სოზარ სუბარი: დონორებს ვაფრთხილებთ, ნუ წაახალისებენ და დააფინანსებენ იმას, რაც საქართველოს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება და დანაშაულია

 „დანაშაულის წახალისების უფლება არავის არ აქვს და სწორედ ამასთან დაკავშირებით იყო შალვა პაპუაშვილის განცხადება მიმართული დონორის, ანუ ევროკავშირის მიმართ“, - ამის შესახებ მედიასთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, არავინ არავის სარედაქციო დამოუკიდებლობაში არ ერევა, თუმცა, დონორებს აფრთხილებენ, რომ ნუ წაახალისებენ და დააფინანსებენ იმას, რაც საქართველოს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება და დანაშაულია.

„აქვე გავიხსენებ, რომ როდესაც გამჭვირვალობის შესახებ კანონს ვიღებდით, ჩვენი ოპონენტები, მათ შორის - „ენჯეოები“, პოლიტიკური პარტიები და ჟურნალისტების ნაწილი, გვეკითხებოდნენ, რომ როგორ, საქართველოში დონორები ძირითადად ჩვენი მეგობარი სახელმწიფოები არიან და თქვენ ამბობთ, რომ ისინი ცუდ რამეებს აფინანსებენ ქვეყანაშიო? მაგრამ, როცა აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა, მან და მისმა ადმინისტრაციამ ზუსტად ის თქვეს, რასაც ჩვენ ვამბობდით.

არავის სარედაქციო დამოუკიდებლობაში არავინ ერევა, თუმცა, დონორებს ვაფრთხილებთ, რომ ნუ წაახალისებენ და დააფინანსებენ იმას, რაც საქართველოს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება და არის დანაშაულის წაქეზება“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1738506981

სპორტი

ლუკა მაისურაძე პარიზის გრანდ სლემის ფინალშია

 საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე ქართველი მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ლუკა მაისურაძე (90კგ) ფინალში იჭიდავებს. მაისურაძემ იაპონელი მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი დაამარცხა.

ძიუდოისტი ლუკა მაისურაძე

1738502336

ახალი ამბები

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დაპირისპირებას ბოლო ერთ კვირაში 700-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

 კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დაპირისპირებას ბოლო ერთ კვირაში 700-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 2 800 კი დაშავდა. დასავლური მედიის ინფორმაციით, რუანდისგან მხარდაჭერილმა ამბოხებულთა დაჯგუფება „ემ 23“...

კონგოკონგო

1738501951

საზოგადოება

გურამ ჩუბინიძე - მოვუწოდებთ ჩვენს მეგობარ ტაქსის მძღოლებს, მოერიდონ აღმაშენებლის ხეივნისკენ მოძრაობას, რადგან ფეიკგამოძახებები იქნება, იტყვიან, რომ მათ ვუერთდებით

 „ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს მეგობრებს, იმ ადამიანებს, ვინც დღეს მუშაობენ, 16:00 საათისკენ მოერიდოთ აღმაშენებლის ხეივნისკენ მოძრაობას, რადგან ფეიკგამოძახება იქნება ძალიან ბევრი, ჩირქს მოგვცხებენ, იტყვიან,...

გურამ ჩუბინიძე

1738500003

საზოგადოება

მარკ რუტე - ნატოს წევრი ქვეყნები ომისთვის უნდა მოემზადონ და თავდაცვაზე მეტი დახარჯო

 ნატოს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, ნატოს წევრი ქვეყნები ომისთვის უნდა მოემზადონ და მეტი დახარჯონ თავდაცვაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში კრემლი, შეიძლება, შეეცადოს, იგივეს, რაც უკრაინაში გა...

მარკ რუტე

1738496456

საზოგადოება

დავით ქართველიშვილი რადიკალების გეგმებზე: ნაც-ადვოკატები ფაქტობრივად დანაშაულის ჩადენისკენ აქეზებენ თავის „ბაბლს“, განზრახ შეცდომაში შეჰყავთ ისინი

 ვერც დაგვღლით თქვენი შიზოფრენიული პერფორმანსებით და ვერც დაგვაშინებთ „მონური" თუ „რუსული“ პარანოიდალური შეძახილებით. ამ ქვეყანაში ყველას გადარჩენის - გინდ ფიზიკურად, გინდ ფსიქიატრიულად, გინდ სულიერად...

საზოგადოეა