საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ისტორიული გამოსვლა კონგრესში
"ჩემთვის როგორც საბერძნეთის არჩეული ლიდერისთვის სადაც დემოკრატია დაიბადა, არ არსებობს უფრო დიდი პატივი მივმართო, იმ საზოგადოების წარმომადგენლებს, რომლებიც თავიანთი ქვეყნის დაარსებიდან მტკიცედ იცავდნენ დემოკრატიულ იდეალებს”- განაცხადა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა სამშაბათს აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოსვლისას.
აღსანიშნავია ასევე, რომ კირიაკოს მიცოტაკისი არის საბერძნეთის პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელიც კონგრესზე ამერიკის რესპუბლიკის შტაბ-ბინას მიმართა.
სიტყვით გამოსვლისას, მიცოტაკისმა არაერთხელ მიიღო მსმენელთა აპლოდისმენტები და მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საბერძნეთის პარლამენტში გამოსვლისას, ბერძენი კოლეგები მას ტაშს ასე ხშირად არ უკრავენ.
საუბრისას პრემიერმა არა ერთი მესიჯი გაგზავნა როგორც უკრაინულ, ისე თურქულ პროვოკაციებთან დაკავშირებით. მან ასევე ისაუბრა, ბერძნულ-ამერიკულ მჭიდრო ურთიერთობებზე, კვიპროსის და ენერგეტიკულ საკითხებზე.
ნენსი პელოსიმ მიესალმა პრემიერ-მინისტრს და განაცხადა, რომ ამერიკის დამფუძნებლებისთვის საბერძნეთი უძველესი დროიდან, დემოკრატიული პრინციპებისა და შთაგონების წყარო იყო . მან ასევე გამოხატა მადლიერება აშშ-სა და საბერძნეთს შორის ნატოს მეშვეობით მეგობრობისთვის და თქვა, რომ შეერთებული შტატები აღიარებს საბერძნეთის როლს, უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად, ისევე როგორც კორონავირუსული პანდემიის წინააღმდეგ და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში.
"ჩვენ ბევრი რამე ვისწავლეთ ბერძნებისგან, ბერძნებმა კი ჩვენგან და ახლა ჩვენ ერთად ვართ როგორც დემოკრატიული ერები"- აღნიშნა ნენსი პელოსიმ.
ასევე საინტერესოა
🔵საბერძნეთში 18 მაისს არქეოლოგიურ ობიექტებში და მუზეუმებში დაშვება უფასო იქნება
🔵მასშტაბური სპეცოპერაცია ათენის ცენტრში - დაკავებულია 129 უსაბუთო ემიგრანტი
1795724473
საზოგადოებაგია ვოლსკი: ევროპა გინდა და გამოხვიდე და მაშხალები ისროლო, ეს არ არის ევროპა და მეორეც, ძალიან ანტიქართულია
ევროპა გინდა და გამოხვიდე და მაშხალები ისროლო, ეს არ არის ევროპა და მეორეც, ძალიან ანტიქართულია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ. მისივე...
1795723488
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი: რა არის დემოკრატია, რომ ვიღაც იუკნევიჩიენემ გიკარნახოს, როგორ მოიქცე?
რა არის დემოკრატია, რომ ვიღაც იუკნევიჩიენემ გიკარნახოს, როგორ მოიქცე? - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ. მისივე თქმით, უცხოელ პოლიტიკოსებს...
1795722981
მსოფლიოსერბეთში საპრეზიდენტო არჩევნები 27 დეკემბერს გაიმართება
სერბეთში საპრეზიდენტო არჩევნები 27 დეკემბერს გაიმართება. ამის შესახებ სერბეთის პარლამენტის ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდარ ჩუპიჩმა განაცხადა. აღნიშნული...
1795720456
სპორტიპირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს საკალათბურთო ნაკრები საბერძნეთს ამარცხებს
ათენში საბერძნეთსა და საქართველოს შორის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი მიმდინარეობს. ეს გუნდები სატურნირო ცხრილში მეზობლები არიან, შესაბამისად, როგორც მოსალოდნელი იყო, თამაშიც თანაბარია და...
1795719326
ახალი ამბებიბათუმში, თურქეთის „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ შევას“ მატჩის დროს, სტადიონზე გულშემატკივრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
ბათუმში, თურქეთის „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ შევას“ მატჩის დროს, სტადიონზე გულშემატკივრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. გულშემატკივრებმა სტადიონის ინვენტარი დააზიანეს. სამართალდამცვ...





























