ქართველი ემიგრანტი კოვიდკლინიკიდან: "მინდა ისევ ისეთი ფერადი ვიყო, როგორიც კოვიდამდე ვიყავი"
ემიგრაციაში ალბათ ძალიან ცოტას შევხვედრივარ ისეთ სიცოცხლით სავსე და საოცრად ფერად ქალბატონს, როგორიც მარია (ციცინო) გასვიანია და წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა, როდესაც მომწერა, რომ კოვიდის დიაგნოზით მეათე დღეა კარპის საავადმყოფოში წევს და ის ფოტო გამომიგზავნა, რომელსაც თავადაც ხედავთ. მაშინვე დავურეკე... "ნინა, მინდა ისევ ისეთი ფერადი ვიყო, როგორიც ვიყავი" - მითხრა საუბრისას და მე ვუპასუხე, რომ ის იმდენად ძლიერი და პოზიტიური ადამიანია და ისეთი პროფესიონალების ხელშია, რომ აუცილებლად ისევ ისეთი და უფრო ფერადი და ხალისიანი იქნება, როგორიც კოვიდამდე იყო.
მარია იტალიაში წლების წინ ჩამოვიდა, თავდაპირველად ბარში იმყოფებოდა, საიდანაც 2008 წლის აგვისტოში ემილია-რომანიაში, კარპიში გადავიდა. ბევრი წლის შემდეგ, იტალიას თავის მეორე სამშობლოდ თვლის და უფალს მადლობას სწირავს, რომ სწორედ იტალიაში მოხვდა. მიუხედავად იმისა, რომ ათი დღეა მჯდომარე მდგომარეობაში სძინავს სასუნთქი ჩაფხუტის გამო და საუბარიც უჭირს, მაინც ეცადა მადლობა გადაეხადა ყველა იმ იტალიელისთვის და იმ ადამიანისთვის ვინც მანამდეც და ახლაც მის გვერდით არიან და ყოველ წუთს მზად არიან დახმარების გასაწევად.

მარია (ციცინო) გასვიანი: "ამ ცხოვრებაში ყველაფერს უნდა ელოდო! მოხდა ისე, რომ კორონავირუსი შემხვდა. მადლობა უფალს, რომ ქრისტინა ანდრეოლისნაირი ექიმი შემხვდა, ოჯახის ექიმის სახით. სანამ საავადმყოფოში მომიყვანდნენ, მან მომხედა. ვირუსი 22 დღის წინ დამიდგინდა. კლინიკაში ძალიან მძიმე მდგომარეობით შემომიყვანეს, უკვე მეათე დღეა აქ ვარ. ჩემ გვერდით იმყოფება ჩემი მეგობარი ქართველი, ერთ პალატაში ვწევართ.

არ ვიცი როგორ გამოვხატო მადლიერება იმის გამო, რაც ჩემს თავს ხდება. მოვხვდი საავადმყოფოში, მაგრამ მარტოობა არ მიგრძნია. ასეთი საოცარი მოვლა, ყურადღება, არ ვიცი... ყველა გვეფერება, ყველა გვამხნევებს. ყოველ დილით გვეკითხებიან როგორ ჩაიარა ღამემ, ხომ არაფერი გვჭირდება... საოცარი ექიმები და ექთნები არიან. არ შემიძლია უდიდესი მადლობა არ გადავუხადო თითოეულ სამედიცინო პერსონალს, რომლებიც ჩვენ გამო დღე და ღამე თავდაუზოგავად შრომობენ. ისე მინდა თითოეულის სახე ნიღბების და სამედიცინო აღჭურვილობის გარეშე დავინახო და ყველას სათითაოდ მადლობა გადავუხადო. მინდა ეს ახალი წელი ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს მათთვის, იტალიისთვის და მთელი მსოფლიოსთვის. მინდა თითოეულს დავულოცო ოჯახი, ვინც ჩემი და ჩვენი ჯანმრთელობისთვის ათენებს და აღამებს საავადმყოფოში.
ძალიან დიდი სამეგობრო წრე მყავს იტალიელების, საოცარი გვერდით დგომა იციან. ბევრი გაჭირვება გამოვიარე, რამდენიმე ოპერაცია მაქვს გადატანილი. ეს ადამიანები ყოველთვის ჩემს გვერდით იყვნენ, არასოდეს დავუტოვებივარ. მინდა თქვენი საშუალებით გამოვხატო მადლიერება მათ მიმართ. მადლობა ჩემო იტალიელებო, მადლობა, რომ საშუალება მომეცით, თქვენს ქვეყანაში თავი ისე მეგრძნო, როგორც ამ ქვეყნის შვილი.
და რა თქმა უნდა, მინდა მადლობა გადავუხადო და შობა-ახალი წელიწადი მივულოცო ყველას, იმ ქართველებს, რომლებიც ასე მიდგანან მხარში. ყოველ წუთს მწერენ და მირეკავენ ხომ არაფერი მჭირდება. მადლობა ჩემს ქართველებს, რომლებმაც ერთი წუთითაც არ დამტოვეს. მადლობა ჩემს მოძღვარს მამა გაბრიელ ღურწკაიას. ექიმები მეუბნებიან, რომ მდგომარეობა უკეთესობისკენ მიდის, ყველაფერი კარგად იქნება, გკოცნით და გეფერებით ყველას, იჯანმრთელეთ."
ნინა მამუკაძე
იტალია, ფლორენცია
1795719326
ახალი ამბებიბათუმში, თურქეთის „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ შევას“ მატჩის დროს, სტადიონზე გულშემატკივრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
ბათუმში, თურქეთის „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ შევას“ მატჩის დროს, სტადიონზე გულშემატკივრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. გულშემატკივრებმა სტადიონის ინვენტარი დააზიანეს. სამართალდამცვ...
1795718144
მსოფლიორუმინეთის პროკურატურამ ოპოზიციონერ დეპუტატ ჯორჯე სიმიონს საარჩევნო კომისიის წევრების მიმართ ძალადობისკენ მოწოდებისთვის ბრალი წაუყენა
რუმინეთის პროკურატურამ ოფიციალურად წაუყენა ბრალი ულტრამემარჯვენე დეპუტატს, ჯორჯე სიმიონს გასულ წელს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების წინ საარჩევნო კომისიის წევრების წინააღმდეგ ძალადობისკენ მოწოდების...
1795715492
ახალი ამბებიპირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში უზბეკეთის მოქალაქე სუროგატი ქალი მშობიარობიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა
თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სუროგატი ქალი მშობიარობიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. როგორც ირკვევა, ქალი უზბეკეთის მოქალაქე იყო, რომელმაც სუროგაციის გზით უცხოელი ოჯახისთვის ბავშვი გააჩი...
1795712173
საზოგადოებააიაზმა-ნინოწმინდის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებ...
1795711135
მსოფლიომაია სანდუ: ჩვენ ყველა ველით ეკონომიკურ ზრდას, ყველა ველით მთავრობისგან სასწაულებს ეკონომიკაში, მაგრამ აქაც სასწაულების მოლოდინი დიდად არ უნდა გვქონდეს
მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, სრულიად ბუნებრივია, რომ ენერგორესურსებზე მაღალი ფასები და ცხოვრების გაძვირება მოქალაქეებისთვის მთავარ პრობლემად რჩება, პასუხისმგებლობას კი ისინი ხელისუფლ...




























