7 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი - ეს ის დღეა, როდესაც მხოლოდ მინიშნებებს ვიღებთ, რომლებსაც ყურადღებით უნდა მოვექცეთ
მთვარის მე-9 დღე 7.06-ის 12:25 სთ.დან 8.06-ის 13:30 სთ.მდე მოქმედებს.
პირველი კვადრატურა მთვარესა და მზეს შორის
სიმბოლური შესატყვისები: კირჩხიბის მე-7 და მე-18 გრადუსები.
სიმბოლო: ღამურა.
მოქმედება: სპაზმა, მოწამვლა.
სახელწოდება: ღამეს, რძის გზა.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა: კარგია ბინაში მუშაობა, მოგზაურობა. ცუდია ქორწინებისთვის, სწავლისთვის, სამზარეულოში მუშაობისთვის. თუ მე-9 დღეს კაქტუსი აყვავდა, სასიკეთო ნიშანია.
მისტიკური ზეგავლენა: ყველაზე უარყოფითი მთვარის დღეა. მოტყუების, სიამაყის, უთანხმოების. შეუძლია დაღუპოს ყველა წამოწყება. როგორც წესი, ამ მიმართულებით აქტიურობა ამ დღეს ყოველთვის ისჯება. შედეგები საშინელია. რეკომენდებულია განწმენდა, პასიურობა, კონტროლი. გულში სიმძიმის შეგრძნება იმის ნიშანია, რომ ბევრი პრობლემა დაგროვდა და საჭიროა ყურადღება დავუთმოთ სულიერ საზრდოს შეთვისებას, სათავეებს, ტრადიციებს.
შეიძლება შესრულდეს ძალისმიერი ასანები. ძალიან ეფექტური იქნება, თუ ამ დღეს მიუტევებთ ადამიანს, ვინც თქვენ გაწყენინათ.
სოციალური ზეგავლენა: ნაკლებ წარმატებული, საშიში, სატანური დღეა. განდიდების პერიოდია, ილუზიების, სიცრუის, შეცდომების და მოწამვლების. შესაძლოა დაგესიზმროთ საშინელი და მტანჯველი სიზმრები. ეს ის დღეა, როდესაც მხოლოდ ცუდ მინიშნებებს ვიღებთ, რომლებსაც ყურადღებით უნდა მოვექცეთ და ფხიზლად შევაფასოთ თითოეული მათგანი.
საჭიროა ჩანაფიქრების გაწმენდა, აქტიური თვითდაცვა აგრესიული სიბნელისაგან. ყველაზე ძლიერი მანიშნებელი ამ დღეს არის დაღვრილი რძე. თუ დედას ამ დღეს რძე გაუშრა, მისი შვილი დასჯილი იქნება.
არ შეიძლება სარკეში ცქერა, რეცხვა.
სამედიცინო თვალსაზრისით: დაავადება საშიშია, მაგრამ კარგად იკურნება. ხშირია ნევრალგიები, გულის დაავადებები გამწვავდება. ფსიქოანალიტიკოსების დღეა, თუმცა ფსიქიკა გადატვირთულია კომპლექსებით და გადაუდებელი პრობლემებით. მწვავდება ფობიები და სუიციდური (თვითმკვლელობის) ტენდენციები. ხშირია თვითმკვლელობა და დანაშაული. ხშირია ინტოქსიკაციები, მოწამვლები.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები: ძალიან ავადმყოფები არიან. ხშირად იწამლებიან ჰორმონული ბალანსი დარღვეული და იმუნიტეტი დაქვეითებული აქვთ. შესაძლოა უშველოს გამწმენდმა პროცედურებმა და ჯანსაღი ცხოვრების წესმა. მათ ესაჭიროებათ მუდმივი გამწმენდი პროცედურები, როგორც ფიზიკური, ასევე ასტრალური შლაკებისაგან გასათავისუფლებლად.
ზეგავლენა ჩასახვაზე: არასასურველი დღეა ჩასახვისათვის. თქვენი შვილი შესაძლოა საზოგადოებისთვის საშიში გახდეს. სხვა შემთხვევაში მისი სიცოცხლე საშინელ ტანჯვაში გაივლის. ნუ გარისკავთ
მედიტაცია: თეთრი ფონი.
მთვარე იმყოფება ,,ქალწულის'' ზოდიაქოში 6.06-ის 8:24 სთ.დან. 8.06-ის 19:23 სთ.მდე.
აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში, თხის რქის და კუროს ნიშნით დაბადებულებისთვის. ზომიერი წარმატება ექნებათ მორიელის და კირჩხიბის ზოდიაქოს .
საქმეში წარმატება, მაგრამ შესაძლო სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ მერწყულის და ვერძის ნიშნებს.
ქალწულის და თევზების ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
ლომის ზოდიაქოს ნიშნისთვის აღნიშნული დროის მონაკვეთი ზომიერად დადებითია.
გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება სასწორის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია ეს პერიოდი მშვილდოსნის და ტყუპების ზოდიაქოსთვის.
დღის პროგნოზი:მერკური ადგილზე შეჩერება მცირე ხნით, 3 ივნისის დღის საათებში და შემდეგ მოძრაობის დაიწყებს სწორი მიმართულებით, ფარდობითად, სისწრაფე მოემატება 8-10 ივნისიდან. ამ დღეებში მოსალოდნელია ამინდის ანომალიები მსოფლიოს მრავალ რეგიონში, ასევე მოლაპარაკებებს და კომერციას, ზოგადად, ინტელექტუალურ სახის მუშაობას ხელს შეუშლის მერკურის შენელებული მოძრაობა.
7 ივნისი კრიტიკული დღე იქნება. საწიროა გავითვალისწინოთ ზემოთ მოყვანილი მე-9 მთვარის დღის რეკომენდაციები.
წყარო: astrokonsultant
1738500003
საზოგადოებამარკ რუტე - ნატოს წევრი ქვეყნები ომისთვის უნდა მოემზადონ და თავდაცვაზე მეტი დახარჯო
ნატოს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, ნატოს წევრი ქვეყნები ომისთვის უნდა მოემზადონ და მეტი დახარჯონ თავდაცვაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში კრემლი, შეიძლება, შეეცადოს, იგივეს, რაც უკრაინაში გა...
1738496456
საზოგადოებადავით ქართველიშვილი რადიკალების გეგმებზე: ნაც-ადვოკატები ფაქტობრივად დანაშაულის ჩადენისკენ აქეზებენ თავის „ბაბლს“, განზრახ შეცდომაში შეჰყავთ ისინი
ვერც დაგვღლით თქვენი შიზოფრენიული პერფორმანსებით და ვერც დაგვაშინებთ „მონური" თუ „რუსული“ პარანოიდალური შეძახილებით. ამ ქვეყანაში ყველას გადარჩენის - გინდ ფიზიკურად, გინდ ფსიქიატრიულად, გინდ სულიერად...
1738493836
საქართველოდავით მათიკაშვილი თორნტონის მოწოდებაზე: შეუძლია, ეს ნივთიერება თვითონ დაყაროს თავის სახლთან, ისიამოვნოს ამ ყველაფრით და იქ გააკეთოს, სადაც მისი ქვეყანა და სამშობლოა
ავტომაგისტრალის გადაკეტვა და ბლოკირება, რომ სისხლის სამართლის დანაშაულია ამის შესახებ მგონი დიდი მსჯელობა საჭიროა არ არის. ამავდროულად ასეთ „ღონისძიებაზე“ პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს დამფინანსებელ...
1738492677
ახალი ამბებიშსს - სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება დასჯადი ქმედებაა. მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, რომ პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, რომ პროტესტი კანონით დადგენილ ფორმებში გამოხატონ. „როგორც საზოგადოე...
1738489445
მსოფლიოჩინეთში აცხადებენ, რომ აშშ-ის მიერ დაწესებულ ტარიფებთან დაკავშირებით საპასუხო ზომებს მიიღებენ
აშშ-ის მიერ დაწესებულ ტარიფებთან დაკავშირებით, ჩინეთი საპასუხო ზომებს მიიღებს. ჩინური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აღნიშნულია ჩინეთის კომერციის სამინისტროს განცხადებაში. განცხადების თანახმად, შეე...