იტალიელი ერი ბერდება

იტალიელი ერი დაბერების საფრთხის წინაშე დგას. გამოქვეყნდა 2020-2021 წლების შობადობის და მოხუცებულთა სიკვდილიანობის სტატისტიკა. სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული რიცხვები შემაშფოთებელია. დღესდღეობით იტალიაში ერთ ბავშვზე 5.1 მოხუცი მოდის. ათი წლის წინ, 2011 წელს, ეს შეფარდება ერთი 3.8-ზე იყო, ხოლო 1971 წელს ერთი 1.1-ზე.

ფაქტი სახეზეა, თუნდაც მხოლოდ ბოლო ორი წლის შობადობის მონაცემებს გავითვალისწინებთ. 2020 წელს, იტალიაში სულ 405 ათასი ბავშვი დაიბადა, ხოლო 2021 წელს - 385 ათასი, ანუ  20 ათასით ნაკლები. როგორც სტატისტიკის დეპარტამენტის პრეზიდენტი ჯანკარლო ბლანჯარდო აცხადებს, 60 მილიონიანი ქვეყნისთვის წელიწადში 385 ათასი ახალშობილი, ტრაგედიის ტოლფასია.

რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, შობადობის მაჩვენებელი რეგიონების მიხედვით, მკვეთრად განსხვავდება. ყველაზე ცუდი მდგომარეობა ამ მხრივ, ლიგურიის რეგიონშია. ლიგურიას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ მოხუცების რეგიონი, სადაც ერთ ბავშვზე რვა მოხუცი მოდის. ამ მხრივ ყველაზე უკეთესი მდგომარეობა კამპანიისა და ტრენტინო-ალტო-ადიჯეს რეგიონებშია, სადაც შეფარდება ერთი 3.8-ზეა.

პანდემიამ იტალიის მოსახლეობას თავისი კვალი ამ კუთხითაც დაამჩნია. კოვიდს ათიათასობით მოხუცი შეეწირა, მაგრამ ერის დაბერების სტატისტიკაზე დიდი გავლენა არ მოუხდენია, რადგან სიკვდილიანობის ზრდის პარალელურად, ქვეყანაში შობადობაც შემცირდა. როგორც ჩანს, პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა და არასტაბილურმა სოციალურმა ფონმა, შობადობის მაჩვენებელზეც იმოქმედა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794675556

სპორტი

მერაბ დვალიშვილმა RAF-ის ტურნირზე მარლონ მორაესი დაამარცხა

მერაბ დვალიშვილმა აბუ დაბიში გამართულ Real American Freestyle-ის (RAF) ტურნირზე ბრაზილიელი მარლონ მორაესი დაამარცხა. შეხვედრა თავისუფალი ჭიდაობის წესებით გაიმართა. დვალიშვილისთვის ეს RAF-ში მეოთხე გამ...

მერაბ დვალიშვილმა RAF-ის ტურნირზე მარლონ მორაესი დაამარცხა

1794675512

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა მრჩევლებს განუცხადა, რომ შესაძლოა, ირანს არ შეუტიოს, თუ თეირანი აშშ-ის პროვოცირებას არ მოახდენს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მრჩევლებს განუცხადა, რომ შესაძლოა, ირანზე თავდასხმისგან თავი შეიკავოს, თუ თეირანი ან იემენელი „ჰუსიტები“, რომლებსაც ირანი უჭერს მხარს, ახალ პროვოკაციებს არ განახორციე...

დონალდ ტრამპი

1794673487

სპორტი

საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა უნგრეთის წინააღმდეგ ცნობილია!

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ წლის ბოლო საშინაო მატჩისთვის, რომელსაც უნგრეთთან ჩაატარებს, სასტარტო შემადგენლობა შეარჩია. საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის მე-5 ტუ...

საქართველოს ნაკრების

1794671457

ახალი ამბები

გიორგი სოსიაშვილი: ახლა თავადვე აღიარებენ ე.წ. ენჯეოს წარმომადგენლები, რომ უცხოეთიდან შემოდინებული თანხები ემსახურებოდა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას

„ახლა თავადვე აღიარებენ ე.წ. ენჯეოს წარმომადგენლები, რომ უცხოეთიდან შემოდინებული თანხები ემსახურებოდა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას“, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნი...

გიორგი სოსიაშვილი

1794670023

ახალი ამბები

ალადაშვილი ხაბეიშვილზე ძალადობის საქმის განაჩენზე: ეს არის დასტური, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია - კანონდამრღვევი დაისჯება

მმართველი გუნდის წევრი აკაკი ალადაშვილი ლევან ხაბეიშვილზე ძალადობის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების მიმართ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება...

აკაკი ალადაშვილი