“18 თებერვალს მარსისა და ნეპტუნის ჰარმონიული ასპექტი პიკს მიაღწევს” - ასტროლოგი ხათუნა ნოელი
ასტროლოგი ხათუნა ნოელი 16 თებერვლის მძიმე და გამაფრთხილებელი პროგნოზის შემდეგ, 18 თებერვლის დამაიმედებელ ასტროლოგიურ პროგნოზს გვიზიარებს, რომელიც მარსისა და ნეპტუნის კავშირსა და ამის ჩვენზე გავლენას ეხება.
ხათუნა ნოელი: "18 თებერვალს ღამით 04:13 საათზე მარსისა და ნეპტუნის ჰარმონიული ასპექტი თავის პიკს მიაღწევს.
ეს ასპექტი ძალიან კარგ გავლენას ახდენს ჩვენს ინტუიციაზე, შემოქმედებაზე, ფანტაზიაზე,; ზრდის ადამიანურ ემპათიას, თანაგრძნობის უნარს, იძლევა სურვილის დავეხმაროთ და შემწეობა გამოვუჩინოთ ჩვენზე სუსტებს, უღონოებს.
მშვენიერი დროა წარმოსახვისათვის გასაქანის მისაცემად, მიზნების და სურვილების დასასახვად, ვიზუალიზაციისათვის. შეგვიძლია გამოვიყენოთ ბიზნეს-სტრატეგიების დასასახავადაც. თუმცა მოქმედებისათვის ჯერ ცოტა ადრეა. ჯერ მხოლოდ მომავალი ნაბიჯების გააზრებაა რეკომენდებული. თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ მთვარე დაღმავალ ფაზაშია.
საქმიან სფეროში ახლა უფრო რეკომენდებულია გარკვეული ფარული ხასიათის ქმედებებზე გადასვლა, ზოგ შემთხვევაში უწყინარი ტყუილიც შეიძლება აუცილებელი გახდეს. სიტუაციის ფარული ბუნების მიუხედავად, თქვენი ქმედებები უნდა იყოს კონკრეტული და კონსტრუქციული.
შესანიშნავი პერიოდი სხვადასხვა ნიჭისა და უნარების განვითარებისა და დემონსტრირებისთვის.
პარტნიორულ ურთიერთობებში იძლევა სულიერი ერთიანობის შეგრძნებას. როგორც უკვე ვახსენე, იზრდება ჩვენი ინტუიცია, რაც საშუალებას გვაძლევს, ჩავწვდეთ სხვა ადამიანის შინაგან განწყობას, მოტივაცებს. ეს პრინციპში ეხება არამხოლოდ საყვარელ ადამიანებს, არამედ მტრებსაც და კონკურენტებსაც. რაღაც ფარული ამბების გამოაშკარავების შესაძლებლობები მოგეცემათ.
თუ რუკაში მარსისა და ნეპტუნის ურთიერთასპექტაცია გაქვთ, ან თევზების ან თხის რქის 11-12 გრადუსებზე გყავთ რაიმე მნიშვნელოვანი პლანეტები, ან ნეპტუნი თხისრქის პატრონი ხართ, ან მარსი გყავთ თხისრქაში ან თევზებში. ან უბრალოდ წყლის ან მიწის სტიქიის წარმომადგენელი ბრძანდებით. მაშინ ეს ასპექტი მთელი დატვირთვით იმუშავებს თქვენთვის.
ამ ასპექტის ზემოქმედება ფაქტობრივად კარგა ხნის დაწყებულია და 5 მარტის ჩათვლით იქნება ძალაში, თუმცა ყველაზე აქტიური ფაზა 17-19 თებერვლის პერიოდში აქვს. გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობები."
წყარო: ასტროზონა
1791790659
ახალი ამბებიამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი - ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოსა და აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივა...
1791789581
ახალი ამბებიძამას ხეობაში ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავარდა - დაშავებულია 6 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი
ძამას ხეობაში ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავარდა. დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა „ქართლის ამბები“ ავრცელებს. ავტოსაგზაო შემთხვევა გვერძინეთი-ტყემლოვანის მონ...
1791788318
მსოფლიომექსიკაში ქარიშხალმა წყალდიდობა გამოიწვია
ქარიშხალმა „საიმონმა“ მექსიკის წყნარი ოკეანის სანაპიროზე წყალდიდობა გამოიწვია. მე-4 კატეგორიის ქარიშხალმა ქუჩები და საცხოვრებელი სახლები დატბორა, მეტეოროლოგები შტორმის გაძლიერებას და ახალ წყალდიდობებს...
1791784951
მსოფლიოვოლოდიმირ ზელენსკი: ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადება ჩემთვის სიახლე იყო, მაგრამ რუსები თუ ენერგეტიკულ ზავზე დათანხმდებიან, უკრაინაც დათანხმდება
ენერგეტიკულ ზავზე დონალდ ტრამპის განცხადება მოულოდნელი აღმოჩნდა ვოლოდიმირ ზელენსკისთვის, თუმცა უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მხარს უჭერს ომის დასრულების ყველა რეალურ და სანდო ფორმატს და რომ კიევი...
1791783740
საზოგადოება„კიდევ ერთხელ მოვისმინეთ გარკვეული პოლიტიკური ტენდენციურობით გაჟღენთილ განცხადებას“ - ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა გაიმართება
ლუქსემბურგში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა გაიმართება. ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ. შეხვედრას ევ...


























