საბერძნეთის სანაპირო დაცვისა და ტრანსპორტის სამინისტრო კოვიდ რეგულაციებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

საბერძნეთის სანაპირო დაცვისა და ტრანსპორტის სამინისტრო, ქვეყანაში კოვიდ რეგულაციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
აღნიშნული განცხადების მიხედვით, 16 ივლისიდან მოქალაქეებს, რომლებსაც არ აქვთ კოვიდ საწინააღმდეგო აცრა გაკეთებული, საბერძნეთის კუნძულების მიმართულებით და პირიქით, რეგულაციებს დაექვემდებარებიან.
მათ გარკვეული წესების დაცვა მოუწევთ, როგორც სახმელეთო ისე საჰაერო გზით გადაადგილებისას.
მიუხედავად იმისა, რომ აქამდე გადაადგილებისთვის მყარ გარანტიად უარყოფითი სწრაფი ტესტი ითვლებოდა, რიგი სირთულეების შედეგად, რომელიც კუნძულებზე კოვიდ ტესტების სიმცირის გამო წარმოიშვა, სამინისტრო აცხადებს, რომ ამიერიდან აუცილებლობას წარმოადგენს მგზავრობისას იქონიოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი საბუთი.
- ცნობა აცრის შესახებ და 14-დღიანი შუალედი აცრიდან.
- PCR ტესტი უარყოფითი პასუხით მგზავრობამდე არაუმეტეს 72 საათისა.
- RAPID ტესტი უარყოფითი პასუხით მგზავრობამდე არაუმეტეს 48 საათისა.
- თან უნდა იქონიოთ დამტკიცებელი საბუთი, რომ გაქვთ გადატანილი კოვიდი და პირველი დადებითი პასუხიდან გასულია 30 დღიდან არაუმეტეს 180 დღემდე.
- გქონდეთ სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი, მგზავრობამდე არაუმეტეს 24 საათისა.
ტრანსპორტის სამინისტროს განცხადების თანახმად, აღნიშნული წესები იმოქმედებს ყველა სახის საზღვაო ტრანსპორტისთვის, ქვეყნის მასშტაბით ყველა ნავსადგურში.
ასევე, სამინისტრო აფრთხილებს მგზავრებს, გამოცხადდნენ მგზავრობამდე არაუგვიანე საათ-ნახევრით ადრე, რათა არ მოხდეს საზღვაო ტრანსპორტის გადაადგილების დაგვიანება.
საჰაერო გზით კუნძულების მიმართულებითი გადაადგილების შემთხვევაშიც ანალოგიური პირობები მოქმედებს.
1747591147
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: აშშ-ის პრეზიდენტი თუ მოახერხებს „დიფ სთეითის“ შესუსტებას, ეს აუცილებლად დადებითად აისახება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, თუ ვერ შეასუსტებს, დარჩება ის სტატუს-კვო, რაც არის დღეს მოცემული
„თუ მოახერხებს აშშ-ის პრეზიდენტი „დიფ სთეითის“ შესუსტებას, ეს აუცილებლად დადებითად აისახება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე. თუ ვერ შეასუსტებს, დარჩება ის სტატუს-კვო, რაც არის დღეს მოცემული“, - ამის შეს...
1747589676
ახალი ამბებიპრემიერი: გვაქვს ინტერესი, გადაიტვირთოს და ჩამოყალიბდეს სამართლიანი ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის, ჩვენი მოლოდინი ეფუძნება ღირებულებით თანხვედრას პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან
„4 წელი გვიწევდა ბრძოლა სუვერენიტეტისთვის, ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის, ასეთ დროს, ქართველი ხალხის, ისევე, როგორც ხელისუფლების მოლოდინი იყო ის, რომ მეტ ყურადღებას გამოავლენდნენ ჩვენს მიმართ, თუმცა...
1747587562
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე „მეგობარი აქტის“ საპასუხოდ პარლამენტის მიერ მიღებულ განცხადებაზე: აუცილებელი იყო, რომ ჩვენ ფაქტობრივი, რეალური ინფორმაცია აგვესახა აქტში და ამით პასუხი გაგვეცა ამ ბრალდებებისთვის
„საჭირო იყო პასუხის გაცემა იმ უსაფუძვლო, დაუსაბუთებელ ბრალდებებსა და დეზინფორმაციაზე, რომელიც აქტში იყო ჩაწერილი, ამიტომ აუცილებელი იყო, რომ ჩვენ ფაქტობრივი, რეალური ინფორმაცია აგვესახა აქტში და ამით...
1747585296
ახალი ამბებიპროკურატურამ, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, თბილისში მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ...
1747583111
ახალი ამბებილაშა ბექაური ლა ნუსიას ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია
ესპანეთში მიმდინარე ევროპის ღია პირველობაზე ქართველი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (90 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა – ლაშამ ტურნირის ფინალში ესპანელი დანიელი ნიეტო-ტრინიდაი 8 წაამში დაამარ...