„მრცხვენია, რომ ეს კაცი მამაჩემია“ - 46 წლის ყოფილი ძიუდოისტის მიერ ნაცემი ცოლი, სიცოცხლის შენარჩუნებისთვის იბრძვის
46 წლის კაცი, რომელსაც საბერძნეთის სამართალდამცველები, ცოლის სასტიკად ცემის გამო სამი დღე ეძებდნენ დღეს პოლიციას თავად ჩაბარდა.
სამი დღის წინ საბერძნეთში მომხდარმა ოჯახურმა ინციდენტმა ქვეყანა შეძრა.
46 წლის ძიუდოს მასწავლებელი კაცი, რომელიც 15 წლის წინ არგიროპოლის ახალგაზრდული სპორტული კლუბის ძიუდოს გუნდის სპორტსმენი იყო, კონფლიქტის შედეგად სასტიკად გაუსწორდა 40 წლის მეუღლეს, რომელიც მიღებული დაზიანების შედეგად, ევანგელიზმოსის საავადმყოფოს, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში სიცოცხლის შენარჩუნებისთვის იბრძვის. ქალს მიღებული აქვს მძიმე დაზიანებები მთელ სხეულზე და ძირითადად სახის არეში.
პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, სადაც განაცხადა, რომ ნამდვილად სცემა მისი 40 წლის მეუღლე თუმცა, მისი მიზანი არ ყოფილა, ცოლისთვის ისეთი მძიმე დაზიანებები მიეყენებინა რაც მის სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნიდა. უბრალოდ როგორც თავად აღნიშნავს მათ შორის წარმოქმნილი კონფლიქტის დროს დაკარგა საკუთარ თავზე კონტროლი, რამაც მოვლენების მსგავსი განვითარება გამოიწვია.
46 წლის კაცს, ცოლ-ქმარს შორის მომხდარი კონფლიქტის კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელებია, პოლიციასთან საუბარში მან განაცხადა, რომ მისი და მისი მეუღლის ურთიერთობა რამდენიმე თვით შემოიფარგლება და ამ დროის მანძილზე მათ შორის ხდებოდა ხოლმე კამათი, როგორც სხვა წყვილებს შორის.
როგორც ცნობილი გახდა 46 წლის კაცისთვის აღნიშნული ოჯახური ძალადობის ფაქტი არ ყოფილა პირველი შემთხვევა. 2015 წელს მან სასტიკად სცემა და დანით ჭრილობები მიაყენა მის ყოფილ მეუღლეს, რომელიც იმ დროისათვის არასრულწლოვანი იყო და რომლისგანაც მას ერთი შვილი ჰყავს. გავრცელებული ინფორმაციით, მაშინ ახალგაზრდა ქალი სიკვდილს სასწაულით გადაურჩა. ქალმა ქმრისგან გაქცევა და დამალვა შეძლო, რა დროსაც ის გამვლელებმა შეამჩნიეს საავადმყოფოში გადაიყვანეს.
46 წლის კაცი კიდევ ორ ქორწინებაში იმყოფებოდა, რომელთაგან მას 4 შვილი ჰყავს. გავრცელებული ინფორმაციით, ყველა განქორწინებას წინ უძღოდა მისი ძალადობრივი ქმედებები ცოლების მიმართ.
ბერძნული მედიის ინფორმაციით, მისმა ერთ-ერთმა შვილმა ახალგაზრდა გოგომ საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე მამის სურათი ატვირთა წარწერით: " მრცხვენია რომ ეს კაცი მამაჩემია, იმედი მაქვს ციხეში დალპები".
ასევე საინტერესოა
🔴ბოლო 24 საათის განმავლობაში საბერძნეთში რამდენიმე მიწისძვრა მოხდა
🔴როდის უნდა გავიკეთოთ სწრაფი ტესტი, როდის თვით ტესტი და როდის PSR? - ბერძენი ექიმების პასუხები
1793477939
საზოგადოებალევან მახაშვილი: რა თქმა უნდა, გამოწვევები უამრავია, მაგრამ მთავარია, ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის, იმიტომ, რომ თავის დროზე, წლების განმავლობაში ხელისუფლებამ მიიღო სწორი საშინაო და საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებები
ის, რომ დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, იმაზე ვისაუბროთ, უფრო მეტი კიდევ რა გავაკეთოთ განათლებაში, ინფრასტრუქტურასა და სხვა სფეროში, სწორედ სწორი საგარეო და საშინაო პოლიტიკის წყალობით არის შესაძლებელი,...
1793476610
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: ვერცერთი თანამდებობა ვერ იქნება ინდულგენცია თანამდებობის ბოროტად გამოყენების ან კორუფციული ფაქტის
ვერცერთი თანამდებობა, მოქმედი, თუ ყოფილი, ვერ იქნება ინდულგენცია თანამდებობის ბოროტად გამოყენების, ან კორუფციული ფაქტის, - ამის შესახებ გადაცემაში „ღია ეთერი“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცი...
1793472591
საზოგადოებალევან მახაშვილი გამჭვირვალობის კანონზე: სწორედ ამას ვთავაზობთ, მათ შორის, ბრიუსელის წარმომადგენლებს, დავსხდეთ და არა პოლიტიკური შეფასებების ჩარჩოდან, არამედ სამართლებრივად განვიხილოთ ეს საკითხი
სწორედ ამას ვთავაზობთ, მათ შორის, ბრიუსელის წარმომადგენლებს, დავსხდეთ და არა პოლიტიკური შეფასებების ჩარჩოდან, არამედ სამართლებრივად განვიხილოთ ეს საკითხი, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ ევროპასთან...
1793467771
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: ყველაზე დიდი ლეგიტიმაცია არის ის მილიონ 120 ათასზე მეტი ადამიანი, რომელმაც 2024 წელს „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა
ყველაზე დიდი ლეგიტიმაცია არის ის მილიონ 120 ათასზე მეტი ადამიანი, რომელმაც 2024 წელს „ქართულ ოცნებას“ ხმა მისცა, - ამის შესახებ გადაცემაში „ღია ეთერი“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართუ...
1793466625
საზოგადოებაცხოველთა მონიტორინგის სააგენტო: გავრცელებული ვიდეომასალა და საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ განხორციელებული თვითნებური ქმედებები მიზნად ისახავს თბილისის მერიის დისკრედიტაციას და საზოგადოებაში დაძაბულობის ხელოვნურად შექმნას
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ტელეკომპანია „პირველის“ რეპორტაჟი და მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფის მხრიდან დაწყებულ მიზანმიმართულ კამპანია გადაუმოწმე...


























