საბერძნეთში მომხდარი სასტიკი მკვლელობის მთავარი ეჭვმიტანილი 57 წლის კაცია, რომლისგანაც წყვილი ბინას ქირაობდა
საბერძნეთის პოლიცია აგრძელებს ანდრავიდაში მომხდარის სასტიკი მკვლელობის გამოძიებას, სადაც უცნობმა პირმა დედა, მამა და მათი ორი მცირეწლოვანი შვილი მოკლა.
ბერძნული მედიის ინფორმაციით, პოლიციას მკვლელობის საქმეში უკვე ჰყავს მთავარი ეჭვმიტანილი, რომლის სახლის ჩხრეკისას აღმოჩენილია ცეცხლსასროლი იარაღი.
საუბარია 57 წლის კაცზე, რომლისგანაც ალბანელი ცოლ-ქმარს, საცხოვრებელი ფართი ჰქონდათ ნაქირავები.
57 წლის ეჭვმიტანილს, მეზობლები ახასიათებენ როგორც სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე, მარტოხელა პიროვნებას, რომლისაც მისი ქცევებიდან გამომდინარე ყველას ეშინოდა და თავადაც გაურბოდა თანამოქალაქეებთან კონტაქტს.
გავრცელებული ინფორმაციით, 57 წლის კაცს აწ გარდაცვლილ წყვილთან ბინის ქირის გამო დავა ჰქონდა.
როგორც ირკვევა, მას ნათქვამი ჰქონდა, რომ მდგმურებს სახლიდან კონტრაქტით, გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე უფრო ადრე გაყრიდა. კონტრაქტის ვადა კი მარტში იწურებოდა.
სამართალდამცველებმა კონკრეტულ პიროვნებაზე ყურადღება მას შემდეგ გაამახვილეს რაც, ალბანელი სამ შვილიანი წყვილის სახლთან ახლოს მდებარე, მაღაზიებისა და საცხოვრებელი სახლების სათვალთვალო კამერებმა, 57 წლის კაცის საეჭვო მოძრაობები დააფიქსირა.
შეგახსენებთ, რომ სასტიკი მკვლელობა საბერძნეთში 2 მარტს ღამის საათებში მოხდა.
მკვლელობის შესახებ, მას შემდეგ გახდა ცნობილი რაც სახლში დაბრუნებულმა 11 წლის ბავშვმა, დედა, მამინაცვალი და ორი მცირეწლოვანი და ძმა სისხლის გუბეში აღმოაჩინა.
ასევე საინტერესოა
🔵საბერძნეთში, ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება
1794723354
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: დამოუკიდებლობის მნიშვნელობა მხოლოდ იმაში არ არის, რომ რუკაზე ცალკე სახელით ვართ მონიშნული, მისი მთავარი ღირებულებაა, გარე ჩარევის გარეშე რომ შეგვიძლია, ვაწარმოოთ ხალხისთვის კონკრეტული სარგებლის მომტანი პოლიტიკა
საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით არა უბრალოდ უსწრებს ევროკავშირის ყველა წევრ და კანდიდატ ქვეყანას, არამედ უსწრებს რამდენჯერმე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აც...
1794722843
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
15 ნოემბერს ქუთაისში წვიმიანი ამინდი იქნება, დღისით +24 და ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება. ოზურგეთში მზიანი დღე იქნება. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზიანი ამ...
1794689833
მსოფლიობენიამინ ნეთანიაჰუ აიზენკოტს ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნისკენ მოუწოდებს
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თავის მთავარ პოლიტიკურ მეტოქეს გადი აიზენკოტს, ეროვნული ერთიანობის მთავრობის ფორმირებისკენ მოუწოდებს. ნეთანიაჰუს თქმით, ირანი ბირთვული იარაღის პროგრამის ა...
1794687013
მსოფლიოსაპროტესტო ტალღა საფრანგეთში - პოლიციამ 219 პირი დააკავა
საფრანგეთის შს სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 14 ნოემბერს გამართულ საპროტესტო აქციებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 106 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო სამართალდამცველებმა 219 პირი დააკავეს....
1794684214
ახალი ამბებიზაალ ანჯაფარიძე: „ნაცების“ წარმომადგენლებმა ყველას გასაგონად განაცხადეს, რომ დასაშვებად და კანონიერად ცნობენ 2025 წლის 4 ოქტომბერს ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მცდელობას
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ გასული კვირის სხდომაზე ისეთი პოზიცია დააფიქსირეს, რომელიც პარტიის აკრ...































