კახა კალაძე ევროპარლამენტარების განცხადებაზე: ღმერთმა მოახმაროს მათ ასეთი დემოკრატია, რომელიც საქართველოში 2012 წლამდე იყო

„ჩვენთვის მთავარი არის ქვეყნის ინტერესები და ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ევროპარლამენტარების განცხადების თემაზე კომენტირებისას ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, ზოგიერთი ევროპარლამენტარის მხრიდან დემოკრატიულ პროცესებზე საუბარი არის ორმაგი სტანდარტი, რადგან ისინი ამბობდნენ, რომ 2012 წლამდე საქართველოში დემოკრატია იყო.

„არ მიკვირს, რომ ზოგიერთი გაზულუქებული ევროპარლამენტარი ამ ტიპის განცხადებას აკეთებს. ეს ადამიანები მიხეილ სააკაშვილს ევროპულ საზომად იყენებდნენ. ეს არის ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი. 2012 წლამდე ქვეყანაში თითქოს „დემოკრატიის შუქურა“ გვქონდა. ღმერთმა მოახმაროს მათ ასეთი დემოკრატია, რომელიც საქართველოში 2012 წლამდე იყო.

მთავარი არის ქვეყნის ინტერესები და ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება. ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია. ყოველთვის დავიცავთ და გავატარებთ ისეთ პოლიტიკას, რომელიც ქართველი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე იქნება დაფუძნებული“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1749798035

ახალი ამბები

„ამოღებულია 11 143 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება 96 000 ლარს აღემატება“ - საგამოძიებო სამსახურმა 1 პირი დააკავა

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრები...

ზოგადი

1749796375

ახალი ამბები

მეხანძრე-მაშველებმა 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის დროს გარდაცვლილთა მემორიალთან იმყოფებოდნენ. მეხანძრე-მაშველებმა 10 წლის წინ, თბილისში მო...

მეხანძრე-მაშველებმა 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

1749795369

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი - მივმართავ ბრიტანეთის საელჩოს, გაასაჯაროოს, ვის და რა თანხით აფინანსებდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და ვის და რა თანხით აფინანსებს დღეს

„მივმართავ ბრიტანეთის საელჩოს, გაასაჯაროოს, ვის და რა თანხით აფინანსებდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და ვის და რა თანხით აფინანსებს დღეს,” - ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თ...

პაპუაშვილი

1749794195

მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის ძალები: ირანმა ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით დაახლოებით 100 დრონი გაუშვა

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის ბრიგადის გენერალ ეფი დეფრინის თქმით, ირანმა ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით „დაახლოებით 100 უპილოტო საფრენი აპარატი“ გაუშვა და ისრაელის ძალები მის მოგერიებაზე...

ისრაელის თავდაცვის ძალები

1749793068

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი და მაკა ბოჭორიშვილი ინდოეთში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო ინდოელ ხალხს და კოლეგებს სამძიმარს უცხადებენ

ინდოეთის ქალაქ აჰმედაბადში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო ინდოელ ხალხს და კოლეგებს სამძიმარს უცხადებენ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი. „ღრმად ვარ...

შალვა პაპუაშვილი და მაკა ბოჭორიშვილი