“ვიცი რომ ყველაფერი გამოგივა, შენგან კარგი ექიმი დადგება!“ - ემიგრანტის წერილი 

მედია მაუწყებელი exclusivetv.ge-ს სარედაქციო პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი ემიგრანტების მხარდაჭერა გახლავთ. საინფორმაციო სააგენტო ნიჭიერ ემიგრანტებს სიამოვნებით უთმობს პლატფორმას და ემიგრანტთა წერილებს, ფართო აუდიტორიას ხშირად უზიარებს.

დღეს, ლალი იმედაიშვილის, ემიგრაციაში მყოფი ჟურნალისტის წერილს გთავაზობთ.

წერილი თაკოს - 18 წლის რომ გახდი, იმ წელს წამოვედი საქართველოდან, ისე მოულოდნელად მოხდა ყველაფერი, ისიც ვერ ვნახე, როგორ წახვედი პირველად უნივერსიტეტში. პირველი წლის შესატანი სტუდენტური სესხი ავიღეთ, უნივერსიტეტის ანგარიშზე გადავრიცხეთ, მერე ფართხაფურთხით ჩავტენე ზურგჩანთაში ჩემი ნივთები და დაგემშვიდობეთ.  

ჯერ კიდევ ბავშვს, ერთბაშად დაგაწვა მხრებზე ყველა ვალდებულება, სწავლა, მუშაობა, 15 წლის დაზე ზრუნვა. 

ამ ორ წელიწად-ნახევარში, მგონი, ყველაფერს კარგად გაართვი თავი.

იმ ღამეს, როდესაც 24 საათიანი განრიგით მუშაობ, როცა ვიცი, რომ შეიძლება ღამეში ერთი საათითაც კი ვერ გამოიძინო, შენთან ერთად, მეც არ მძინავს დე. ვიცი რომ ეს სისულელეა, შენ ჩემი უძილობა არაფერში წაგადგება, ტვირთს ვერ შეგიმსუბუქებს, მაგრამ მაინც ვერ ვიძინებ, თავი მისკდება ფიქრისგან, ვწრიალებ.

რომ შემეძლოს, მე ვიტვირთებდი შენს სიმძიმეებს, ახლოსაც არ გაგაკარებდი დარდსა და ტკივილებს, იმედგაცრუებებს, მაგრამ ორივემ კარგად ვიცით, რომ შეუძლებელია. შენი გასავლელი გზის გავლა მარტოს მოგიწევს, ხან ადვილად, ხან წვალებით და ტანჯვით. „რას ვიზამთ დე, ასეთია ცხოვრება“ - ამ სიტყვებით ცდილობ ჩემს დამშვიდებას ცხოვრებაგამოვლილი ქალივით.

მორიგეობის დასრულების შემდეგ, როდესაც შუაგულ ევროპაში დილის 6 საათია, შენი დამამშვიდებელი მესიჯი მოდის, " ახლა სახლში მივალ დე, ცოტას შევჭამ, წყალს გადავივლებ და უნივერსიტეტში წავალ. წუხელის 3 საათი მეძინა და მთლად გამოუძინებელიც არ ვარ, არ იდარდო." და მესიჯს ფოტო მოჰყვება, რომელზეც ცდილობ ისე გამოიყურებოდე, დაღლილობის და უძილობის კვალი არ გემჩნეოდეს სახეზე. მაინც ვერ ახერხებ, კი იღიმები, მაგრამ თვალები დაღლილობისგან დავიწროებული გაქვს. ეს გულს ისე მიწურავს, ჟანგბადი აღარ მყოფნის და დილაბნელზე ვდგები რომ ფანჯარა გამოვაღო, ზამთრის სუსხით გავივსო ფილტვები. 

ასე ჯიუტად, წვალებით, შრომით მიიწევ წინ, შენი მიზნისკენ. ბავშვობიდან გაჩვევდი აზრს, რომ მხოლოდ თავდაუზოგავი სწავლით და შრომით შეძლებდი წარმატების მიღწევას. ვერ დაგეხმარებოდა გავლენიანი და მდიდარი მშობლების საჭირო კავშირები. შენი კავშირები და მდგომარეობა თავად უნდა შეგექმნა. 

კარგი გოგო ხარ, ყველაფერი კარგად დაიმახსოვრე! ყველაფერს სწორად აკეთებ!

ვიცი რომ ყველაფერი გამოგივა, შენგან კარგი ექიმი დადგება! ადამიანი უკვე ხარ! 

გახსოვდეთ სულ, დედათქვენი იმიტომ წავიდა, რომ თქვენთვის ეს ხვედრი აეცილებინა, უცხო მიწაზე არარაობად ყოფნის ხვედრი. 

ვიცი, ერთად მივაღწევთ იმას, რომ საკუთარ სამშობლოში ისე იცხოვროთ, როგორც ცხოვრობენ თავისუფალი ქვეყნების თავისუფალი ადამიანები.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 „ერთ-ერთმა ემიგრანტმა „სხვათა შორის“ მიმანიშნა, რომ ფრთხილად ვყოფილიყავი, რადგან ქვეყანაში კანონიერად ცხოვრების დოკუმენტი არ გამაჩნდა“

📌 იტალიაში მცხოვრები ემიგრანტების საყურადღებოდ - უფასო სამედიცინო მომსახურება

📌 იტალიელი ერი ბერდება

📌 ემიგრანტის წერილი: “ჩამოვჯდები ცივ ქვაზე და ახლოდან მოგიყვები დე, დამელოდე“

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794675556

სპორტი

მერაბ დვალიშვილმა RAF-ის ტურნირზე მარლონ მორაესი დაამარცხა

მერაბ დვალიშვილმა აბუ დაბიში გამართულ Real American Freestyle-ის (RAF) ტურნირზე ბრაზილიელი მარლონ მორაესი დაამარცხა. შეხვედრა თავისუფალი ჭიდაობის წესებით გაიმართა. დვალიშვილისთვის ეს RAF-ში მეოთხე გამ...

მერაბ დვალიშვილმა RAF-ის ტურნირზე მარლონ მორაესი დაამარცხა

1794675512

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა მრჩევლებს განუცხადა, რომ შესაძლოა, ირანს არ შეუტიოს, თუ თეირანი აშშ-ის პროვოცირებას არ მოახდენს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მრჩევლებს განუცხადა, რომ შესაძლოა, ირანზე თავდასხმისგან თავი შეიკავოს, თუ თეირანი ან იემენელი „ჰუსიტები“, რომლებსაც ირანი უჭერს მხარს, ახალ პროვოკაციებს არ განახორციე...

დონალდ ტრამპი

1794673487

სპორტი

საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა უნგრეთის წინააღმდეგ ცნობილია!

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ წლის ბოლო საშინაო მატჩისთვის, რომელსაც უნგრეთთან ჩაატარებს, სასტარტო შემადგენლობა შეარჩია. საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის მე-5 ტუ...

საქართველოს ნაკრების

1794671457

ახალი ამბები

გიორგი სოსიაშვილი: ახლა თავადვე აღიარებენ ე.წ. ენჯეოს წარმომადგენლები, რომ უცხოეთიდან შემოდინებული თანხები ემსახურებოდა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას

„ახლა თავადვე აღიარებენ ე.წ. ენჯეოს წარმომადგენლები, რომ უცხოეთიდან შემოდინებული თანხები ემსახურებოდა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას“, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნი...

გიორგი სოსიაშვილი

1794670023

ახალი ამბები

ალადაშვილი ხაბეიშვილზე ძალადობის საქმის განაჩენზე: ეს არის დასტური, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია - კანონდამრღვევი დაისჯება

მმართველი გუნდის წევრი აკაკი ალადაშვილი ლევან ხაბეიშვილზე ძალადობის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების მიმართ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება...

აკაკი ალადაშვილი