16 წლის გოგო და მისი პედაგოგი მძარცველებს, სახლში მოწყობილი სპეციალური ოთახის წყალობით გადაურჩნენ

ბერძენი ექიმის,16 წლის ქალიშვილი და მისი მასწავლებელი, მძარცველებს  სპეციალური ე.წ "პანიკის ოთახის" წყალობით გადაურჩნენ, რომელიც ფოლადის კარით იყო აღჭურვილი. 

ბერძნული მედიის ინფორმაციით, გინეკოლოგს მთელ სახლში ჰქონდა დაყენებული უსაფრთხოების კამერები, რისი საშუალებითაც სამსახურიდანაც შეეძლო გაეკონტროლებინა თუ რა ხდებოდა მის სახლში.  

სწორედ ასე აღმოაჩინა მან, რომ  სახლში სამ კაცი ცდილობდა შეღწევას, იმ დროს როდესაც, იქ მისი 16 წლის ქალიშვილი და მისი პედაგოგი იმყოფებოდნენ. ექიმმა მაშინვე დაურეკა შვილს ტელეფონზე და სთხოვა, პედაგოგთან ერთად ფოლადის კარით დაცულ ოთახში შესულიყო, რის შემდეგაც მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა. 

გავრცელებული ინფორმაციით, მძარცველები რამდენიმე წუთის განმავლობაში ამაოდ ცდილობდნენ დაცული ოთახის რკინის კარების გაღებას, სადაც ექიმის შვილი და მისი პედაგოგი იმალებოდნენ.  

პოლიცია შემთხვევის ადგილზე მალევე გამოცხადდა თუმცა, მძარცველები უკვე გაქცეულები იყვნენ. როგორც ირკვევა, სახლიდან მათ ვერაფრის წაღება ვერ მოახერხეს. 

არსებული ინფორმაციით, ოთახის რკინის კარები, სადაც 16 წლის გოგონა და მისი მასწავლებელი იმალებოდნენ მძარცველების მხრიდან მისი გაღების მცდელობის შედეგად იმდენად იყო დაზიანებული, რომ მათ გამოსაყვანად მეხანძრე-მაშველების გამოძახება გახდა საჭირო. 

ასევე საინტერესოა 

🔴საბერძნეთში, ფეისბუკზე შეიქმნა გაცნობის ჯგუფი ექსკლუზიურად არავაქცინირებული მოქალაქეებისთვის

🔴7 თვიანი პატიმრობა მიესაჯა 33 წლის დედას, რომელიც პანდემიის გამო შვილს სკოლაში არ უშვებდა

🔴როგორ ამოვიცნოთ „ომიკრონის“ შტამი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793466625

საზოგადოება

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო: გავრცელებული ვიდეომასალა და საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ განხორციელებული თვითნებური ქმედებები მიზნად ისახავს თბილისის მერიის დისკრედიტაციას და საზოგადოებაში დაძაბულობის ხელოვნურად შექმნას

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ტელეკომპანია „პირველის“ რეპორტაჟი და მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფის მხრიდან დაწყებულ მიზანმიმართულ კამპანია გადაუმოწმე...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო

1793466011

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი Fitch Ratings-ის რეიტინგზე: ჩვენი ეკონომიკა განაგრძობს სტაბილურ განვითარებას, ზრდას და ეს პროგრესი, რომელიც ორგანიზაციამ აღნიშნა, კიდევ ერთი ინდიკატორი იქნება საერთაშორისო ინვესტორებისთვის

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი საკრედიტო-სარეიტინგო კომპანია Fitch Ratings-ის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებას ეხმაურება. „გა...

ლევან მაჭავარიანი

1793463904

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი: ორმაგი სტანდარტი, რომელიც მიკიტა პოტურაევისგან მოდის, საქართველოს სასამართლო სისტემაზე თავდასხმას მოასწავებს, არავის აქვს უფლება, ჩვენი ქვეყნის სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩაერიოს

მიკიტა პოტურაევი არის მიხეილ სააკაშვილის გამორჩეული მეგობარი, სააკაშვილის მეგობარი რომ საქართველოს მეგობარი ვერ იქნება, ეს აშკარაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა გ...

 დავით მათიკაშვილი

1793459017

საზოგადოება

რევაზ სოხაძე: აბასთუმნის შემოვლითი გზა მომავალი წლის შემოდგომაზე გაიხსნება

აბასთუმნის 15.9-კილომეტრიანი შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს და მისი გახსნა 2027 წლის შემოდგომაზე იგეგმება. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხა...

აბასთუმნის შემოვლითი გზა

1793456801

საზოგადოება

რევაზ სოხაძე: სამცხე-ჯავახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად 200 მილიონი ლარის ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოვლენილია

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით გამოცხადებულ 200 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოვლენილია. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინ...

რევაზ სოხაძ