“მე ვიცი ბევრი ქართველი, აქ ძაღლებივით ჰყავთ, იტალიელებს მადლობას ვერ გადავუხდი” - ემიგრანტი იტალიაში

"ექსკლუზივიტვ" ხშირად უთმობს პლატფორმას სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ემიგრანტებს, რომელთა მოსაზრებებიც ხშირად ერთმანეთს ეწინააღმდეგება, მაგრამ ჩვენ, როგორც ობიექტური მედია, ყოველთვის ვცდილობთ ორივე მხარე გავაშუქოთ.

ამჯერად, იტალიაში მცხოვრები ემიგრანტის, ეკა ქუჩულორიას პოსტს გაგაცნობთ, რომელიც იმ ქართველებს პასუხობს, რომლებიც იტალიაში თავს კარგად გრძნობენ და ამისთვის იტალიელებს მადლობას უხდიან.  

"ძალიან მიკვირს, როცა ამბობენ ,,აქ ხარ და მადლობა გადაუხადეთ, ოჯახს რომ არჩენთ ამ ფულებით"! მე პირადად არ მინახავს ოჯახი, რომელსაც მადლობა უნდა გადავუხადო!!! თითო-ოროლას თუ გაგიმართლათ და კარგ ოჯახში მუშაობთ, თუ კუჭი გასკდომამდე გაქვთ, მიდით და უხადეთ მადლობა.

მე ვიცი ბევრი ქართველი, აქ ძაღლივით ჰყავთ (ზოგი ძაღლის პირობები უკეთესია). ვიცი მე ქართველები იპარავენ ლუკმაპურს და ჩუმად ჭამენ. გაყინულები სხედან, აგდებული ტონის მომართვით. 100 პროცენტიდან სამ პროცენტს თუ შეგხვდათ ნორმალური ოჯახი!

მადლობას მე ვერავის გადავუხდი, როცა ვიცი, ჩემი ხალხი რა დღეშია! მე მტკივა ყველას ტკივილი! მადლობა ჩემს გოგოებს რომ უძლებენ ამ ყველაფერს! მე არ მიკვირს აქ რომ გვანადგურებენ. ჩვენ, ჩვენმა ქვეყანამ გაგვანადგურა აქ ჩამოსვლით! უხეში კომენტარებისგან თავი შეიკავეთ, თუ არ გინდათ აგრესიული პასუხი!

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 ნეაპოლში უკრაინელი “ბადანტე” მოკლეს

📌 „ემიგრაციაში მომრავლდნენ ისეთი დედები, ვისაც შეუძლიათ მიწასთან გაასწოროს სხვისი შვილი, რადგან ის მისი არაა და სხვისია!“ - ფიქრია კუჭუხიძე

📌 ემიგრანტი იტალიაში - "მართლა ბანკომატად ვიქეცი, ფსიქიკა და ჯანმრთელობა გამინახევრდა"

📌 ავტობუსში მოწყობილი სპეციალური სამალავით ჩააღწია, მაგრამ ჩაკეტილი სივრცის შიში დასჩემდა“ - წერილი ემიგრანტ მეგობარს

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788333655

საზოგადოება

შპს ბლექ სი პეტროლიუმის განცხადება

23 აგვისტოდან შპს ბლექ სი პეტროლიუმის ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო - ამით კომპანიამ წარმატებით დაასრულა რუსული ნავთობის ჩანაცვლება. აღნიშნულს...

ბლექ სი პეტროლიუმი

1788332186

ახალი ამბები

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 93 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 93 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს....

მიგრაციის დეპარტამენტი

1788331387

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-...

ფსიქოტროპული ნივთიერება

1788328826

საზოგადოება

დიმიტრი სამხარაძე: სამწუხაროდ, ღარიბაშვილი მის მიერვე უკანონოდ მოხვეჭილი ფულით მის მიერვე დაფინანსებული საპირფარეშოს მაკულატურის - „ასავალ-დასავლის“ დონეზე დაეშვა. მისი პიროვნული, პოლიტიკური და ადამიანური ტრაგედიაა, რაც მის თავს ხდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, სოციალურ ქსელში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ მორიგ წერილს ეხმიანება და აცხადე...

დიმიტრი სამხარაძე

1788326602

საზოგადოება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჯარში გაწვევის წესი შეიცვალა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჯარში გაწვევის წესი შეიცვალა. მთავრობის დადგენილებით, თუ პირი სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ შეტყობინებას/უწყებას არ ჩაიბარებს, უწყება სააგენტოს ვებგვერდზე...

ქართული ჯარი