"ექსკლუზივმა არაერთ ემიგრანტს მისცა შესაძლებლობა, საკუთარ პროფესიას დაჰბრუნებოდა" - რას წერს ხათუნა შარაძე

ამის შესახებ "ექსკლუზივ ტვ"-ს გენერალური დირექტორი, ემიგრანტი ჟურნალისტი ხათუნა შარაძე სოციალურ ქსელში წერს. 
 
„მე როგორც გურული, წლის შეჯამებას ადრე დავიწყებ. ეს, ისე განწყობისთვის.

2022 წელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და სიახლეებით სავსე წლის სტატუსით შევა ჩემი ცხოვრების ისტორიაში. უპირველესად, როგორც შეგნებული და გააზრებული, ქმედითი ნაბიჯებით დაგეგმილი და განხორციელებული პროექტების, პირადი თუ საერთო წარმატებებისა და წარუმატებლობების წელი. წლის მანძილზე არაერთ გამოწვევას ვუპასუხე, ზოგი დავძლიე, ზოგი მომავლისთვის გადავდე, ზოგიც უბრალოდ ამოვიღე დღის წესრიგიდან. რაც ემიგრანტი გავხდი, საკუთარ თავს პროგრამა მაქსიმუმი დავუწესე.

ჩემმა მკითხველმა უკვე იცის, რომ სრულიად რეალიზებული და შემდგარი ცხოვრება 37 წლის ასაკში, საკუთარი გადაწყვეტილების ნიადაგზე დავთმე და იმ რეალობაში ერთ-ერთი რთული გზა, - ემიგრაცია, ავირჩიე.

ცხადია იმაზე მეტად რთული აღმოჩნდა ვიდრე წარმოვიდგინე. ფიქრის და ლოდინის ფუფუნება არ მქონდა, არც ჩემი საემიგრაციო ასაკი გახლდათ შანსების მომლოდინეობისთვის სახარბიელო. არ ველოდებოდი მატარებელი ჩამოივლიდა, ფერარი თუ ცხენი, ყველა შესაძლებლობას, რასაც იმ დროისთვის სამყარო მთავაზობდა დაფიქრების გარეშე ვიღებდი და თითოეულ ახალ ამბავში ვხედავდი დიდი გეგმის პატარა დასაწყისს. საკუთარი ნებით უარი ვთქვი ევროპულ ანაზღაურებაზე და გონების კარნახით ავირჩიე ქართულის შესატყვისი მონეტარული სარგებელი, უფრო მნიშვნელოვანის და სასარგებლოს მოსაპოვებლად. წელიწადზე მეტია სტრატეგიულ საკითხებში ცოდნის ინვესტირებით და გამოცდილების მიღებით ვარ დაკავებული. ვსწავლობ საკითხებს, ვაკეთებ ანალიზს, ვაკვირდები პროცესებს, ვახდენ თემატურ საკითხთა ანალიტიკას, ვსახავ გეგმებს და ვფიქრობ სტაბილურ მომავალზე, რომელიც მხოლოდ თავდაუზოგავი შრომით მიიღწევა. ჩემი რესურსი სრულიად საქმეს მოვახმარე.

უარი ვთქვი სახლიდან გასვლაზე და სრული წელიწადი, საკუთარ სახლში მოწყობილ ე.წ. „რედაქციაში“ გავატარე. ჩემი ადამიანური რესურსი მოვაკელი ოჯახს, შვილს, მეგობრებს, ოჯახის წევრებს, მშობლებს და ფაქტობრივად 24/7 ექსკლუზივის, როგორც საემიგრაციო მედიის განვითარებასა და საზოგადოებისთვის სასარგებლო და საჭირო პლატფორმად გარდაქმნას მოვანდომე.

ყველა შესაძლებლობა გამოვიყენე იმისთვის, რომ ბეჭდურ მედიას დამატებოდა სატელევიზიო ფორმატი, რომლის ინიციატორი ნინა მამუკაძე Nina Mamukadze-Sordini იყო (ჩემი მკითხველი კარგად იცნობს ნინას, როგორც ნიჭიერ და უზომოდ შრომისმოყვარე ადამიანს). სატელევიზიო ფორმატის საინფორმაციო გადაცემა იყო ტიტანური შრომა, რომელიც სრულიად მხრებზე აწვა ნინას, რომელმაც უარი არ თქვა შეექმნა ახალი კონტენტი, რომელიც ამკვიდრებდა ახალ პრაქტიკას. ასე მხარდამხარ მოვდივართ დღემდე სრულიად გააზრებული და შეთანხმებული გადაწყვეტილებებით. ყოფილა აპათიური დღეები, მეტის ვერ შეძლების მომენტები, დაღლის, ღამეების თევის და ა.შ. მაგრამ არც ერთხელ მიგვიტოვებია საქმე, რომელიც გვიყვარს და რომელშიც, იდეასთან ერთად უდიდესი შრომა ჩავდეთ! არცერთ ჩვენგანს ანგარებით არ გვიმოქმედია!!!

კანონზომიერების თანახმად ამას მოჰყვა პერსონალური თუ საერთო წარმატებები, გაიზარდა ჩვენი ცნობადობა და ჩვენდამი ინტერესი, მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ეს დავიმსახურეთ (იმედი მაქვს, რომ პატივმოყვარეობად არ ჩამითვლით) რომ ეს გახლდათ ლოგიკური ბმა საქმესა და შედეგს შორის. ექსკლუზივმა არაერთ ემიგრანტს მისცა შესაძლებლობა, საკუთარ პროფესიას დაჰბრუნებოდა. მე და ნინა გამოწვევების პარალელურად ვცვლიდით გეგმებს და სტრატეგიებს და როგორც ინიციატორები ხშირად იმაზე მეტს ვაკისრებდით საკუთარ თავებს, ვიდრე შეგვეძლო ან უნდა გვეკეთებინა. ეს მიდგომა ჩვენი საქმისადმი დიდი სიყვარულისა და პროფესიული მოვალეობის, ემიგრანტების წინაშე აღებული პასუხისმგებლობების პირნათლად შესრულების ვალდებულება იყო!!!

2022 წელი მედიამაუწყებლისთვის იყო ფართო აუდიტორიასთან უწყვეტი კომუნიკაციის წელი, მათ შორის იტალიელ აუდიტორიასთან მჭიდრო კავშირების დამყარების წელი.

ექსკლუზივის იტალიის ბიურომ, გუნდთან ერთად დაამკვიდრა ახალი სტანდარტი - საემიგრაციო ჟურნალისტიკა, რომელიც მკვეთრად განსხვავდება სტანდარტული ჟურნალისტიკისაგან. ჟურნალისტიკა არის რთული და სტრესული პროფესია და ამ პროფესიაში ვერასდროს იგრძნობ თავს კომფორტულად თუ არ გიყვარს ის საქმე რასაც აკეთებ. 30 წლიანი ემიგრაციის ფონზე იტალიაში ციფრული დიასპორის პირველი პრეტენდენტი „ექსკლუზივმა“ შექმნა და ამ საქმის უკან რეალური ადამიანები დგანან, ადამიანები ვისაც აქვს გონიერება, გამოცდილება, პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობის გრძნობა ემიგრანტების წინაშე. აღმოვაჩინეთ არაერთი ნიჭიერი ადამიანი, რომელთა შესახებ ფართო აუდიტორიას ვუყვებოდით. უწყვეტმა მუშაობამ და სასარგებლო ინფორმაციების ემიგრანტებისთვის მიწოდებამ, შეცვალა აქამდე არსებული ვაკუუმის და ტაბუირებული თემების ირგვლივ არსებული „მითები“ და ჩემი საყვარელი ფრაზა „ინფორმირებული ემიგრანტი ნიშნავს ინტეგრირებულ ემიგრანტს“ დამაწერინა.

საქმე რომელსაც ვაკეთებ არის ვალდებულება და არა სარგებელი. ვალდებულება საკუთარი თავისა და ემიგრანტების წინაშე. „ექსკლუზივი“ არის ჩემი საემიგრაციო ტრამპლინი და დამიბრუნა ის, რაც მასში ჩავდე, - ნდობა და სიყვარული. და ბოლოს, ჩემი თხოვნაა ნუ მიძღვნით პარალელურ პოსტებს, რადგან არასდროს არ მივიღებ მცირე მორალისტურ გამოხტომებზე მინაწერებს. კარგად წაიკითხეთ! იმისთვის რომ ცხოვრებაში მივაღწიო წარმატებას უარი ვთქვი ჟანგბადზე, საათებს ვატარებ კომპიუტერთან და კომუნიკაციებში ამიტომ უჩვეულოდ არ მიმაჩნია ის წარმატება, რომელიც ასე გაწუხებთ და გაღიზიანებთ. ცხოვრების და გამოცდილების შეძენა ემიგრაციაში არ დამიწყია, აქ უბრალოდ მთელი ცოდნა და რესურსი“, - წერს ხათუნა შარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 „ჯალათეა წუნკალიანი მსოფლიო ჩემპიონს 1000-ლარიან საბიუჯეტო ხელფასს აყვედრის” - თენგიზ გოგოტიშვილი თეა წულუკიანზე

🔵 მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ელენე ქებაძე წულუკიანის უწყებას უყურადღებობაში ადანაშაულებს

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1745080756

ახალი ამბები

ლევან მგალობლიშვილმა ხონში ავტოავარიის შედეგად დაშავებული დევნილი ახალგაზრდები მოინახულა

 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ლაშა ქარდავასთან ერთად, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში, ხონშ...

ლევან მგალობლიშვილმა ხონში ავტოავარიის შედეგად დაშავებული დევნილი ახალგაზრდები მოინახულა

1745079826

ახალი ამბები

19 აპრილს ავარიულად გამოირთო ელექტროგადამცემი ხაზი „კავკასიონი“ - წინასწარი მონაცემებით, ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების მიზეზი ხანძრის კერა გახდა

 მიმდინარე წლის 19 აპრილს 11:08 საათზე ავარიულად გამოირთო 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზი „კავკასიონი“. წინასწარი მონაცემებით, ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების მიზეზი გახდა ხანძრის კერა, - აღნიშნულის შ...

შუქი

1745075466

ახალი ამბები

ინდოეთში ოთხსართულიანი შენობა ჩამოინგრა - დაიღუპა 11 ადამიანი

 ინდოეთში ოთხსართულიანი შენობა ჩამოინგრა, რომლის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ქალი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ინციდენტი ნიუ დელის ცენტრალურ რაიონში მოხდა. ბოლო მონაცემებ...

ინდოეთი

1745072604

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინმა სააღდგომო ზავი გამოაცხადა

 რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სააღდგომო ზავი გამოაცხადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კრემლი ტელეგრამ არხზეავრცელებს. „კრემლში შეხვედრისას მთავარსარდალმა მოისმინა რუსეთის შეიარაღ...

ვლადიმირ პუტინი

1745071476

ახალი ამბები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან თბილისში 23:40 საათზე ჩამოაბრძანებენ

 წმინდა ცეცხლის ჩამოსატანად „ჯორჯიან ეარვეისის” ბორტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 23:40 საათზე დაეშვება. აეროპორტში ცეცხლს სხვადასხვა ტაძრის სასულიერო პირები და მრევლი დახვდებიან და ყოვლადწმინდა...

წმინდა ცეცხლი