„ერთ-ერთმა ემიგრანტმა „სხვათა შორის“ მიმანიშნა, რომ ფრთხილად ვყოფილიყავი, რადგან ქვეყანაში კანონიერად ცხოვრების დოკუმენტი არ გამაჩნდა“
ადამიანებს, სხვა მრავალ, ფურცელზე დაწერილ კანონთა პარალელურად, მორალური კანონი გაგვაჩნია, რომლითაც ყველა თავმოყვარე და კეთილსინდისიერმა ადამიანმა უნდა იხელმძღვანელოს.
პირველად, როცა ემიგრანტის სტატუსით, იტალიის სახელმწიფო პოლიციის, იგივე “questura“-ს შენობის წინ თვალუწვდენელ რიგში დგომა მომიწია, მთელი სხეული მიკანკალებდა, თავს შეურაცხყოფილად და დამცირებულად ვგრძნობდი.
სახელმწიფო პოლიციის, საემიგრაციო განყოფილების შენობის წინ, სხვა და სხვა ეროვნების წარმომადგენელ ემიგრანტთა სიმრავლით გამორჩეულ ცოცხალ რიგში, ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების დოკუმენტის მოპოვების გამო ვდგებით, „უკეთესი“ ცხოვრების მაძიებელი ადამიანები. რიგი მიზეზების გამო, ეს პროცესი სულაც არ გახლავთ სასიამოვნო. თავის მხრივ სიტყვა „სასიამოვნო“-ც ძალიან რბილი ნათქვამია.
მესმის ბებერი ევროპის, ის დაიღალა ემიგრანტებით, მაგრამ თუ საკუთარ თავებს ზემოდან დავხედავთ, კაცობრიობაც დაიღალა ამდენი ცოდვით. იდეაში, ევროპაში მიგრირება და რიგი სახელმწიფოებიდან ამ სურვილის ქონა, ძალიან დასაფასებელია, მაგრამ ეს მსჯელობის სხვა თემაა.
ეს პროცესიც, ემოციებისგან დაცლილ სამყაროში, ჟანრის განვითარების ჩვეულებრივ ამბად ჩაითვლებოდა, რომ არა ზესახელმწიფოთა უზარმაზარ, საიმიჯო ბანერებზე, არაერთგზის დიდი ასოებით დაწერილი „ადამიანთა უფლებები, თანასწორობა და ჰუმანიზმი“, რომლითაც ასე ამაყობს ცივილიზებული სამყარო.
დიახ, პირველად როცა სახელმწიფო პოლიციის, საემიგრაციო განყოფილების შენობის წინ რამდენიმესაათიანი ცდა მომიწია, სიტყვა არ დამცდენია. მიმაჩნდა, რომ როგორც ემიგრანტს, როგორც სხვის ქვეყანაში მყოფს, არათანაბარი უფლებების მქონე პირს და უბრალოდ როგორც არასასურველ „სტუმარს“ სიტყვა არ უნდა დამეძრა, მოთმინება გამომეჩინა და კანონთან კავშირში არ მქონე წესებს დავმორჩილებოდი. ასეც მოვიქეცი. გავჩუმდი და მორჩილად მივყევი ინერტულ პროცესს. სხვათა შორის, იმ დროს პირველად შევიგრძენი სიტყვა „უსაბუთობის“ სასტიკი მნიშვნელობა. უსიამოვნო დიალოგში, ქვეყანაში ლეგალურად მყოფმა ერთ-ერთმა ემიგრანტმა „სხვათა შორის“ მიმანიშნა, რომ ფრთხილად ვყოფილიყავი, რადგან ქვეყანაში კანონიერად ცხოვრების დოკუმენტი არ გამაჩნდა. ეს პირდაპირი მნიშვნელობით, რომ გითხრათ ნიშნავს - „ხმა ჩაიგდე, თორემ შენს თავს დავაჭერინებ“!

ამ დროს ჩემს ცხოვრებაში ის პერიოდია, როცა სიკვდილისაც არ მეშინია, რადგან, როგორც კი ემიგრანტი გავხდი, პირველივე წამიდან მოვკვდი. მუქარის ავტორი, იმაზე მეტს, ვერაფერს დამიშავებდა, რაც უკვე მჭირდა. ცხოვრების ცხოვრების სხვა და სხვა ეტაპზე მიღებულმა გამოცდილებამ, განცდილმა წინააღმდეგობებმა და შიშებმა, შიშის გრძნობა გამიქრო. ახლა სიკვდილისაც არ მეშინია და არც უკანონობის მორჩილად მიღების ან მოთმინების უნარი შემომრჩა.
დღეს, საემიგრაციო განყოფილებაში დილის 9:00 საათზე, დათქმულ დროზე ერთი საათით ადრე მივედით. წინა, მიღებული გამოცდილების გამო, სათადარიგო დრო დავიტოვეთ. ბოლო ვიზიტიც ცხვირწინ ჩაგვეშალა, 12:00 საათი სრულდებოდა, სისტემას ხარვეზი აქვს და მიბრძანდითო... სისტემის ხარვეზი, როგორც ემიგრანტები ამბობენ, საკმაოდ ხშირი შემთხვევაა. ციფრული სისტემა საკმაოდ ხშირად გამოდის „მწყობრიდან“ და სხვა და სხვა ქალაქებიდან, შორი მანძილიდან საემიგრაციო განყოფილებაში მოსული ადამიანები, უკან საკუთარ სახლებში, სხვის სახლებში და სხვის თავშესაფრებში “ციფრული სისტემის“ ჭირვეულობის გამო ბრუნდებიან.
ჩვენმა თადარიგიანობამ არც დღეს გაჭრა. რიგში სამ საათიანი ყოფნის შემდეგ, გამოგვიცხადეს, რომ თარჯიმანი ადგილზე არ იმყოფება, მიბრძანდითო და შეხვედრა სხვა დღეს ჩაგვინიშნეს. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ სამი საათი ცოტა დროა, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ჩვენ ადამიანები არ ვართ, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ჩვენ მხოლოდ დაბალი სოციალური კლასი ვართ - დახურეთ თქვენი ქვეყნის კარები! დახურეთ და აღიარეთ, რომ ყველაფერი ფასადურია, რომ ადამიანი, როგორც სიტყვის კლასიფიკაცია, თავისივე კონსტიტუციური მნიშვნელობით, არის სიყალბე!
წერილში შეგნებულად არ ვწერ იმ დეტალებზე, თუ რას ნიშნავს, შორი მანძილიდან დათქმულ ადგილამდე მისვლა, რას ნიშნავს გაცდენილი სამუშაო საათები, რას ნიშნავს სხვისი კეთილი ნების ანაბარა მდგომარეობაში ყოფნა, როცა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების სიმძიმე წელში გხრის!
ავტორი: ხათუნა შარაძე
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 ვენეციაში შესვლა ფასიანი ხდება
📌 “ამ ქალაქში თავი არ მოიკლათ!“ - რა ისტორიებს იხსენებს ემიგრანტი ანა ბურდული
📌 „ეს მონები, უთავმოყვარეოები, გულისამრევები, დაკოდილები, მალე ნახავენ რაც მოუვათ“ - ემიგრანტის წერილი
1794675556
სპორტიმერაბ დვალიშვილმა RAF-ის ტურნირზე მარლონ მორაესი დაამარცხა
მერაბ დვალიშვილმა აბუ დაბიში გამართულ Real American Freestyle-ის (RAF) ტურნირზე ბრაზილიელი მარლონ მორაესი დაამარცხა. შეხვედრა თავისუფალი ჭიდაობის წესებით გაიმართა. დვალიშვილისთვის ეს RAF-ში მეოთხე გამ...
1794675512
მსოფლიოდონალდ ტრამპმა მრჩევლებს განუცხადა, რომ შესაძლოა, ირანს არ შეუტიოს, თუ თეირანი აშშ-ის პროვოცირებას არ მოახდენს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მრჩევლებს განუცხადა, რომ შესაძლოა, ირანზე თავდასხმისგან თავი შეიკავოს, თუ თეირანი ან იემენელი „ჰუსიტები“, რომლებსაც ირანი უჭერს მხარს, ახალ პროვოკაციებს არ განახორციე...
1794673487
სპორტისაქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა უნგრეთის წინააღმდეგ ცნობილია!
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ წლის ბოლო საშინაო მატჩისთვის, რომელსაც უნგრეთთან ჩაატარებს, სასტარტო შემადგენლობა შეარჩია. საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის მე-5 ტუ...
1794671457
ახალი ამბებიგიორგი სოსიაშვილი: ახლა თავადვე აღიარებენ ე.წ. ენჯეოს წარმომადგენლები, რომ უცხოეთიდან შემოდინებული თანხები ემსახურებოდა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას
„ახლა თავადვე აღიარებენ ე.წ. ენჯეოს წარმომადგენლები, რომ უცხოეთიდან შემოდინებული თანხები ემსახურებოდა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას“, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნი...
1794670023
ახალი ამბებიალადაშვილი ხაბეიშვილზე ძალადობის საქმის განაჩენზე: ეს არის დასტური, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია - კანონდამრღვევი დაისჯება
მმართველი გუნდის წევრი აკაკი ალადაშვილი ლევან ხაბეიშვილზე ძალადობის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების მიმართ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება...































