თაღლითური სქემები იტალიაში - ლია გვიჩიანი ქართველ დამსაქმებლებს ამხელს!

ბოლო რამდენიმე წელიწადია, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებისკენ საქართველოდან მოქალაქეების აქტიური გადინება ხდება. გამომდინარე იქიდან, რომ მდგომარეობა სავალალოა, პროცენტულობის გამოსათვლელად სტატისტიკას არ დავიხმარებ!

უამრავი პრობლემის ფონზე, როცა გასავალი შემოსავალზე სამჯერ დიდია, იწყება ქვეყნიდან წასვლაზე ფიქრი. პირველი, რაც აზრად მოდის, ევროპის რომელიმე ქვეყანაში სანდო ადამიანის (ნათესავის, მეგობრის) მოძიებაა, რომ გათვალისწინებულ იქნეს რისკები და უცხო ქვეყანაში ჩასვლისას, მშვიდად ყოფნასთან ერთად, დამატებითი პრობლემებიც თავიდან იქნეს არიდებული.

იმ შემთხვევაში, თუ ასეთ ადამიანს ვერ იპოვი, მოდის იდეა -  დაუკავშირდე დამსაქმებელს, რომელიც საქართველოდან წასვლამდე გპირდება, რომ ბინით უზრუნველგყოფს, ჩამოსვლიდან რამდენიმე დღეში დაგასაქმებს და საბუთის გაკეთებაშიც დაგეხმარება. საქართველოდან იმდენად საინტერესო და რეალური ჩანს ყველაფერი, რომ “სრული პაკეტით” სარგებლობის შემთხვევაში, დამსაქმებლის მიერ დაპირებულ სამსახურში აღებული ხელფასის ფონზე, მის მიერ დასახელებული მომსახურების საფასური არ გებევრება.

ExclusiveTV-სთვის ცნობილი გახდა, რომ იტალიაში ქართველი დამსაქმებლების გარკვეულ ნაწილს,  ემიგრანტების უმრავლესობა, დანაშაულებრივი სქემების შექმნასა და აქტიურად გამოყენებაში ადანაშაულებს.

როგორც, იტალიაში 7 წლიანი ცხოვრების შემდეგ, ერთ-ერთი ქართველი ემიგრანტი, ლია გვიჩიანი გვიყვება, “ქართველმა დამსაქმებლებმა იტალიაში დასაქმება “ბინძურ ბიზნესად” აქციეს”.

- ბოლო სამი წელიწადია საქართველოში ისე განვითარდა მოვლენები, რომ ძალიან ბევრი ქართველი მოდის იტალიაში. ძირითად შემთხვევაში, წამოსვლის მსურველებს იტალიიდან დამსაქმებლები უკავშირდებიან და როცა, რამდენიმე ადამიანისგან ჯგუფი შეიქმნება, დამსაქმებლებს ჩამოჰყავთ და თავიანთ ბინებში აცხოვრებენ. უმეტეს შემთხვევაში, თვეობით აყოვნებენ ბინაში, რომ ბინის ქირის გადასახადი დააგროვებინონ და ვალად დაადონ. იმ შემთხვევაში, თუ ახალ ჩამოსულს საქართველოში სასწრაფოდ გადასახდელი ვალები აქვს, დამსაქმებელი ფულის პროცენტში აღებასაც სთავაზობს. ფინანსური ვალდებულებებით მაქსიმალურად დატვირთავენ და შემდეგ პოულობენ მათთვის სამსახურს. გარდა ამისა, დასაქმებულისგან სამსახურის საფასურად პირველი ხელფასის 50%-ს იღებენ. მქონია შემთხვევა, ახალჩამოსული ემიგრანტი დამკავშირებია და უთქვამს, რომ სამსახურში, სადაც ხელფასი 1 200 ევროა, დამსაქმებელი პირველი თვის ხელფასიდან 900 ევროს ითხოვდა. დავუკავშირდი ამ დამსაქმებელს და საქმე იქამდე მივიდა, რომ დასაქმებული გადასახადისგან სრულად გათავისუფლდა.

- როგორც ჩანს, დამსაქმებლებისთვის მევახშეობა აქაც აპრობირებული მეთოდია! რამდენად ნორმალურია სამსახური, რომელსაც დამსაქმებელი სთავაზობს ემიგრანტს და დაახლოებით რა ტიპის შეთანხმებები ირღვევა დამსაქმებლის მხრიდან?

- სამსახურის ხარისხზე ლაპარაკიც ზედმეტია. ახალჩამოსულობის სტრესთან ერთად, მძიმე ფიზიკურ, თუ ფსიქოლოგიურ პირობებში უწევთ მუშაობა. ისინი შეჰყავთ გაუსაძლის სამსახურებში, საიდანაც არ გამოჰყავთ, სანამ ერთი თვე არ შესრულდება, რადგან დასაქმების ღირებულება მიიღონ დასაქმებულის ხელფასიდან. შემდეგ, ისევ თავიანთ ბინაში შეჰყავთ და ასე უსასრულოდ. იმ სამსახურში კი სხვა “მოტყუებული” შეჰყავთ. სამსახურების ასეთ ცირკულაციას ახდენენ. ერთსა და იმავე სამსახურებს რამდენჯერმე ჰყიდიან!

- იტალიის თითქმის ყველა ქალაქშია იტალიური დასაქმების სააგენტოები, ე.წ “აჯენციები”. ფიქრობთ, რომ ამ ტიპის ქართველ დამსაქმებლებზე მეტად სანდოები დასაქმების იტალიური სააგენტოები არიან?

- არის შემთხვევები, როცა მსგავსი ტიპის დამსაქმებლები ემიგრანტებისთვის თავად ვერ პოულობენ სამსახურებს, უკავშირდებიან სააგენტოებს, კარგად “გაწრთვნიან” იტალიელ აგენტებს, ასწავლიან, თუ როგორ შეიძლება ქართველებთან “ფულის გაკეთება”, თავადაც წილში არიან. ემიგრანტებს ატყუებენ, რომ სამსახური იტალიელისაა და დასაქმების ღირებულებას ამ გზითაც ანაზღაურებინებენ. ზოგიერთი ქართველი დამსაქმებელი, იტალიურ სააგენტოებთანაა შეკრული. ასეთი ფაქტი უამრავი მაქვს. იტალიელებთანაც არაერთხელ მომსვლია კონფლიქტი და დეპორტითაც დამმუქრებიან, მაგრამ თავად დანაშაულის ჩამდენი იტალიელი, რომელიც სააგენტოს გარეშე მუშაობს, საფრთხეს ვერ შემიქმნის.. რა თქმა უნდა, არიან პატიოსნად მომუშავე იტალიური დასაქმების სააგენტოები. მთავარია ემიგრანტი მიხვდეს, რომელი ატყუებს და რომელი რეალურად დაეხმარება.

- ემიგრანტების შევიწროების საკითხთან დაკავშირებითაც არაერთხელ გავრცელებულა ინფორმაცია სოციალურ ქსელში… ამ მიმართულებით თქვენთვის რა ტიპის ფაქტებია ცნობილი?

- ზოგიერთი დამსაქმებლის ფანტაზია მრავალფეროვანია. ათასგვარი ხერხით ცდილობენ ახალჩამოსული ემიგრანტის გაყვლეფას. მაშინ, როცა ემიგრანტი უცხო ქვეყანაში რამდენიმე დღის ან კვირის ჩამოსულია, ბუნებრივია, მას არ აქვს შესაძლებლობა ბინის დაგროვილი საფასური, რომელიც დღეში 7-დან 10 ევრომდე მერყეობს, სამსახურის დაწყებამდე გადაიხადოს. მისგან მოითხოვენ, რომ თანხა ან, საქართველოდან გამოაგზავნინონ, ან ვინმე ახლობელი ემიგრანტისგან ისესხონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ღამის გასათევის გარეშე დარჩენით ემუქრებიან. არაერთხელ გამიგია მსგავსი სიტუაცია და ამ პრობლემით ქუჩაში აღმოჩენილებიც მინახავს.

- პატიოსნად მომუშავე დამსაქმებლებიც ხომ არიან?

- როგორ არა. არიან ემიგრანტები, რომლებიც დასაქმებაში  უანგაროდ ეხმარებიან ახალჩამოსულებს და არასდროს სამსახურში ფული არ აუღიათ. ისეთებიც არიან, რომლებმაც დამსაქმებლობა ემიგრანტების უანგაროდ დახმარებით დაიწყეს და შემდეგ, თანხის აღების ფაქტები გამოვლინდა. მხილებისას, თავიანთი ქმედება, ემიგრანტების მხრიდან დაუფასებლობითა და უმადურობით ახსნეს. უმადურობას მეც ძალიან ბევრჯერ წავაწყდი, მაგრამ ჩემი ადამიანობის ფარგლებში, თანხის აღება მიუღებლად მიმაჩნია!

იტალიაში, ემიგრანტის ლეგალურად ყოფნის მცდელობა…

ალბათ ემიგრანტების 80%-სთვის ცნობილია, რომ ევროპაში დასაქმება ლეგალურად ბევრად მაღალანაზღაურებადია. თუკი, ახალ ჩამოსულ ემიგრანტს არ გაუმართლა და იტალიის ხელისუფლებამ რომელიმე კონკრეტულ საბუთთან დაკავშირებით კანონი არ გამოსცა, ემიგრანტს, იტალიაში ლეგალურად ყოფნის სურვილის შემთხვევაში, აქვს შესაძლებლობა “აზილო პოლიტიკოს” საბუთთან დაკავშირებით “ქვესტურაში” განაცხადი გააკეთოს. აღნიშნული დოკუმენტის მოთხოვნის დარეგისტრირების შემდეგ, პირველ ეტაპზე, ემიგრანტი ქვეყნიდან გაძევების შეკავების დოკუმენტს მიიღებს, რამდენიმე თვეში კი მას პირველ ანაბეჭდებზე გამოიძახებენ. განაცხადის გაკეთებისას საჭიროა პასპორტი და სტუმრობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის გაკეთებაც იმ ოჯახის მიერაა შესაძლებელი, სადაც ემიგრანტი დასაქმდება.

რაც მთავარია, ეს ყველაფერი სრულიად უფასოა, თუ ფოტოსურათის, “მარკის” და მგზავრობის საფასურს არ ჩავთვლით. დამსაქმებლები ამ საბუთის გაკეთებაშიც სოლიდურ თანხას იღებენ. საფასური 500-დან 1 100 ევრომდე მერყეობს.

- მეც ბოლო წელიწად-ნახევარია “აზილო პოლიტიკოს” სიღრმეებში გავერკვიე და როგორც შემიძლია ყველა ემიგრანტს ვეხმარები. ვცდილობ, ემიგრანტს, რომელსაც “აზილოს” გაკეთება უნდა, განაცხადის შესატანად საჭირო “სტუმრობის” საბუთის აღებაში დავეხმარო. რომლის გაკეთებაც შეიძლება ოჯახში, სადაც მუშაობს. ეს ყველაზე მთავარი დოკუმენტია საწყის ეტაპზე. პასპორტით და “სტუმრობის ფურცლით” მიდიხარ “ქვესტურაში”, აკეთებ განაცხადს და შემდეგ უკვე სხვადასხვა პროცედურებისთვის თავად გიბარებენ, არავის დახმარება არ გჭირდება. განაცხადის გაკეთებიდან 2-3 ვიზიტის შემდეგ, “აზილო პოლიტიკოს პერმესოს” იღებ. აქ, დამსაქმებლები თავად სთავაზობენ ახალჩამოსულ, ჯერ კიდევ სტრესში მყოფ ემიგრანტებს აღნიშნული საბუთის გაკეთებას, რაშიც ზოგი 600 ევროს იღებს, ზოგი 900-სს ზოგი კი 1 100 ევროს. ახალ ჩამოსულმა კი არა რამდენიმე წელი იტალიაში მცხოვრებმა ემიგრანტმაც კი არ იცის ეს დეტალები და დამსაქმებლები ამით სარგებლობენ!

ავტორი: მზეკო ჟვანია. იტალია/რომი

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 ვინ არის ამერიკული ჟურნალის გარეკანზე მოხვედრილი ქართველი ემიგრანტი?!

📌 “იტალიას დეპორტი აქვს, არ შეიყვანოთ ადამიანები შეცდომაში!” - ნონა მაჭარაშვილი

📌 “მეორე წელია იტალიაში ოჯახებში ვმუშაობ და ასეთი არაფერი მინახავს” - ემიგრანტი იტალიიდან

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793254362

საზოგადოება

პაატა სალია: სახელმწიფოს როლი და პასუხისმგებლობა არის ის, რომ სწორი, ადეკვატური და სწრაფი რეაგირება მოახდინოს ნებისმიერ დარღვევაზე

„ჩვენ, რა თქმა უნდა, მუდმივად ვატარებთ მონიტორინგს პენიტენციურ დაწესებულებებში და ეს არ შემოიფარგლება მხოლოდ ჩვენი მონიტორინგით. აქ არის სახალხო დამცველი, არიან საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც მრ...

პაატა სალია

1793220694

ახალი ამბები

გიორგი გაბუნია: მზად ვართ დიალოგისთვის, მზად ვართ პოლიტიკური დისკუსიისთვის ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ არ დავუშვებთ უპატივცემულობას

„უკრაინა და მოლდოვა ყველა კრიტერიუმით ჩამორჩება საქართველოს. თუნდაც იმ კრიტერიუმებით, რაც საჭიროა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსისთვის“, - ასე უპასუხა გადაცემაში „იმედი LIVE“ კულტურის საპარლამე...

გიორგი გაბუნია

1793219969

ახალი ამბები

საქართველოსა და თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა და თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა მუსტაფა ჩიფთჩიმ სატელეფონო საუბარი გამართეს. მხარეებმა ორგანიზებული და ტრანსნაციონალური დანა...

საქართველოსა და თურქეთი

1793218481

ახალი ამბები

გიორგი გაბუნია: 14 წელი არის ის უნიკალური და უპრეცედენტო პერიოდი, როდესაც ჩვენ ქვეყანაში ტყვია არ გავარდნილა და ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ პოლიტიკური გარემოს გაჯანსაღებისკენ

„ისინი პოლიტიკურ პარტიას არ წარმოადგენენ, არამედ ისინი არიან ძალა, რომელთაც აქვთ ერთი მიზანი - ანტიკონსტიტუციური, ძალადობრივი გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდება“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ კულტ...

გიორგი გაბუნია

1793217758

ახალი ამბები

პაატა სალია: 2012 წლის მერე პენიტენციური სისტემა რადიკალურად შეიცვალა; თვისებრივად განსხვავებული პენიტენციური სისტემა გვაქვს, რომელიც ორიენტირებულია როგორც სასჯელის აღსრულებასა და უსაფრთხოებაზე, ისე ადამიანის ღირსებაზე, ადამიანის უფლებებზე

„გახსოვთ თქვენ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიზეზი, რის გამოც მოხდა ხელისუფლების ცვლილება საქართველოში, იყო სწორედ ის სისტემური პრობლემები, და რაც იყო მაშინ, იმ დროს მოქმედ პენიტენციურ სისტემაში და 2...

პაატა სალია