"იმდენად მშიშარაა, რომ მძინარე მოკლა" - რა უთხრა კაროლაინის მამამ ჟურნალისტს

ქმრის მიერ მოკლული 20 წლის კაროლაინის მამამ, დევიდ კრაუჩმა, ტელეკომპანია MEGA-ს ჟურნალისტთან მისი შვილიშვილის, პატარა ლიდიას ახალ, ყოველდღიურ ცხოვრებაზე და იმ გავრცელებულ ეჭვებზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, ბაბი ანაგნოსტოპულოსი, ნარკოტიკებთან დაკავშირებულ არალეგალურ საქმიანობას ეწეოდა.
როგორც ის აღნიშნავს, პატარა ლიდია ბებიასთან თავს კარგად და ბედნიერად გრძნობს. ერთადერთი კი, რაც მას უნდა, არის შვილიშვილის მოვლა და გაზრდა შეძლოს ისე, რომ დედამისს დაემსგავსოს.
რაც შეეხება ბრიტანული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, სავარაუდოდ, ბაბი ანაგნოსტოპულოსი ნარკოტიკებით ვაჭრობის საქმეში იყო გარეული, რაც მისმა 20 წლის მეუღლემ გაიგო და სწორედ ეს გახდა მისი მკვლელობის მოტივი.
როგორც დევიდ კრაუჩი ამბობს, მისი ქალიშვილი ძალიან ჭკვიანი და პატიოსანი გოგო იყო. ის არავითარ უკანონობას მხარს არ დაუჭერდა. რამე რომ სცოდნოდა, ამას აუცილებლად იტყოდა.
"იქნებ ამის გაკეთებასაც აპირებდა, თუმცა სამწუხაროდ, ის მაშინ მოკლეს, როდესაც მას ეძინა. იმდენად მშიშარაა, რომ მძინარე მოკლა. სანამ ადამიანს მოკლავდა, უსაფრთხოების კამერებიდან მეხსიერების ბარათები ამოიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ იცოდა რის გაკეთებასაც აპირებდა. იცდიდა როდის დაიძინებდა, შემდეგ კი მივიდა და მძინარე მოკლა“ - ამბობს კაროლაინის მამა.
ნახეთ აგრეთვე 👇
კაროლაინის და პილოტის 1 წლის შვილი უკვე დედის ოჯახში იმყოფება
ვინ გაზრდის კაროლაინის და პილოტის პატარა ქალიშვილს - სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია
ციხის კედლებში ახალ ცხოვრებას მშვენივრად მოერგო - 32 წლის პილოტის პირველი ფოტო ციხიდან
1749717735
ახალი ამბებივიქტორ ორბანი: უნგრეთი და საქართველო, ორი სუვერენული ქვეყანა, უარს ამბობს, იყოს პაიკი ვინმეს ომში, ჩვენ უარვყოფთ შანტაჟს და ვირჩევთ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის გზას, მოდით, შევუდგეთ მუშაობას
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. როგორც ორბანი წერს, უნგრეთი და საქართველო უარს ამბობენ, იყვნე...
1749715847
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: დიდი ბრიტანეთი, ინგლისი, არის ქვეყანა, სადაც ჩაისახა სამართლიანი სახელმწიფოს იდეა, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებულად გასაკვირია მათი მხრიდან ამ მასშტაბის უსამართლობა
დიდი ბრიტანეთი, ინგლისი, არის ქვეყანა, სადაც ჩაისახა სამართლიანი სახელმწიფოს იდეა, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებულად გასაკვირია მათი მხრიდან ამ მასშტაბის უსამართლობა, სამართლებრივი სახელმწი...
1749714140
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: საქართველოში გარე დაფინანსებით აწარმოებენ სიძულვილისა და ზიზღის კამპანიებს, ჩვენ ყველა სამართლებრივ მეთოდს დავუპირისპირებთ ამ პროცესებს
საქართველოში გარე დაფინანსებით აწარმოებენ სიძულვილის და ზიზღის კამპანიებს, ჩვენ ყველა სამართლებრივ მეთოდს დავუპირისპირებთ ამ პროცესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუ...
1749713963
ახალი ამბებითბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა ციფრული დაშვების სისტემა დაინერგება
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას იწყებს. როგორც თბილისის მერმა...
1749712575
ახალი ამბებიგეკა გელაძე მეხანძრე-მაშველებს პროფესიულ დღეს ულოცავს
შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე მეხანძრე-მაშველებს პროფესიულ დღეს ულოცავს. „12 ივნისი მეხანძრე-მაშველის პროფესიული დღეა! ეს დღე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თქვენი პროფესიის მნიშვნელობას – სამსახურს,...