ცხოვრება დავინგრიე - ბერძენი პილოტი, ცოლის მკვლელობის გამო, ბოდიშს იხდის

ბერძენი მფრინავი, რომელმაც ბრიტანელი ცოლი, კეროლაინ კრაუჩი მოკლა, მომხდარის გამო ბოდიშს იხდის, ამის შესახებ Express წერს.

33 წლის ბაბის ანაგნოსტოპულოსმა 10-საათიანი სასამართლო სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მომხდარის გამო ძალიან წუხს.

"ძალიან დიდი ბოდიში... ნეტა შემეძლოს დროის უკან დაბრუნება, სამწუხაროდ, არ შემიძლია..."

სხდომის დაწყებამდე კი, როდესაც ბაბის ანაგნოსტოპულოსი სასამართლოს შენობაში შედიოდა, ხალხი მას შეურაცხმყოფელი შეძახილებით დახვდა : "ურჩხული! მკვლელი! დალპი ციხეში" - ყვიროდნენ სასამართლოსთან შეკრებილები. მფრინავმა 20 წლის ცოლის მკვლელობა აღიარა - მან კეროლაინი სახლში გაგუდა, თუმცა მანამდე ირწმუნებოდა, რომ ეს თავდამსხმელებმა ჩაიდინეს.

ბაბის ანაგნოსტოპულოსმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ მას რაც შეიძლება მოკლე ვადიანი პატიმრობა უნდა მისცენ, რათა მოახერხოს შვილის ცხოვრებაში დაბრუნება. პროკურორები კი ამბობენ, რომ მის მიერ ჩადენილი მკვლელობა ცივსისხლიანი და წინასწარ დაგეგმილი იყო.

წყვილი 2018 წელს დაქორწინდა, მაშინ კეროლაინი 18 წლის იყო. წყვილს საერთო შვილი ჰყავთ - ლიდია, რომელიც ახლა 11 თვის არის.

ანაგნოსტოპულოსს ბრალად ედება წინასწარგანზრახული მკვლელობა, ცრუ აღიარება და ძარცვის შესახებ პოლიციისთვის ცრუ ჩვენების მიცემა. თუ მას ბრალს დაუმტკიცებენ, პილოტს სამუდამო პატიმრობას მიუსჯიან.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1749844729

მსოფლიო

ნეთანიაჰუ ირანელ ხალხს: რეჟიმმა არ იცის, რა დაატყდა თავს, ან რა დაატყდება - ის არასდროს ყოფილა ასეთი სუსტი

ირანელი ხალხისადმი მიმართავდა, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოუწოდა მშვიდობიან მოსახლეობას, „ადგნენ და გააგონონ თავიანთი ხმა“ და განაცხადა, რომ ისრაელის ბრძოლა არა მათ წინააღმდეგ, ა...

ბენიამინ ნეთანიაჰუ

1749843533

მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის მინისტრი: უზრუნველვყოფთ, რომ აიათოლას რეჟიმმა ძალიან მძიმე ფასი გადაიხადოს თავისი საზარელი ქმედებებისთვის

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ირანმა „წითელი ხაზები გადაკვეთა მას შემდეგ, რაც გაბედა რაკეტების გაშვება ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის თავშეყრის ადგილების მიმართულებით“. „...

ისრაელის თავდაცვის მინისტრი:

1749842582

ახალი ამბები

საქართველოს საგარეო უწყება: ღრმად ვართ შეშფოთებულნი ახლო აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობით, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას

ღრმად ვართ შეშფოთებულნი ახლო აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობით, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. „ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნავთ დი...

საქართველოს საგარეო უწყება

1749842428

მსოფლიო

ისრაელის ოფიციალური პირი: ირანი აუტანლად მძიმე ფასს გადაიხდის სამოქალაქო ტერიტორიების მიმართულებით განხორციელებული თავდასხმებისთვის

ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით განხორციელებული მასიური სარაკეტო თავდასხმების ფონზე, რა დროსაც დაახლოებით 200 რაკეტა იყო გაშვებული, Channel 12-ის ცნობით, ისრაელის ოფიციალური პირი ირანს ესკალაციით და...

ისრაელის ოფიციალური პირი

1749840493

მსოფლიო

ისრაელის თავდაცვითი ძალები: მთელი ისრაელი ცეცხლქვეშაა

მთელი ისრაელი ცეცხლქვეშაა - ნათქვამია ისრაელის თავდაცვითი ძალების განცხადებაში. ირანის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 100 რაკეტა გაუშვეს. ამ დროისთვის, ისრაელის თავდაცვის სისტემები აქტი...

ისრაელიისრაელი