საჭირო და აუცილებელი რჩევები მათთვის, ვინც იტალიაში ცხოვრობს ან ცხოვრებას გეგმავს
📍 მოგეხსენებათ, სამშობლოდან უცხო ქვეყანაში წასვლა, დაკავშირებულია დიდ სულიერ ტკივილთან, სტრესებთან.
ყველა ადამიანს უწევს ამ ეტაპის გავლა ინდივიდუალურად
📍 მინდა რამდენიმე აუცილებელი რჩევა მოგცეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სხვა ქვეყანაში ცხოვრების დროს და თავიდან აგარიდებთ ზედმეტ ნერვიულობას. არ აქვს მნიშვნელობა სად იმყოფებით, იტალიაში თუ სხვაგან.
(საკუთარი გამოცდილებით)
📍 პირველ რიგში, ეცადეთ ტელეფონზე ყოველთვის გქონდეთ ანგარიში, შესაბამისად ინტერნეტი და ტელეფონი იქონიოთ მუდმივად დატენილი, დამტენი ჩანთაში. განსაკუთრებით, როცა ქუჩაში იმყოფებით.
📍 დაიმახსოვრეთ ზეპირად საკუთარი ტელეფონის ნომერი და ოპერატორი(იტალიაში), ასევე რიცხვი, როცა უნდა განახლდეს ბალანსის შევსება, ამით თავიდან აიცილებთ დისკონფორტს ტელეფონთან დაკავშირებით.
📍 ყველა საკონტაქტო ტელეფონის ნომრები და მისამართები იტალიაში, ასევე საკუთარი ოჯახის წევრების ნომრები, გქონდეთ ჩაწერილი ფურცელზე და ატარეთ ჩანთით.
📍 ყოველთვის იკითხეთ და მონიშნეთ ლოკაცია, თუ სად ცხოვრობთ, რომელ მისამართზე.
(მეგობარს კოვიდი ჰქონდა მძიმედ და სასწრაფოს გამოსაძახებლად ძლივს გავარკვიეთ მისამართი, რომელზეც ცხოვრობდა)
📍 თუ უკვე მუშაობთ, აუცილებლად იპოვეთ ლოკაცია, გაუგზავნეთ იტალიაში მყოფ თქვენ ახლობლებს და საქართველოში ოჯახის წერვებს, ასევე ოფიციალური მისამართი, სადაც ცხოვრობთ.
ეს უნმიშვნელივანესია.
მისამართი შეგიძლიათ ფოსტით მიღებულ ნებისმიერ კონვერტზე იპოვოთ და ფოტო გადაუღეთ ან თხოვეთ დამსაქმებელს და მისი ხელით დაგიწეროთ მისამართი.
(ასე შეცდომასაც გამორიცხავთ) მისამართი გაუგზავნეთ თქვენ ახლობლებს იტალიაშიც და საქართველოშიც.
📍 თუ უკვე მუშაობთ, ოჯახში სადაც იმყოფებით, აუცილებლად იქნება სახლის ტელეფონი, შეიტანეთ ტელეფონის მეხსიერებაში სახლის ტელეფონის ნომერი და გაუგზავნეთ ახლობლებს ასევე საქართველოშიც.
ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ხდება ხოლმე, როცა მობილური კავშირი ან უამინდობის გამო ან სხვა მიზეზის გამო არ არს ხელმისაწვდომი და ასეთ დროს სახლის ტელეფონი ნამდვილი ხსნა არის.მეგიბრებს და ნათესავებსაც გამოართვის სახლის ტელეფონის ნომრები.
📍 იკითხეთ, ზუსტად რა ქვია იმ ადგილს სადაც იმყოფებით.
📍 თუ მოხდა ისე, რომ გზა აგებნათ, არ ინერვიულოთ, დაუკავშირდით თქვენ ახლობელს და გაუგზავნეთ ლოკაცია.
📍 ნებისმიერ კითხვაზე პასუხის მისაღებად, რჩევის საკითხად, გაწევრიანდით ემიგრაციულ ჯგუფებში.
თქვენ არასდროს იქნებით მარტო.
📍 📢📢 რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, შეინახეთ ევროპაში შემოსვლის ბილეთები და ასევე სიმ.ბარათის აღების ხელშეკრულება.
ნომრის შეძენის დროს პასპორტი მოიკითხეთ. ხშირია შემთხვევები, როცა ამ დროს პასპორტი რჩებათ ოფისებში.
ეს ყველაფერი აუცილებლად დაგჭირდებათ მომავალში თქვენი ევროპაში ყოფნის ლეგალიზაციისთვის.
📍 იტალიაში 90 დღის ცხოვრების შემდეგ ყველა თქვენგანს, შეუძლია გააკეთოს სანიტარიული ფურცელი STP
რომელიც უცხოელებისთბის არის განსაზღვრული და უკლებლივ ყველამ უნდა იქონიოს. კეთდება აზლში(asli)
📍 სანიტარიული ფურცლის აღების შემდეგ თქვენ გაქვთ უფლება აირჩიოთ ექიმი და საჭიროების შემთხვევაში გამოგიწერენ ანალიზების და გამოკვლევების მიმართვებს,აუცილებელ წამლებს, რომლის ნაწილიც უფასოდ გეძლევათ აფთიაქებში.
ეს მნიშვნელოვანია.
📍 ძალა მართლა ერთობაშია.
📍ამ რჩევებს საკუთარი მწარე გამოცდილებების გამო გიზიარებთ.
გაითვალისწინებთ თუ არა, ეს თქვენი გადასაწყვეტია.
უფალი იყოს ყველას მფარველი
ირმა რევიშვილი, ემიგრანტი იტალიაში
1794199809
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
9 ნოემბერს ქუთაისში წვიმა იქნება, დღისით +9 და ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ბათუმშიც ნალექია მოსალოდნელი,...
1794199519
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: იმედი გვაქვს, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მიიღებს ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას და აგენტურა გავა ქართული პოლიტიკური ლანდშაფტიდან
5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის პროცესს საკონსტიტუციო სასამართლო ხვალიდან განაახლებს. სხდომები კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის...
1794169243
საზოგადოებაზაზა შათირიშვილი: კარგა ხანია, რაც რადიკალების რიტორიკაში ევროპა იქცა ისეთ რიტორიკულ ფიგურად, რომელსაც რეალურ პოლიტიკასთან არანაირი შეხება არ აქვს, ევროპა მათ მეტყველებაში ნიშნავს დაახლოებით აღთქმული მიწა ან ზეციური იერუსალიმი
კარგა ხანია, რაც რადიკალების რიტორიკაში ევროპა იქცა ისეთ რიტორიკულ ფიგურად, რომელსაც რეალურ პოლიტიკასთან არანაირი შეხება არ აქვს. ეს არის არა იმდენად პოლიტიკური, რამდენადაც რელიგიური ტერმინი, ევროპა მ...
1794166688
მსოფლიოპოლონეთის პროკურატურამ კრაკოვში მომხდარ სროლასთან დაკავშირებით გამოძიება ტერორიზმის მუხლით დაიწყო
პოლონეთის პროკურატურამ, 7 ნოემბერს კრაკოვის ისტორიულ ცენტრში მომხდარი თავდასხმის ფაქტზე გამოძიება „ტერორისტული ხასიათის დანაშაულის“ მუხლით დაიწყო. თავდამსხმელი 2002 წელს დაბადებული კაცია, რომელიც, გამ...
1794164908
საზოგადოებაუკრაინელი ჟურნალისტი: ადამიანები შეძრწუნებულები არიან როდესაც ხედავენ, რომ ქაოსს ეწირება კანონი, კორუფცია კი ცხოვრების ჩვეულ წესად იქცა, საწამებელი კამერის აღმოჩენამ ნათელი მოჰფინა იმ სამწუხარო და უარყოფით რეალობას, რომელიც უკრაინაშია
„ადამიანები შეძრწუნებულები არიან, როდესაც ხედავენ, რომ ქაოსს ეწირება კანონი, კორუფცია კი ცხოვრების ჩვეულ წესად იქცა. ცენზურა სიტყვის თავისუფლებას ახშობს. საწამებელი კამერის აღმოჩენამ ნათელი მოჰფინა იმ...





























