერთი ასეთი თემა, იტალიაში არსებული ე.წ. „დამსაქმებლის“ ინსტიტუტი გახლავთ, რომლის ირგვლივ საზოგადოების ინტერესი და ცხარე კამათი არ ცხრება.
კულტურული ასოციაცია "ვიქტორიას ფუძემდებელი", იტალიური ენის მასწავლებელი და თარჯიმანი ვიქტორია ცუხიშვილი, ბოლო დროს მედიაში გავრცელებულ თემას, იტალიაში დასაქმების საკითხს, საკუთარ სოციალურ ქსელით ეხმაურება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„დამსაქმებლების თემაზე მინდა ჩემი აზრი დავაფიქსირო, რამდენადაც ძალიან აქტუალურია ეს საკითხი. დახმარება ერთია, მაგრამ საქმიანობა და მუდმივი ვალდებულება სხვა. ვერავინ ვერ იქირავებს ბინას, ვერ გადაიხდის ქირას, კომუნალურებს და ასე შემდეგ სხვების გამო. ვერც ვერავინ ჩამოეკიდება ტელეფონზე და ირბენს “აპუნტამენტოებზე“ ყოველ დღე ან ითარჯიმნებს სხვების გამო. მაგრამ.... !!!!!! როცა მთლიან ხელფასს იღებენ, ან შეაგდებენ არაადამიანურ პირობებში, გინდ ბინაში, გინდ სამსახურში ესაა უსინდისობა. კიდევ ისიც, რომ არაფერს არ გაითვალისწინებ და სიკეთეს არ გააკეთებ, თორემ ის ნუ გიკვირთ ხალხნო, რომ რაიმე ფასიანია. უფასო არცერთი საქმიანობა არაა. დახმარება ხდება შეძლებისდაგვარად, სისტემატურად 24/24 და 7/7-ზე ვერავინ ვერავის დაეხმარება. ვინც ითხოვთ ყველაფერს მუდამ ყველასგან უფასოდ მოდი თქვენ სცადეთ... რასაც შენ ვერ და არ გააკეთებ სხვას ნუ მოსთხოვ და ნუ დაავალდებულებ!
ვიდრე შეხვალთ საცხოვრებლად ბინაში იქამდე იკითხეთ და დაათვალიერეთ, თუ რაიმე არ მოგწონთ სახალხო სასამართლოები რად უნდა? იქვე უთხარით და მოსთხოვეთ პასუხი. პირში ვერ ეუბნებით, ელაქუცებით და ზურგს უკან ხართ ამბავში. კარგით რა.
რაც შეეხება სამსახურს, თუ ხართ ცუდ სიტუაციაში, გამოდით ნუ მოითმენთ, არავის აქვს უფლება ძალით დაგაკავონ, თუ ძალადობაა დარეკეთ 118-ში და გამოიძახეთ პოლიცია. თარჯიმნად კი ითხოვეთ დახმარება ენიანთან, თუნდაც ჩემთან. მაგრამ სხვას რომ მოჰყვებით და სინამდვილეში სხვა სიტუაციაა?.....
მოდით გახსნილად ვილაპარაკოთ, ყველა „აბრაამის ბატკანი“ ნამდვილად არაა, ისეთი, როგორადაც მოაქვს თავი, იმედია დამეთანხმებით. სულ იტალიელები და სულ დამსაქმებლები როდია დამნაშავენი. მე არავის ვიცავ, ესაა მწარე რეალობა. იყავით გულახდილები, პატიოსნები და სინდისიერები. ნუ იკადრებთ უკადრებელს და სიმართლის დამტკიცებას ყოველთვის შევძლებთ. მაგრამ თუ იტყუებით, ესეც იცოდეთ ტყუილს მოკლე ფეხი აქვს, არ გაგივათ დიდხანს.....
და რომ არა ეს დამსაქმებლები რას იზამდა ასიათასობით ადამიანი დამოუკიდებლად???? თან იყენებენ და თან ლანძღავენ. თუ არ მოგწონთ და გაწყობთ ნუ მიხვალთ, ბაწარს გაბამთ ვინმე? აა არაა სხვა გზა? გზების მეტი რაა, გაანძრიე ხელი, ფეხი და ტვინი. მაგრამ როცა არაფრის გათეკება არ გინდა, არაფერი იცი, არაფერი გაგაჩნია და მაინც შეგიფარებენ და მოგხედავენ ისიც იმიტომ რომ შენი ფეხით მიდი და დათანხმდი მერე უკვე უსინდისო ის კი აღარაა, არამედ შენ ხარ!!!!
საქართველოში დამსაქმებლები არ იღებენ ფულს? დასაქმების სააგენტოები რომ აქვთ? იმათ რატომ არ დაერევით? აქ რამ გაგაოგნათ? და კიდევ ვიღაცები ამ ამბებით რომ სარგებლობენ და პიარს იკეთებენ და ათასობით ადამიანი უაზროდ მადლობებს უხდით ამაზეც გაატოკეთ ტვინი.
რასაც ვწერ ვიცი, 12 წლის გამოცდილება არაა ცოტა. ამიტომ გინდ დამეთანხმეთ გინდ არა, გინდ გაითვალისწინეთ გინდ არა. ის კი იცოდეთ უსამართლობის სასტიკი წინააღმდეგი ვარ მე და არავის საზიანოს არაფერს გავაკეთებ არასოდეს, პირიქით სულ მუდამ ყველას უფასო დახმარებაში ვარ პირადი ამბიციების და ინტერესების გარეშე, ისე გახარება ჩემს ოჯახს ძალიან ბევრისგან განსხვავებით.
ა, ჰო, პირობები 2010-ში უნდა გენახათ თქვენ და ხმას აღარ ამოიღებდით ახლა. ახლა რომ ყოველ მეორეს ბინა აქვს და შეგიძლიათ ერთთან თუ არა მეოცესთან მისვლა. 2010-ში 45 ქალი იყო 20-ოთახიან ბინაში. ბინას ჰქონდა 1 საძინებელი, ერთი სამზარეულო და ერთი შემოსასვლელი. სასტუმრო ოთახიც არა. 1 მატრასზე 4 წვებოდა. 2 და 3 თვე სამსახურის პოვნის ილუზიაც კი არ უნდა გქონოდა. დაბანა 5 წუთით კვირაში ერთხელ, შუქის ანთებაც იკრძალებოდა, თმის საშრობი სარეცხი მანქანა უცხო ხილი იყო.“ - წერს ვიქტორია ცუხიშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 ლუიჯი დი მაიო, მატეო სალვინის, პუტინის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს
1793466011
საზოგადოებალევან მაჭავარიანი Fitch Ratings-ის რეიტინგზე: ჩვენი ეკონომიკა განაგრძობს სტაბილურ განვითარებას, ზრდას და ეს პროგრესი, რომელიც ორგანიზაციამ აღნიშნა, კიდევ ერთი ინდიკატორი იქნება საერთაშორისო ინვესტორებისთვის
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი საკრედიტო-სარეიტინგო კომპანია Fitch Ratings-ის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებას ეხმაურება. „გა...
1793463904
საზოგადოებადავით მათიკაშვილი: ორმაგი სტანდარტი, რომელიც მიკიტა პოტურაევისგან მოდის, საქართველოს სასამართლო სისტემაზე თავდასხმას მოასწავებს, არავის აქვს უფლება, ჩვენი ქვეყნის სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩაერიოს
მიკიტა პოტურაევი არის მიხეილ სააკაშვილის გამორჩეული მეგობარი, სააკაშვილის მეგობარი რომ საქართველოს მეგობარი ვერ იქნება, ეს აშკარაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა გ...
1793459017
საზოგადოებარევაზ სოხაძე: აბასთუმნის შემოვლითი გზა მომავალი წლის შემოდგომაზე გაიხსნება
აბასთუმნის 15.9-კილომეტრიანი შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს და მისი გახსნა 2027 წლის შემოდგომაზე იგეგმება. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხა...
1793456801
საზოგადოებარევაზ სოხაძე: სამცხე-ჯავახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად 200 მილიონი ლარის ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოვლენილია
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით გამოცხადებულ 200 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოვლენილია. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინ...
1793456429
საზოგადოებალევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელზე: ეს პარტიები წარმოადგენენ ერთიან ძალას, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, რომლებიც იმართებიან ქვეყნის გარედან და ასრულებენ უცხოელი პატრონების დავალებას - იმედი გვაქვს, ჩვენი სარჩელი დაკმაყოფილდება
ეს პარტიები არიან არაკონსტიტუციურები, წარმოადგენენ ერთიან ძალას, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, რომლებიც იმართებიან ქვეყნის გარედან და ასრულებენ თავიანთი უცხოელი პატრონების დავალებას - განაცხადა ფრაქცია „ქ...


























