თესალონიკის საქართველოს საკონსულო, უკრაინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მსურველთათვის საჭირო ინფორმაციას ავრცელებს

თესალონიკის მერიაში ომით დაზარალებული უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას თესალონიკის, საქართველოს გენერალური საკონსულო ავრცელებს.

"თესალონიკის მერიის ინიციატივით, უკრაინის საკონსულოსთან და „მსოფლიო ფარმაცევტებთან“ თანამშრომლობით, თესალონიკის მერიის ფოიეში ომით დაზარალებული უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება დაიწყო" - ნათქვამია საკონსულოს განცხადებაში და მითითებულია ჰუმანიტარული დახმარებისათვის საჭირო ნივთების ჩამონათვალი და მისამართი თუ სად უნდა  ჩააბარონ დახმარების მსურველებმა ისინი.


  ჰუმანიტარული დახმარების საგნებია:

🔹მედიკამენტები (გამაყუჩებლები, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, ბინტი, პირველადი დახმარების სამედიცინო ყუთები, სპირტი, ფიზიოლოგიური ხსნარები და სხვა);
🔹 თბილი ტანსაცმელი ბავშვებსა და უფროსებისათვის;
🔹 საბნები და გადასაფარებლები;
🔹 ბავშვის მოვლის საგნები (პამპერსები და სხვა);
🔹 ბავშვის საკვები და რძე;
🔹პირადი ჰიგიენის საგნები;
🔹 გრძელვადიანი საკვები და რძე;
🔹 კონსერვები;
🔹 ბურღულეული და სუხარი;
 

მითითებულ მისამართზე ნებისმიერ მსურველს 24 საათის განმავლობაში შეუძლია ჰუმანიტარული ტვირთის მიტანა.

ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ თესალონიკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, სამოქალაქო დაცვის საკითხებში პასუხისმგებელ პირს ვასილის მოისიდისს , ტელ: +30 6955511547, +30 2313317155
 მისამართი: ვასილეოს გეორგიუს გამზირი N 1 A ‘ , საფოსტო ინდექსი: 54636 

ასევე საინტერესოა

🔵რა გინდა ჩვენგან? წადი ჩვენი მიწიდან!დაჯექი ჩემთან ერთად, ოღონდ არა 30 მეტრის დაშორებით, როგორც მაკრონთან და შოლცთან - ზელენსკი პუტინს მიმართავს

🔵მედია: ვლადიმერ პუტინთან საუბრის შემდეგ, ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ „უარესი ჯერ კიდევ წინ არის“

🔵საბერძნეთი უკრაინელი ლტოლვილების დასაქმებას და სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791702486

ახალი ამბები

პოლიციამ ნარკორეალიზაციის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით, უცხოქვეყნის მ...

დაკავება და ბორკილები

1791698641

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 11 ოქტომბერს საქართველოში

11 ოქტომბერს ქუთაისში უნალექო ამინდი და +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც გამოიდარა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი. ბა...

ამინდი      ამინდი

1791665025

საზოგადოება

გიორგი გველესიანი: მოღალატეები გარკვევით ვუწოდე იმ პოლიტიკურ პარტიებს, პოლიტიკოსებს, რომლებიც არაერთგზის შემჩნეულნი არიან ჩვენი ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობაში - თქვენ ღალატობთ ჩვენს ქვეყანას, ამომრჩეველსაც

მე მაინც ვერ ვხდები, თქვენ რაზე აღშფოთდით და რა იყო ტყუილი ჩემს ნათქვამში. მე მოღალატეები გარკვევით ვუწოდე იმ ხალხს, იმ პოლიტიკურ პარტიებს, იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც განზრახ, მიზანმიმართულად ჩვენი ქვე...

გიორგი გველესიანი

1791663611

საზოგადოება

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ ცენტრის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ ცენტრის ტერიტორიაზე ხანძრის გაჩენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ცეცხლის კერა „დელტას“ ტერიტორიაზე მდე...

სახელმწიფო სამხედრო

1791662819

საზოგადოება

პაატა სალია: ის ადამიანები ცდილობენ ისევ სიტუაციის არევას, ვინც იმ ძალადობრივი სისტემის შემოქმედი იყო - კიდევ ერთხელ კატეგორიულად ვამბობთ: ჩვენი მმართველობის პერიოდში სიტუაცია სტაბილურია ციხეებში და ყოველთვის ექვემდებარება მართვას

„არანაირი ბუნტი არსად არ ყოფილა, ჩვენი მმართველობის პერიოდში ციხეებში ადამიანის ღირსება, ადამიანის უფლებები დაცულია, მაგრამ ასევე დაცულია უსაფრთხოება, ასევე დაცულია ის, რომ ვერავინ ვერ შეძლოს ამ ცრუ ნ...

პაატა სალია