საბერძნეთში, 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა საფეხბურთო გუნდების, გულშემატკივართა შორის მომხდარ დაპირისპირებას
საბერძნეთში, კერძოდ თესალონიკის ხარილაოს რეგიონში, თავდასხმის შედეგად, დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ახალგაზრდა კაცი.
ტრაგედია, გუშინ გვიან ღამის საათებში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ისინი განსხვავებულ საფეხბურთო გუნდებს გულშემატკივრობდნენ.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია ქალმა გამოიძახა, რომელიც ტრაგიკული ინციდენტის ადგილზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ცხოვრობს. ქალის განცხადებით დაახლოებით 01:00 საათამდე ცოტა ხნით ადრე, მას ქუჩიდან ესმოდა ახალგაზრდების ყვირილის და ჩხუბის ხმა, რა დროსაც ნათლად გაიგო შემდეგი სიტყვები "ძალიან გთხოვთ, მეტი აღარ დამარტყათ " და მან დაუყოვნებლივ პოლიცია გამოიძახა.
როგორც ცნობილია, 19 წლის გარდაცვლილი ახალგაზრდა და მისი მეგობრები ერთად სეირნობდნენ, როდესაც მათ 2 მანქანიდან გადმოსული ახალგაზრდების ჯგუფი დაესხა თავს.
თვითმხილველების ინფორმაციით, თავდასხმას წინ უძღოდა,მანქანიდან გადმოსული ახალგაზრდების მიერ დასმული კითხვა თუ რომელი გუნდის გულშემატკივრები იყვნენ, რის შემდეგაც 19 წლის ბიჭს და მის მეგობრებს დანით და სხვა ბასრი საგნებით დაესხნენ თავს.
ახალგაზრდების ჩხუბის ხმა ესმოდათ, მიმდებარე ტერიტორიის სხვა მცხოვრებლებსაც, მაგრამ როგორც ისინი ჟურნალისტთან საუბარში აღნიშნავენ, ძალიან შეეშინდათ და გარეთ გამოსვლა ვერ შეძლეს.
მათი ინფორმაციით, პოლიცია შემთხვევის ადგილზე დაგვიანებით მოვიდა.
როდესაც, პოლიცია შემთხვევის ადგილზე, მივიდა თავდამსხმელები უკვე გაქცეულები იყვნენ, მათ ადგილზე მხოლოდ სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის ახალგაზრდა და მისი ორი, ასევე მძიმედ დაშავებული მეგობარი დახვდათ.
შემთხვევის შედეგად დაიღუპა 19 წლის ალკივიადის იგივე ალკის კაბანოსსი და დაშავდნენ მისი 19 და 20 წლის მეგობრები, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ.
მომხდარს თესალონიკის პოლიცია იძიებს.
ასევე საინტერესოა
🔴საბერძნეთში, მგზავრებით სავსე ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა
🔴როდის არის მოსალოდნელი შემთხვევათა კლება საბერძნეთში და როდიდან შეიძლება მოვიხსნათ პირბადე!
1791749091
ახალი ამბებიზაზა გვიმრაძე „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს ციხეებში არსებულ მდგომარეობაზე: პატიმრები მიჰყავდათ, რომ დაესაჯათ, მორგში მიცვალებულზე ზემოდან აწვენდნენ, აბამდნენ და აჩერებდნენ რამდენიმე ხანი
„ისეთი პატიმრები მიჰყავდათ, რომ დაესაჯათ და მორგში პატიმარს მიცვალებულზე ზემოდან აწვენდნენ, აბამდნენ და აჩერებდნენ რამდენიმე ხანი“, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ყოფილმა პოლიტპატიმარმა ზაზა გ...
1791747453
ახალი ამბებიყოფილი პოლიტპატიმარი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდის ციხეზე: არ მეგულება ადამიანი, რომელსაც რაღაც ერთი საშინელება მაინც არ აქვს ნანახი. მე პირადად ნანახი მაქვს ერთი ადამიანის მკვლელობა, ერთი ადამიანის დაინვალიდება და უამრავი კატაფალკა
„კაცი არ იყო, რომელიც იქ შესული იყო და ნაცემი ან რაღაცნაირად დამცირებული არ იყო, არ მეგულება ადამიანი, რომელსაც რაღაც ერთი საშინელება მაინც არ აქვს ნანახი. მე პირადად ნანახი მაქვს ერთი ადამიანის მკვლე...
1791745559
მსოფლიოთურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 11 ადამიანი ემსხვერპლა - არიან დაშავებულები
„თურქეთის დასავლეთით, მანისას პროვინციაში, ავტომაგისტრალზე, ტურისტული ავტობუსი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 27 დაშავდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი...
1791741431
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი 4 ოქტომბრის დამხობის მცდელობაზე: ყველას ეჩქარებოდა საქართველოში ისეთი ხელისუფლების მოყვანა, რომელიც ამ გლობალური ომის პირობებში საქართველოს რუსეთთან კონფრონტაციის ახალ, ცხელ კერას გააჩენდა
„ეს იყო ერთი დიდი სცენარს ერთი ეპიზოდი. ეს არ არის ლოკალურად განსახილველი“, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქა...
1791739720
ახალი ამბებიავარია კახეთის გზატკეცილზე - დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის არასრულწლოვნები
კახეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის არასრულწლოვნები. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკაში გადაიყვანეს. არსებულ...




























