საბერძნეთში ქართველს, „ოჯახის დამხმარე ქალს“ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, მას ბრალად მოხუცის ნარკოტიკული ნივთიერებით გაბრუება და ქურდობა ედება
საბერძნეთის, კერძოდ ლარისას სისხლის სამართლის სააპელაციო სასამართლომ რვა წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა 63 წლის ქართველ ქალს, რომელმაც ბერძნული მედიის ინფორმაციით, ნარკოტიკული ნივთიერებით გააბრუა ხანდაზმული ქალი, რომელმაც ის ოჯახის დამხმარე დიასახლისად დაიქირავა.
როგორც ბერძნული მედია იუწყება, ქართველი ქალი, 80 წლის მოხუცს, საუზმეზე რძეში დამამშვიდებელ აბებს უყრიდა, რის შედეგადაც მოხუცი გონებას კარგავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 2021 წლის 20 აპრილს ქართველმა ქალმა 80 წლის ქალს პირველად 150 ევრო მოჰპარა, მოხუცმა ქალმა მომხდარი არ შეიმჩნია, თუმცა მოხუცის ჩვენების მიხედვით, მეორე დღეს ქართველმა დამხმარემ ის კვლავ ნარკოტიკული ნივთიერებით გააბრუა, რის შემდეგაც ხელიდან 10.000 ევროს ღირებულების მაჯის საათი მოჰპარა და გაუჩინარდა. მომხდარის შესახებ დაზარალებულმა ქალმა პოლიციაში განაცხადა.
საბერძნეთის პოლიციამ ქართველი ქალი, მაშინ დააკავა, როდესაც ის ტაქსით ათენის მიმართულებით გადაადგილდებოდა.
პოლიციამ ჩხრეკის შედეგად ქართველ ქალს ვერ აღმოუჩინა დაკარგული საათი, თუმცა მის საკუთრებაში ნაპოვნია ურეცეპტოდ შეძენილი ფსიქოტროპული აბები. მან პოლიციის წინაშე კატეგორიულად უარყო მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები.
სასამართლო პროცესზეც ქართველმა ქალმა უარყო მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდება. მან ასევე უარი განაცხადა ადვოკატის რჩევაზე, დანაშაულის აღიარების შემთხვევაში სასჯელის შემსუბუქების შესახებ.
საბერძნეთის სასამართლოს დადგენილებით, 63 წლის ქართველს, ყაჩაღობის, პასპორტის გაყალბების და ნარკოკანონმდებლობის დარღვევის ბრალდებით, 8 წლით და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ასევე საინტერესოა
🔵საბერძნეთში შესვლის მსურველებს სპეციალური (PLF) ფორმის შევსება აღარ მოუწევთ (exclusivetv.ge)
1792837832
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: იმედი გვაქვს, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ორმხრივი ურთიერთობები
„იმედი გვაქვს, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ორმხრივი ურთიერთობები“, - ამის შესახებ საქართველოს პრე...
1792835414
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: როდესაც აგენტურულ პარტიებს საქართველოს პოლიტიკური ველიდან პირდაპირ გაქრობის საფრთხე დაუდგათ, ევრობიუროკრატიამ აიმაღლა ხმა და მაქსიმალურად ცდილობს, ჩვენს ქვეყანაზე ზეწოლა მოახდინოს
„როდესაც აგენტურულ პარტიებს საქართველოს პოლიტიკური ველიდან პირდაპირ გაქრობის საფრთხე დაუდგათ, ევრობიუროკრატიამ აიმაღლა ხმა და მაქსიმალურად ცდილობს, ჩვენს ქვეყანაზე ზეწოლა მოახდინოს“, - განაცხადა პარლა...
1792833199
ახალი ამბებიეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა სამხედრო ფიცი დადეს
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის პირველკურსელმა იუნკერებმა, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის დასრულების შემდეგ, დიდგორის მემორიალთან სამხედრო ფიცი დადეს. ამის შე...
1792830142
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენ...
1792827581
ახალი ამბებისასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თვითმკვლელობამდე მიყვანის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შენახვისა და გავრცელების ფაქტზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თვითმკვლელობამდე მიყვანის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შენახვის და გავრცელების ფ...































