კახა კალაძე შესაძლო დასანქცირებაზე: როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესს, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ არანაირი პირადი ინტერესი არ გამაჩნია

„საერთოდ არ გვაქვს ინტერესი, რისთვის იკრიბებიან, რაზე იმსჯელებენ იმიტომ, რომ ყველა მათი განცხადება, არასამართლიანობასა და სიცრუეზეა დაფუძნებული“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის თემაზე კომენტირებისას ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მსგავსი ტიპის შეხვედრებს არანაირი ფასი არ აქვს.

„ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია აღნიშნულთან დაკავშირებით, ბევრი განმარტებები, განცხადებები გვაქვს გაკეთებული. გულწრფელად ვიტყვი, რომ საერთოდ არ გვაქვს ინტერესი რისთვის იკრიბებიან, რაზე იმსჯელებენ იმიტომ, რომ ყველა მათი განცხადება, თუ მიღებული რეზოლუცია, მხოლოდ და მხოლოდ არასამართლიანობაზე, ტყუილსა და სიცრუეზეა დაფუძნებული.

შესაბამისად, როდესაც მსოფლიოში, რეგიონში, ახლო აღმოსავლეთში ასეთი გამოწვევებია, ასეთი მძიმე სიტუაციაა, მათ განცხადებებს, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ტყუილით არის გაჯერებული, საერთოდ არანაირი ფასი არ აქვს და ჩემთვის პირადად არანაირ ინტერესს არ წარმოადგენს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ელოდებიან თუ არა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები სანქციებს ევროპული სტრუქტურებისგან, თბილისის მერის თქმით, ქვეყნის ინტერესს როდესაც ეხება საქმე, პირად სანქციებზე საუბარი ზედმეტია.

„როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესს, რა პირად სანქციებზეა საუბარი? სრული პასუხისმგებლობით - 1 000%-ით გეუბნებით, რომ არანაირი პირადი ინტერესი არ გამაჩნია. მე ვიცი, რომ ვაკეთებ სწორ საქმეს. მე და ჩემს თანაგუნდელებს ხალხის მხარდაჭერა გვაქვს იმიტომ, რომ ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას და ვატარებთ ისეთ პოლიტიკას, რომელიც, პირველ რიგში, ჩვენი სამშობლოსთვის არის მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, ბევრი უსამართლობა არის ამ ამ რთულ გზაზე, მაგრამ მთავარი არის ქვეყნის ინტერესი.

ზოგადად ჩვენ ხომ ვიცით, რომ საქართველოსთან და ქართველ ხალხთან მიმართებით მათ აქვთ არასამართლიანი დამოკიდებულება. საქართველო ვერ იქნება ვიღაცის პაიკი, ვერ იქნება ვიღაცის ხელის ბიჭი, რომ რასაც უნდა იმას დაავალებენ, გააკეთებინებენ, რაც ჩვენი ქვეყნისთვის დამანგრეველი და დამაზიანებელი იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მმართველი ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ ქართველი ხალხი და ქვეყანა დიდმა ქვეყნებმა თავიანთი ინტერესების გასატარებლად გამოიყენონ.

„ჩვენ რომ პრინციპული პოზიცია არ დაგვეკავებინა და არ გაგვეტარებინა ის პოლიტიკა, რასაც დღეს „ქართული ოცნება“ ახორციელებს, ხომ სრული უბედურება გვექნებოდა ქვეყანაში? დღეს ჩვენ აქ ხომ არ ვიდგებოდით და არ ვისაუბრებდით პარკებისა და რეკრეაციული სივრცეების პროექტების განხორციელებაზე? გვექნებოდა ის კატასტროფული მდგომარეობა, რაც, სამწუხაროდ, უკრაინაშია.

ჩვენ სულელები არ ვართ, არ გვინდა ჩვენი ქვეყანა გამოვაყენებინოთ სხვა დიდ ქვეყნებს თავიანთი ინტერესების გასატარებლად და ამით დავაზიანოთ ქართველი ხალხი, დავაზიანოთ ქართული ეკონომიკა, ჩვენი ქვეყანა. ჩვენი დამოკიდებულება არის ძალიან მარტივი. ჩვენ გვინდა მეგობრობა, ჩვენ გვინდა პარტნიორობა, მაგრამ არა ისე, რომ ქვეყნის ინტერესები დავთმოთ და გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომლებიც დამანგრეველი და დამაზიანებელი იქნება საკუთარი ქვეყნისა და საკუთარი ხალხისთვის“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791791295

საზოგადოება

12 ოქტომბრის მდგომარეობით, კახეთში 252 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა

კახეთში მიმდინარე წლის საპროგნოზო მოსავალი 320 ათასი ტონის ფარგლებშია. ყურძნის მოსავალი 16 500-მდე მევენახემ დააბინავა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. კახეთში გადამუშავებული 252 091 ტ...

რთველი, ყურძენი

1791790659

ახალი ამბები

ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი - ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოსა და აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივა...

განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

1791789581

ახალი ამბები

ძამას ხეობაში ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავარდა - დაშავებულია 6 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი

ძამას ხეობაში ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავარდა. დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა „ქართლის ამბები“ ავრცელებს.  ავტოსაგზაო შემთხვევა გვერძინეთი-ტყემლოვანის მონ...

ძამას ხეობა ძამას ხეობა

1791788318

მსოფლიო

მექსიკაში ქარიშხალმა წყალდიდობა გამოიწვია

ქარიშხალმა „საიმონმა“ მექსიკის წყნარი ოკეანის სანაპიროზე წყალდიდობა გამოიწვია. მე-4 კატეგორიის ქარიშხალმა ქუჩები და საცხოვრებელი სახლები დატბორა, მეტეოროლოგები შტორმის გაძლიერებას და ახალ წყალდიდობებს...

მექსიკაში ქარიშხალმა წყალდიდობა გამოიწვია

1791784951

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადება ჩემთვის სიახლე იყო, მაგრამ რუსები თუ ენერგეტიკულ ზავზე დათანხმდებიან, უკრაინაც დათანხმდება

ენერგეტიკულ ზავზე დონალდ ტრამპის განცხადება მოულოდნელი აღმოჩნდა ვოლოდიმირ ზელენსკისთვის, თუმცა უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მხარს უჭერს ომის დასრულების ყველა რეალურ და სანდო ფორმატს და რომ კიევი...

უკრაინა