ქართველი ემიგრანტის თვითმკვლელობის ფაქტს, იტალიური პრესა ეხმაურება
ტრაგედია კათოლიკური შობის დამდეგს მოხდა. 39 წლის დათო ტურაშვილმა, რომელიც წლების განმავლობაში მეუღლესთან ერთად იტალიის სამხრეთში ცხოვრობდა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
მამაკაცმა, ლეჩეს პროვინცია, ნარდოს დასახლებაში თავი იმ ოჯახის საცხოვრებელი სახლის ეზოში მოიკლა, სადაც მომვლელად მუშაობდა.
საქმეს იტალიური პოლიცია იძიებს, იმის დასადგენად, თუ რამ მიიყვანა ახალგაზრდა მამაკაცი თვითმკვლელობამდე. ფაქტს, იტალიური პრესაც ეხმაურება. წყარო.
ვერც ახლობლები და ვერც მეგობრები დათო ტურაშვილის ამ ნაბიჯს ვერ ხსნიან. როგორც ჩვენთან საუბრისას გარდაცვლილის მეგობარმა იმედა სანიკიძემ აღნიშნა, ის იყო საოცარი ადამიანი, რომელიც ყველას უყვარდა: "დათო იმდენად თბილი, კეთილი და მოსიყვარულე ადამიანი იყო, მეორე დღეა სიტყვებს თავს ვერ ვუყრი, არც კი ვიცი რა ვთქვა. უახლოესი მეგობრები ვიყავით. იტალიაში პატიოსანი შრომით გაჰქონდა თავი. არ ვიცი რა დაემართა და ეს ნაბიჯი რატომ გადადგა, გუშინ გავიგე რომ თავი მოუკლავს. ერთი პატიოსანი და წყნარი ბიჭი იყო. მის მომდურავს ვერავის ნახავთ აქ იმდენად კეთილი იყო და ყველას უყვარდა ლეჩეში. ვუსამძიმრებ მის ოჯახს. ახლა უნდა გავერთიანდეთ, ოჯახს ჩვენი დახმარება სჭირდება მისი საქართველოში გადასვენებისთვის," - ამბობს გარდაცვლილის მეგობარი.
1793544071
მსოფლიოიური უშაკოვი აცხადებს, რომ თუ ზელენსკის პუტინთან მოლაპარაკებები სურს, მოსკოვში ჩასვლა შეუძლია და თუ დარეკვა უნდა, პუტინი აუცილებლად უპასუხებს
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის იური უშაკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს არასდროს უთქვამს უარი მოლაპარაკებებზე და იმ შემთხვევაში თუკი უკრაინის პრეზიდენტი მას დაურეკავს, პუტინი აუცილ...
1793541081
სპორტიმოფარიკავე სანდრო ბაზაძემ ჩინეთში გამართულ „მასტერსზე“ ოქროს მედალი მოიპოვა
მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ ჩინეთში გამართულ „მასტერსზე“ ოქროს მედალი მოიპოვა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს. მან ფინალში მასპინძელი შიაო ლინი ანგარიშით 15 - 3 დაამარცხ...
1793538014
ახალი ამბებილევან მახაშვილი პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე: ფაქტია, რომ ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს იმასთან დაკავშირებით, კანონის უზენაესობის ფარგლებში მიმდინარეობს ეს პროცესები თუ არა
„როდესაც ამ ტიპის მიდგომებს თესავენ სხვა სახელმწიფოებში, ადრე თუ გვიან საკუთარ ქვეყანაში მოიმკიან ხოლმე“, - განაცხადა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა პოლონეთის საკონსტიტუციო სას...
1793533138
მსოფლიოლონდონში აშშ-ის საელჩოსთან გამართული საპროტესტო აქციის დროს 130-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
ლონდონის პოლიციის განცხადებით, დიდ ბრიტანეთში აკრძალული ორგანიზაციის, „პალესტინის მოქმედების“ მხარდასაჭერად საპროტესტო აქციაზე 139 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. მედიას...
1793528397
ახალი ამბებიცოტნე ანანიძე ბერა ივანიშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე: „ტვ პირველის“ დაუდასტურებელი ინფორმაციით, აეროპორტში მამამ შვილი გააცილა - შემდეგი სკანდალი ალბათ ის იქნება, რომ ოჯახის წევრებმა ერთმანეთს დაბადების დღე მიულოცეს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, „ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, ბერა ივანიშვილი საქართველოდან გაფრინდა, ხოლო, აეროპორტ...































