სასტიკი მკვლელობა საბერძნეთში - სახლში დაბრუნებულმა 11 წლის ბიჭმა დედა, მამა და და - ძმა მოკლული აღმოაჩინა
სასტიკი მკვლელობა მოხდა საბერძნეთში, სახლში დაბრუნებულმა 11 წლის ბიჭმა დედა, და, ძმა და მამინაცვალი მოკლული აღმოაჩინა.
ტრაგიკული შემთხვევა ალავრიდაში გუშინ ღამით მოხდა. შემთხვევის ადგილზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი და უშიშროების ქვედანაყოფის სამართალდამცველთა ჯგუფი მუშაობს.
მომხდართან დაკავშირებით, პოლიცია რამდენიმე ვერსიას განიხილავს. ერთ-ერთი ვერსიით ოჯახის კაცმა ცოლი და ორი შვილი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.
მეორე ვერსიის მიხედვით, პოლიცია არ გამორიცხავს, რომ მკვლელობის საქმეში გარდაცვლილი ქალის ყოფილი მეუღლის ხელი ერიოს. ამჟამად პოლიცია მის ადგილსამყოფელს ეძებს.
როგორც ცნობილია, ოჯახი წარმოშობით ალბანეთიდან იყვნენ და ბოლო რამდენიმე წელია ,რაც საბერძნეთში ცხოვრობდნენ.
მოკლულია 31 კაცი, 37 წლის ქალი და მათი 2 და 3 წლის შვილები. შემთხვევის ადგილზე პოლიციამ დანა და ცული აღმოაჩინა.
ოჯახის ერთადერთი გადარჩენილი წევრი გარდაცვლილი ქალის 11 წლის შვილია, რომელიც მას პირველი ქორწინებიდან ჰყავს. შოკის მომგვრელია მეზობლების ნაამბობი.
მათი გადმოცემით, სახლში დაბრუნებულ 11 წლის ბავშვს საშინელი სურათი დახვდა, მან დედა, მამინაცვალი და პატარა და - ძმა სისხლის გუბეში აღმოაჩინა. მეზობლები ჰყვებიან, რომ 11 წლის ბავშვი სახლიდან გაოგნებული გამოვარდა, მას ხელში უმცროსი ბავშვი ეკავა და შველას ითხოვდა.
ბერძნული მედიის ინფორმაციით, მკვლელმა ბავშვები გაგუდა წყვილი კი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
პოლიცია გეგმავს, ბავშვთა ფსიქოლოგთან ერთად დაკითხოს 11 წლის ბავშვი, რომლის პასუხებმაც შესაძლოა ნათელი მოჰფინოს მკვლელობის საქმეს.
კერძოდ, პოლიციას აინტერესებს, როგორი ურთიერთობა ჰქონდათ მის მშობლებს, როგორი ურთიერთობა ჰქონდა მის დედას მეორე ქმართან და არსებობდა თუ არა მესამე პირი, რომელთანაც დედა და მამინაცვალს რაიმე უთანხმოება ჰქონდათ.
ასევე საინტერესოა
🔵საბერძნეთში, ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება
🔵„შეაჩერეთ პუტინი, შეაჩერეთ ომი, ჩვენ გვინდა მშვიდობა“- ათენში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
🔵ათენში უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე მომღერალი თამთა გოდუაძე ოჯახთან ერთად იმყოფებოდა
1791568437
მსოფლიომარკო რუბიო: აშშ ჰააგის სასამართლოს სანქციებს უწესებს - თუ მუქარას არ შეწყვეტენ, მას დავშლით
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს. მისი თქმით, დონალდ ტრამპი არ დაუშვებს, რომ საერთაშორისო სასამართლომ ამერიკელების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყოს....
1791566153
ახალი ამბებიირაკლი ლატარია: აუცილებლად გავხსნიდი უახლესი ისტორიის ქართული ფაშიზმის მუზეუმს, „კასრების“ კადრები ყველა ქალაქში დიდ მონიტორებზე უნდა ტრიალებდეს
„კასრების კადრები ყველგან, დიდ მონიტორებზე უნდა გავუშვათ! რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს ყველა დიდ ქალაქში უნდა ტრიალებდეს! ვატყობ, რაღაცები დაგავიწყდათ!“, - წერს ექსპერტი ირაკლი ლატარია სოცი...
1791564647
ახალი ამბებიკულტურის მინისტრი სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო თეატრების ხელმძღვანელებს შეხვდა
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო თეატრების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ კიკნაძე და მინისტრის მოადგილე...
1791562924
ახალი ამბებისაქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მელინე არაქელიანს შეხვდა. შეხვედრაზე მხარ...
1791558292
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: როდესაც საქართველოზე მოხსენება თუ დებატები იმართება, 720 დეპუტატიდან 20 დეპუტატიც არ რჩება დარბაზში - დავალება აქვთ მიცემული, რომ თქვენ გადით, ყავა დალიეთ, არაფერი მოისმინოთ, მაგრამ რომ შემოხვალთ, რეზოლუციას მხარი დაუჭირეთო
„როდესაც საქართველოზე მოხსენება თუ დებატები იმართება, 720 დეპუტატიდან 20 დეპუტატიც არ რჩება დარბაზში. დავალება აქვთ მიცემული, რომ თქვენ გადით, ყავა დალიეთ, არაფერი მოისმინოთ, მაგრამ რომ შემოხვალთ, რეზ...






























