აშშ-ს პრეზიდენტის და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის თბილი შეხვედრა თეთრ სახლში და ჯო ბაიდენის ჰალსტუხი საბერძნეთის დროშით
საბერძნეთის პრემიერ მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი 16 მაისს, თეთრ სახლს ესტუმრა და ამერიკის პრეზიდენტის ძალიან თბილი დახვედრა მიიღო.
თბილი მისალმების შემდეგ ამერიკის პრეზიდენტმა, კამერების წინ განაცხადა, რომ „დღეს ორ ქვეყანას შორის მეგობრობა და თანამშრომლობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე“
"ჩვენი ურთიერთობის დონე უმაღლეს ისტორიულ დონეზეა" - იყო საბერძნეთის პრემიერ მინისტრის პასუხი.
აღსანიშნავია ასევე, რომ ამერიკის პრეზიდენტმა კირიაკოს მიცოტაკისთან შესახვედრად განსაკუთრებული და თავის ისტორიის მქონე ჰალსტუხით წარდგა.
კერძოდ პრეზიდენტს ლურჯი ფერის საბერძნეთის დროშის ფიგურებით გაფორმებული ჰალსტუხი ეკეთა.
როგორც ირკვევა კონკრეტული ჰალსტუხი ამერიკის პრეზიდენტს 2017 წლის ივნისში ათენში განხორციელებული ვიზიტიდან აქვს, როდესაც მან საკუთარი ჰალსტუხი, საბერძნეთის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ტერენს კუიკის ამ კონკრეტულს ჰალსტუხში გაუცვალა.
ცნობისთვის, 2017 წელს ჯო ბაიდენის ათენში ვიზიტის დროს, მიმდინარე ამბების საკითხებზე საუბრის შემდეგ დისკუსია ჰალსტუხსაც შეეხო, New York Times-ის ჟურნალისტმა აქილეს ბალტასმა ჯო ბაიდენს უთხრა, რომ მას ლამაზი ჰალსტუხი ეკეთა, რაზედაც ბაიდენმა უპასუხა, რომ მის ჰალსტუხს საბერძნეთის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ჰალსტუხი სჯობდა, პარალელურად მიუბრუნდა მას და შესთავაზა ხომ არ სურდა ჰალსტუხები გაეცვალათ, რაზედაც ტერენს კუიკისი სიამოვნებით დაეთანხმა. მათ ერთმანეთის ჰალსტუხები გაიკეთეს და სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს.

ასევე საინტერესოა:
🔵საბერძნეთში 18 მაისს არქეოლოგიურ ობიექტებში და მუზეუმებში დაშვება უფასო იქნება
🔵მასშტაბური სპეცოპერაცია ათენის ცენტრში - დაკავებულია 129 უსაბუთო ემიგრანტი
🔵სოლიდარობისთვის მადლობის ნიშნად უკრაინელმა ლტოლვილებმა თესალონიკის პლაჟი დაასუფთავეს
1792085735
ახალი ამბებიირაკლი ნადარეიშვილი: არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრთან შეხვედრისას მიმოვიხილეთ პერსპექტიული საინვესტიციო პროექტები, მათ შორის სტუმარმასპინძლობის მიმართულებით
„არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრთან მიმოვიხილეთ ქვეყნებს შორის მიმდინარე ეკონომიკური თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტები“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარე...
1792084456
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრს აბდულა ბინ ტუქ ალ მარის შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრს აბდულა ბინ ტუქ ალ მარის შეხვდა. შეხვედრაზე...
1792081777
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტის შესახებ: განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქვეყნებს შორის ვაჭრობის გაძლიერებაზე, რაც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის ექსპორტს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში
„განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქვეყნებს შორის ვაჭრობის გაძლიერებაზე, რაც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის ექსპორტს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი...
1792078783
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც უმრავლესობამ შევიტანეთ მყარად არის გაჯერებული არგუმენტებით და ის გულისხმობს სწორედ დემოკრატიული წინსვლის, დემოკრატიული აღმშენებლობისთვის აუცილებელი წინაპირობის შექმნას
„კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც უმრავლესობამ შევიტანეთ მყარად არის გაჯერებული არგუმენტებით და ის გულისხმობს სწორედ დემოკრატიული წინსვლის, დემოკრატიული აღმშენებლობისთვის აუცილებელი წინაპირობის შექმნას“...
1792077296
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი ისრაელის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტის - ქნესეთის თავმჯდომარე ამირ ოჰანას შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის საუკუნოვან მეგობ...































