საბერძნეთში, მომავალი კვირიდან ზაფხულის პირველი ყველაზე ცხელი დღეები იწყება - ტემპერატურა +40 გრადუსს მიაღწევს
საბერძნეთის უმეტეს რაიონში, ამ შაბათ-კვირას წვიმა და ელჭექი არის მოსალოდნელია. თუმცა, ამინდი რადიკალურად შეიცვლება და საბერძნეთში ზაფხულის პირველი ძალიან ცხელი დღეები დაიწყება.
მეტეოროლოგი კლეარხოს მარუსაკისის განცხადებით, შაბათი (18 ივნისი) „კარგი ამინდით და მოწმენდილი ცით დაიწყება, თუმცა დღის მეორე ნახევარში მოიღრუბლება მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა ზოგან +33 გრადუსამდე მოიმატებს. ეგეოსის ზღვაში, ჩრდილოეთის ქარი 7 ბოფორტამდე დაუბერავს რაც აღმოსავლეთისა და სამხრეთის რეგიონებში ხანძრის გაჩენის რისკს ზრდის “.
ორშაბათს 20 ივნისიდან კი ამინდი ქვეყნის მასშტაბით საგრძნობლად გაუმჯობესდება. თუმცა ძალიან მაღალი სიცხეები (καύσωνας) სამშაბათიდან დაიწყება. ტელეკომპანია SKAI-ს მეტეოროლოგის პროგნოზით, სამშაბათს ჰაერის ტემპერატურა თითქმის მთელ საბერძნეთში და მათ შორის ატიკაში +36°C-ს მიაღწევს, ოთხშაბათიდან კი კიდევ რამდენიმე გრადუსით მოიმატებს.
როგორც მეტეოროლოგი აღნიშნავს, მომდევნო კვირის, ხუთშაბათი და პარასკევი ყველაზე ცხელი დღეები იქნება და სავარაუდოდ წლევანდელი ზაფხულის პირველი +40°C ტემპერატურა დაფიქსირდება.
ზაფხულის პირველი ყველაზე ცხელი დღეების ნაკადი დაახლოებით 10 დღე გაგრძელდება.
ასევე საინტერესოა:
🔵20 ივნისს, აკროპოლისის მუზეუმში შესვლა მხოლოდ 5 ევროდ იქნება შესაძლებელი
🔵ტრაგედია საბერძნეთში: სახლში დარჩენილი ჩანთის გამო, 2 შვილის დედა მეზობლის აივნიდან გადმოვარდა
1792414636
ახალი ამბებიკახა კალაძე საკონსტიტუციო სარჩელზე: ყველაფერი იქნება აბსოლუტურად ღია და საზოგადოება დაინახავს თუ რა პროცესები მიმდინარეობს, დანარჩენი სასამართლოს გადასაწყვეტია
„ჩვენ გვაქვს კონკრეტული არგუმენტები, რომლებსაც კიდევ ერთხელ წარვუდგენთ ფართო საზოგადოებას. ყველაფერი იქნება აბსოლუტურად ღია და საზოგადოება დაინახავს თუ რა პროცესები მიმდინარეობს, დანარჩენი სასამართლოს...
1792414377
ახალი ამბებიგიორგი გაბუნია: სად არიან ის ევროპარლამენტარები, რომლებიც თბილისში ჩამოდიოდნენ და ძალადობას მხარდაჭერას უცხადებდნენ?
ევროპაში მიმდინარე მასშტაბური არეულობებისა და ანტისამთავრობო აქციების ფონზე, მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ საუბრობს დასავლეთის მხრიდან ორმაგ სტანდარტზე. „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებით, როცა საფ...
1792413593
ახალი ამბებიკახა კალაძე საფრანგეთში მიმდინარე აქციებზე: დღეს იმ უბედურებას, რაც საქართველოში მოაწყვეს, საკუთარ ქვეყანაში ხედავენ
თბილისის მერი კახა კალაძე საფრანგეთში განვითარებულ მოვლენებსა და ევროპული სტრუქტურების მხრიდან ძალადობის შეფასებას ორმაგ სტანდარტად აფასებს. დედაქალაქის მერის განცხადებით, ის ძალადობრივი პროცესები, რო...
1792412313
ახალი ამბებიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 ოქტომბრიდან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 ოქტომბრის ღამის საათებიდან აღმოსავლეთ, ხოლო 21 ოქტომბრიდან დასავლეთ საქართველოში, 22 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ქვეყნ...
1792410965
ახალი ამბებიგანსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 5 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინეს
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 5 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა....































