რუმინეთის პროკურატურამ ოპოზიციონერ დეპუტატ ჯორჯე სიმიონს საარჩევნო კომისიის წევრების მიმართ ძალადობისკენ მოწოდებისთვის ბრალი წაუყენა

რუმინეთის პროკურატურამ ოფიციალურად წაუყენა ბრალი ულტრამემარჯვენე დეპუტატს, ჯორჯე სიმიონს გასულ წელს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების წინ საარჩევნო კომისიის წევრების წინააღმდეგ ძალადობისკენ მოწოდების ფაქტზე.

სიმიონი, რომელიც ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს, ოპოზიციური პარტია „რუმინელთა გაერთიანების ალიანსის“ (AUR) ლიდერია. აღნიშნული პარტია აკრიტიკებს ევროკავშირს, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევასა და თავდაცვის ხარჯების ზრდას. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, AUR ამჟამად რუმინეთის ყველაზე პოპულარული პოლიტიკური ძალაა.

საქმე ეხება მოვლენებს, რომლებიც 2024 წლის დეკემბერში რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას მოჰყვა. მაშინ ხელისუფლებამ არჩევნები კალინ ჯორჯესკუს სასარგებლოდ რუსეთის სავარაუდო ჩარევის მოტივით გააუქმა, რასაც მოსკოვი უარყოფდა. მოგვიანებით, საარჩევნო ორგანოებმა ჯორჯესკუს განმეორებით არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალეს, რამაც ბუქარესტის ცენტრში ძალადობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია.

პროკურატურის ინფორმაციით, იმ პერიოდში სიმიონმა სოციალურ ქსელში მხარდამჭერებს მიმართა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გადატრიალება მოაწყვეს და ისინი „საჯარო მოედანზე ცოცხლად უნდა გაეტყავებინათ“.

მოგვიანებით პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ მისი სიტყვები პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა ყოფილიყო აღქმული, დღევანდელ ბრალდებას კი პოლიტიკურად მოტივირებული „სასამართლო ფარსი“ უწოდა. მისი ადვოკატის განმარტებით, აღნიშნული ფრაზა პოლიტიკური, თუმცა „ჰიპერბოლური“ განცხადება იყო და, შესაბამისად, ევროპული კანონმდებლობით არის დაცული.

2025 წლის მაისში გამართულ განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნებში სიმიონი ცენტრისტ ნიკუშორ დანთან დამარცხდა. კალინ ჯორჯესკუს წინააღმდეგ კი, რომელსაც სიმიონი და მისი პარტია უჭერდნენ მხარს, ამჟამად სამი სასამართლო საქმე მიმდინარეობს.

რუმინეთში მომდევნო საპარლამენტო არჩევნები 2028 წელს გაიმართება. პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა AUR-ი ქვეყნის ეკონომიკური და ეროვნული უსაფრთხოებისთვის რისკად შეაფასა, თავად პარტიაში კი პრეზიდენტსა და ცენტრისტულ ძალებს ქვეყნის ავტოკრატიისკენ წაყვანაში ადანაშაულებენ. ნოემბრის გამოკითხვებით, AUR-ის რეიტინგი დაახლოებით 35%-ს შეადგენს, რაც ოდნავ ჩამორჩება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაფიქსირებულ 40%-იან მაჩვენებელს, თუმცა პარტია კვლავ უსწრებს ყველა სხვა პოლიტიკურ გაერთიანებას.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795704609

ახალი ამბები

თორნიკე მოლაშვილი ევროპარლამენტის მორიგი რეზოლუციის შესახებ: საკუთარ თავთან უხერხულობას ვგრძნობ, რადგან ამ „კანტორას“ არც ევროპასთან აქვს რაიმე საერთო და არც პარლამენტთან

„ეს უკვე მეცხრე რეზოლუციაა, სადაც ევროპარლამენტარები ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას და სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას ითხოვენ. როდესაც ვამბობ სიტყვას „ევროპარლამენტი“ - საკუთარ თავთან უხერხულობა...

თორნიკე მოლაშვ

1795704423

საზოგადოება

საგარეო უწყება: გიორგი ზურაბაშვილმა ევროკავშირის მხარეს კიდევ ერთხელ სთხოვა, წარმოადგინოს კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვინ იგულისხმება „თვითნებურად დაკავებულთა შორის“

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ზურაბაშვილმა ევროკავშირის მხარეს კიდევ ერთხელ სთხოვა, წარმოადგინოს კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვინ იგულისხმება „თვითნებურად დაკავებულთა შორის...

საგარეო

1795702665

ახალი ამბები

გიორგი ზურაბაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის შეხვდა

მიმდინარე წლის 26 ნოემბერს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ზურაბაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელთან, ელჩ პაველ ჰერჩინსკისთან. ინფორმაციას ს...

გიორგი ზურაბაშვილი

1795702413

მსოფლიო

ფაშინიანმა განაცხადა, რომ რუსი მესაზღვრეები სომხეთს სრულად დატოვებენ

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ რუსი მესაზღვრეები, რომლებიც სომხეთში 1992 წლიდან იმყოფებიან, ქვეყანას სრულად დატოვებენ. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. „მადლობას ვუხდით...

ნიკოლ ფაშინიანი

1795701520

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. შალვა პაპუაშვილმა საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს პრო...

შალვა პაპუაშვილი