"სანამ ემიგრაციაში აღმოვჩნდებოდი, მეც თქვენსავით ვფიქრობდი - რა გააჭირეს ამ ემიგრანტებმა კაცო საქმე, ჩემთვის ხომ არ წასულან, თავიანთი ოჯახებისთვის წავიდნენ მეთქი!" - ემიგრანტის წერილი

იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ლალი იმედაშვილი, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის წახვედით, ერთი რას გადაგვაყოლეთო! - სულ  ეს გვესმოდა.

თავიდან ჩვენც მასე ვფიქრობდით,

წავალთ, ვიშრომებთ, შვილებს მაინც გადავარჩენთო.

ასეც ვშვებოდით!

მარა,

ბოლოს არ გამოვიდა მთლად მასე!

აღმოჩნდა რომ თურმე, მარტო ჩვენი შვილების გადასარჩენად არ წავსულვართ!

პირველმა შოკმა რომ გადაიარა, აზრზე მოვედით და რეალობის შეგრძნება დაგვიბრუნდა, აღმოვაჩინეთ რომ ბევრს ვჭირდებოდით!

ნიჭიერ, მაგრამ ხელმოკლე სტუდენტებს!

ნიჭიერ, მაგრამ ღარიბ  აბიტურიენტებს!

მარტოხელა პენსიონერ მეზობელს!

გაჭირვებაში ჩავარდნილ ნათესავს!

შიმშილის პირას მყოფ უცნობ მოხუცებს!

მღვდელს, რომელიც მთელი აღმოსავლეთ საქართველოს მიუსაფარ ძაღლებს პატრონობს!

პატარებს, უმწეოდ  გამხდარ სხეულებში ჩაბუდებულ

სიმსივნეს რომ ებრძვიან!

სმენა დაქვეითებულს, სმენის აპარატის გარეშე რომ ვერ ახერხებს არსებობას!

სხვებსაც, უამრავს!

მათი გადარჩენაც მოგვთხოვა სინდისმა. მშიერი მოხუცების, ავადმყოფი ბავშვების ფოტოებს თვალს ვერ ვუსწორებდით.

გვრცხვენოდა ყველას მაგივრად!

საქართველოს მთავრობის მაგივრად, საქართველოში დარჩენილი ახლობლების მაგივრად, ეკლესიის მაგივრად, არასამთავრობო სექტორის და პოლიტიკური პარტიების მაგივრად, საკუთარი თავების მაგივრადაც გვრცხვენოდა, მცირეს რომ ვგზავნიდით!

უფრო მეტის გაგზავნა რომ გვინდოდა და არ შეგვეძლო!

მარა თვალებს სიხარულის ცრემლიც გვისველებდა, როცა ნიუსს წავიკითხავდით, უბრალო ხალხის,  ემიგრანტების შეგროვილი თანხით,

ბავშვი სიკვდილს გადაურჩაო,  გამოჯანმრთელდაო!

მაქ დარჩენილებო! კი არ გამტყუნებთ!

სანამ ემიგრაციაში აღმოვჩნდებოდი, მეც თქვენსავით ვფიქრობდი - რა გააჭირეს ამ ემიგრანტებმა კაცო საქმე, ჩემთვის ხომ არ წასულან, თავიანთი ოჯახებისთვის წავიდნენ მეთქი!

გვიან მივხვდი, თურმე სად, რატომ და რამხელა მსხვერპლზე წასულხართ!

მარტო იმიტომ კი არა, მეც რომ  მომიწია თქვენს ტყავში გახვევა, აქედან უფრო კარგად ჩანს, რამდენს აკეთებდით თურმე

სხვების გადასარჩენად!

პირობა დავუდე თავს, აქ არაფერს აღარ დავწერ მეთქი, მარა იმდენჯერ დაგვაყვედრეს სამშობლო, ძალაუნებურად შემომეწერა", - წერს ემიგრანტი.

ასევე დაგაინტერესებთ:

* “ევროკავშირმა 17 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული აქტივები გაყინა” - უცხოური მედია

* "სავარაუდო დანაშაულის 5 შემთხვევას ვსწავლობთ" - ომბუდსმენი ბავშვების მიმართ სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებსა და მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1751573827

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიცია არის რადიკალურად დასუსტებული და სწორედ ეს არის განხეთქილების მიზეზი პოლიტიკურ პარტიებს შორის

რადიკალური ოპოზიცია არის რადიკალურად დასუსტებული და სწორედ ეს არის განხეთქილების მიზეზი პოლიტიკურ პარტიებს შორის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE-ში“. პრემიერის...

ირაკლი კობახიძე

1751573797

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ჩვენი ქვეყნის განვითარება გაგრძელდება დემოკრატიის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის პრინციპების მიხედვით და არა აგენტურის მიერ, როგორც ეს იყო ჩაფიქრებული კონკრეტული უცხოელი ჩინოვნიკების მხრიდან

გახარიას გაქცევას, რეალურად, აქვს ერთადერთი მიზეზი - ეს არის შიში; მას გაუჩნდა დაპატიმრების შიში და ამ შიშის გამო გაიქცა ქვეყნიდან, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა...

ირაკლი კობახიძე

1751572516

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ჩვენი რეიტინგი არის გაზრდილი საპარლამენტო არჩევნების რეიტინგთან შედარებითაც კი, აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტში მოვიგებთ არჩევნებს, შესაბამისად, ოპოზიციის გადასაწყვეტია, რას გააკეთებენ

„აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენ ასეც და ისეც მოვიგებთ არჩევნებს, შესაბამისად, ოპოზიციის გადასაწყვეტია, რას გააკეთებენ, ჩვენთვის ეს საერთოდ არ არის საინტერესო“, - ამის შესახებ საქართველოს პრემი...

ირაკლი კობახიძ

1751572471

საზოგადოება

პრემიერი: ქალბატონი დანიგანი წარმოადგენს აშშ-ის წინა ადმინისტრაციას, მან გამოსვლაში სცადა, სხვა კონტექსტით ესაუბრა ბატონი ჯეიდი ვენსის სიტყვებით, რაც მარტივი მანიპულაციაა

პრაქტიკულად, უკვე ყოფილი ელჩი, ქალბატონი დანიგანი, წარმოადგენს აშშ-ის წინა ადმინისტრაციას, თავისი არსით, წინა ადმინისტრაციის პირობებში, ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში და ეს გან...

პრემიერიპრემიერი

1751572386

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: თუ ევროპული ბიუროკრატიის უსამართლო მიდგომა შეიცვლება სამართლიანი მიდგომით, 2030 წლისთვის ჩვენს გაწევრიანებას ევროკავშირში წინ ვერაფერი დაუდგება

ყველა მიმართულებით, განათლების სისტემის დახვეწა იქნება ეს, ჯანდაცვის სისტემაზე ზრუნვა თუ ა.შ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენ თანდათანობით დავუახლოვდეთ იმ სტანდარტებს, რომლებიც ჩამოყალიბებულია...

ირაკლი კობახიძე