ირაკლი კობახიძე: თუ ევროპული ბიუროკრატიის უსამართლო მიდგომა შეიცვლება სამართლიანი მიდგომით, 2030 წლისთვის ჩვენს გაწევრიანებას ევროკავშირში წინ ვერაფერი დაუდგება

ყველა მიმართულებით, განათლების სისტემის დახვეწა იქნება ეს, ჯანდაცვის სისტემაზე ზრუნვა თუ ა.შ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენ თანდათანობით დავუახლოვდეთ იმ სტანდარტებს, რომლებიც ჩამოყალიბებულია ევროკავშირის სივრცეში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იმედი LIVE-ში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, იმისთვის, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი, საჭიროა გარკვეული პირობების დაკმაყოფილება და ეს პირობები, მათ შორის უკავშირდება დემოკრატიულ სისტემას.

„ჩვენ გვაქვს მტკიცე დემოკრატიული სისტემა, რომელიც არ ჩამოუვარდება ევროპულ სისტემებს. თუ გადახედავთ, როგორია განვითარების ტენდენციები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ძალიან დიდ ნაწილში, თვალნათლივ ჩანს, რომ დემოკრატიის, მედიაპლურალიზმის, მედიის თავისუფლების, სიტყვის თავისუფლების ხარისხი, შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის ხარისხი და ა.შ ყველა მიმართულებით გვაქვს უპირატესობაც კი, ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანასთან, შეიძლება უმრავლესობასთანაც კი. რაც შეეხება დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს და ა.შ. ჩვენ დღესაც ვართ მზად იმისთვის, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა და 2030 წლისთვისაც ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ამ კუთხით ყველა პარამეტრი იყოს დაკმაყოფილებული. რაც შეეხება ეკონომიკურ განვითარებას, ვართ პირველ ადგილზე ევროპაში და ფართო რეგიონში. საბოლოო ჯამში, როცა მიიღება გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე, მთავარი პარამეტრი მაინც იქნება ეკონომიკის განვითარების დონე. აქ პირველ ადგილზე ვართ ზრდის თვალსაზრისით. შესაბამისად, 2030 წლისთვის ეკონომიკური კუთხითაც ყველაზე მეტად ვიქნებით მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ეკონომიკურ ზრდას მოაქვს კეთილდღეობის შედარებით მაღალი ხარისხი და სოციალური საკითხებიც არის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ფაქტორი, როდესაც მიიღება გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე და აქაც ვიქნებით ყველაზე მეტად მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, ქართული მხარის განაცხადი ამ მიმართულებით დაფუძნებულია კონკრეტულ არგუმენტებზე და ტენდენციებზე, რომლებიც ჩამოყალიბებულია ქვეყანაში, ხოლო დანარჩენი დამოკიდებულია ევროპული ბიუროკრატიის მიდგომაზე.

„დღეს ვხედავთ, რომ ეს მიდგომა არის აბსოლუტურად უსამართლო. თუ ეს უსამართლო მიდგომა შეიცვლება სამართლიანი მიდგომით, ამ შემთხვევაში ჩვენს გაწევრიანებას ევროკავშირში 2030 წლისთვის ვერაფერი დაუდგება წინ. ვნახოთ, როგორი იქნება ევროპული ბიუროკრატიის, ჩინოვნიკების დამოკიდებულება. ჩვენი მხრიდან გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1751573827

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიცია არის რადიკალურად დასუსტებული და სწორედ ეს არის განხეთქილების მიზეზი პოლიტიკურ პარტიებს შორის

რადიკალური ოპოზიცია არის რადიკალურად დასუსტებული და სწორედ ეს არის განხეთქილების მიზეზი პოლიტიკურ პარტიებს შორის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE-ში“. პრემიერის...

ირაკლი კობახიძე

1751573797

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ჩვენი ქვეყნის განვითარება გაგრძელდება დემოკრატიის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის პრინციპების მიხედვით და არა აგენტურის მიერ, როგორც ეს იყო ჩაფიქრებული კონკრეტული უცხოელი ჩინოვნიკების მხრიდან

გახარიას გაქცევას, რეალურად, აქვს ერთადერთი მიზეზი - ეს არის შიში; მას გაუჩნდა დაპატიმრების შიში და ამ შიშის გამო გაიქცა ქვეყნიდან, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა...

ირაკლი კობახიძე

1751572516

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ჩვენი რეიტინგი არის გაზრდილი საპარლამენტო არჩევნების რეიტინგთან შედარებითაც კი, აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტში მოვიგებთ არჩევნებს, შესაბამისად, ოპოზიციის გადასაწყვეტია, რას გააკეთებენ

„აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენ ასეც და ისეც მოვიგებთ არჩევნებს, შესაბამისად, ოპოზიციის გადასაწყვეტია, რას გააკეთებენ, ჩვენთვის ეს საერთოდ არ არის საინტერესო“, - ამის შესახებ საქართველოს პრემი...

ირაკლი კობახიძ

1751572471

საზოგადოება

პრემიერი: ქალბატონი დანიგანი წარმოადგენს აშშ-ის წინა ადმინისტრაციას, მან გამოსვლაში სცადა, სხვა კონტექსტით ესაუბრა ბატონი ჯეიდი ვენსის სიტყვებით, რაც მარტივი მანიპულაციაა

პრაქტიკულად, უკვე ყოფილი ელჩი, ქალბატონი დანიგანი, წარმოადგენს აშშ-ის წინა ადმინისტრაციას, თავისი არსით, წინა ადმინისტრაციის პირობებში, ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში და ეს გან...

პრემიერიპრემიერი

1751572355

საზოგადოება

პრემიერი: კარგი ნაბიჯი იყო ის, რომ ერთ დღეს გადადგა აშშ-ის ელჩი და იმავე დღეს მივიღეთ თანხმობა აშშ-ში საქართველოს ელჩის დანიშვნის თაობაზე - ეს გვაფიქრებინებს, რომ შეიძლება ახალმა ადმინისტრაციამ მოიპოვოს უპირატესობა „დიფ სთეითის“ მიმართ

ძალიან კარგი ნაბიჯი იყო ის, რომ ერთ დღეს გადადგა ელჩი და იმავე დღეს ჩვენ მივიღეთ თანხმობა აშშ-ში საქართველოს ელჩის დანიშვნის თაობაზე. ეს გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს. ეს გვაფიქრებინებს, რომ შეიძლება...

ირაკლი კობახიძე