ყოფილი პოლიტპატიმარი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდის ციხეზე: არ მეგულება ადამიანი, რომელსაც რაღაც ერთი საშინელება მაინც არ აქვს ნანახი. მე პირადად ნანახი მაქვს ერთი ადამიანის მკვლელობა, ერთი ადამიანის დაინვალიდება და უამრავი კატაფალკა
„კაცი არ იყო, რომელიც იქ შესული იყო და ნაცემი ან რაღაცნაირად დამცირებული არ იყო, არ მეგულება ადამიანი, რომელსაც რაღაც ერთი საშინელება მაინც არ აქვს ნანახი. მე პირადად ნანახი მაქვს ერთი ადამიანის მკვლელობა, ერთი ადამიანის დაინვალიდება და უამრავი კატაფალკა“, - იხსენებს გადაცემაში „იმედის კვირა“ ყოფილი პოლიტპატიმარი ნიკა გოგუაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროინდელ საპატიმროებში არსებულ ვითარებას.
ის იხსენებს, რომ კატაფალკა მისი ფანჯრების ქვეშ კვირაში რამდენჯერმე გადიოდა.
„ფეხებს ვხედავდი ძირითადად მკვდარი ადამიანების, რა თქმა უნდა, სისტემური იყო - როდესაც დავალება მიდის, რომ მოგეპყრონ ისე, როგორც გეპყრობოდნენ. მერე სახე იცვალეს უცბად?“, - ამბობს ნიკა გოგუაძე.
კიდევ ერთი ყოფილი პოლიტპატიმარი კი ახალგაზრდებს მოუწოდებს, იმ პერიოდის საპატიმროების შესახებ ამბები მაშინდელი პატიმრებისგან მოისმინონ.
„ვინც ვიყავით იმ რეჟიმის ციხეებში, ჩვენს სანათესაოზე ვერ მოახდენენ მაგით ზეგავლენას“, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ ყოფილმა პოლიტპატიმარმა მიშა ცილიკიშვილმა კამპანიის შეფასებისას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს საპატიმროებში პატიმრების წამება არ ხდებოდა.
„ზუსტად იმ ახალგაზრდა თაობაზე ახდენენ გავლენას და ურეცხავენ ტვინს, რომ ვითომ დადგმული იყო [ციხეში წამების კადრები], რომლებიც იმ პერიოდში 5-6 წლის იყვნენ, არ იცოდნენ და ახლა წამოიზარდნენ. რანაირად ახერხებენ ამ ტვინის გამორეცხვას? მოდით, ჩვენ დაგველაპარაკეთ, შვილებო, ჩვენ გეტყვით, ჩვენ მოგიყვებით, რეალობის შემსწრეები ვართ“, - ამბობს ყოფილი პოლიტპატიმარი.
1791733324
ახალი ამბებიპრემიერი: ეკლესიასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენ მტკიცედ დავიცავთ მემკვიდრეობას, რომელსაც ჩვენი ეროვნული ერთობა და განვითარება ეფუძნება, ღმერთი, სამშობლო, ადამიანი - ის ღირებულებებია, რომლებზე ზრუნვაც სწორედ პატრიარქმა ილია მეორემ გვიანდერძა
„საქართველო იმ იშვიათ ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნება, სადაც სახარება პირველ საუკუნეში, ქრისტეს მოციქულთა ქადაგებით შემოვიდა, ხოლო 17 საუკუნის წინ მიღებულმა ისტორიულმა გადაწყვეტილებამ, ქრისტიანობის სახე...
1791731307
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: როდესაც ევროკავშირის ელჩი, პირდაპირი გაგებით, ტინგიცობს საზოგადოების მაგინებელი ადამიანების კონცერტზე - რა თქმა უნდა, ამას არ გაატარებს ქართული საზოგადოება
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი „ევროპის დღე 2026“-ზე ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობის“ მიწვევას და მათ სიმღერებზე ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის ცეკვას მედიასთან ეხმაუ...
1791729248
სპორტისაქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ბაქოში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე შერეულ გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ჩინეთის გუნდი დაამარცხა. ჩვენი ნაკრებიდან...
1791728970
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტი, საერთაშორისო სიმპოზიუმის - „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ - გახსნას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საერთაშორისო სიმპოზიუმის - „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ - გახსნას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. სიმპოზიუმი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელი...
1791726569
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: არც ერთ ევრობიუროკრატს არ დაუგმია ის, რაც საფრანგეთში ხდება - ნურავის ჰგონია, რომ ქართული, ევროპული და ფრანგული საზოგადოება ვერ შეამჩნევს ამ ორმაგ სტანდარტს
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი, საფრანგეთში საპროტესტო აქციებზე განვითარებულ მოვლენებს მედიასთან აფასებს. დეპუტატის თქმით, არც ერთ ევრობიუროკრატს არ დაუგმია ის ფაქტი, რო...































