საბერძნეთში ანტონიო ბანდერასის მონაწილეობით ახალ ფილმს გადაიღებენ

საბერძნეთში, კერძოდ სალონკში, ორ კვირაში რეჟისორ, რიჩარდ ჰიუზის ახალი ფილმის ''Barracuda'' -ს (ბარაკუდა) გადაღება იწყება, რომელშიც მთავარ როლს, ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მსახიობი, ანტონიო ბანდერასი შეასრულებს.
ფილმის გადაღების ხარჯები, დაახლოებით, 20 მილიონ ევროს შეადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთში მრავალი ჰოლივუდური ფილმია გადაღებული, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ფილმის გადაღება სალონიკში დაიგეგმა.
ფილმის პროდიუსერი, ვან ნორდენი უკვე სალონიკში იმყოფება და ფილმის გადასაღებად საჭირო კონკრეტულ დეტალებზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ანტონიო ბანდერასი სალონიკში გადაღების დაწყების დროს ჩავა.
რაც შეეხება ფილმის თემატიკას, მისი თქმით, ეს იქნება განგსტერული ფილმი, რომელიც ტრიალებს კრიმინალი ავტორიტეტის მქონე ადამიანის გარშემო. ფილმის მთავარი გმირი, წლების განმავლობაში, მონაწილეობს კრიმინალურ საქმიანობაში და გარკვეული მიზეზის გამო, მოუწევს ახალგაზრდა გოგონას გადასარჩენად საკუთარ ხალხს დაუპირისპირდეს.
1749721881
ახალი ამბებიროგორი ამინდი იქნება 14-15 ივნისს საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. 14-15 ივნისს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართვ...
1749717735
ახალი ამბებივიქტორ ორბანი: უნგრეთი და საქართველო, ორი სუვერენული ქვეყანა, უარს ამბობს, იყოს პაიკი ვინმეს ომში, ჩვენ უარვყოფთ შანტაჟს და ვირჩევთ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის გზას, მოდით, შევუდგეთ მუშაობას
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. როგორც ორბანი წერს, უნგრეთი და საქართველო უარს ამბობენ, იყვნე...
1749715847
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: დიდი ბრიტანეთი, ინგლისი, არის ქვეყანა, სადაც ჩაისახა სამართლიანი სახელმწიფოს იდეა, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებულად გასაკვირია მათი მხრიდან ამ მასშტაბის უსამართლობა
დიდი ბრიტანეთი, ინგლისი, არის ქვეყანა, სადაც ჩაისახა სამართლიანი სახელმწიფოს იდეა, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებულად გასაკვირია მათი მხრიდან ამ მასშტაბის უსამართლობა, სამართლებრივი სახელმწი...
1749714140
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: საქართველოში გარე დაფინანსებით აწარმოებენ სიძულვილისა და ზიზღის კამპანიებს, ჩვენ ყველა სამართლებრივ მეთოდს დავუპირისპირებთ ამ პროცესებს
საქართველოში გარე დაფინანსებით აწარმოებენ სიძულვილის და ზიზღის კამპანიებს, ჩვენ ყველა სამართლებრივ მეთოდს დავუპირისპირებთ ამ პროცესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუ...
1749713963
ახალი ამბებითბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა ციფრული დაშვების სისტემა დაინერგება
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას იწყებს. როგორც თბილისის მერმა...