გურამ ჩუბინიძე - მოვუწოდებთ ჩვენს მეგობარ ტაქსის მძღოლებს, მოერიდონ აღმაშენებლის ხეივნისკენ მოძრაობას, რადგან ფეიკგამოძახებები იქნება, იტყვიან, რომ მათ ვუერთდებით

 „ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს მეგობრებს, იმ ადამიანებს, ვინც დღეს მუშაობენ, 16:00 საათისკენ მოერიდოთ აღმაშენებლის ხეივნისკენ მოძრაობას, რადგან ფეიკგამოძახება იქნება ძალიან ბევრი, ჩირქს მოგვცხებენ, იტყვიან, რომ ჩვენ მათ ვუერთდებით“, – ამის შესახებ კომპანია „ბოლტში“ დასაქმებულმა ერთ-ერთმა მძღოლმა, გურამ ჩუბინიძემ განაცხადა. წერს საზოგადოებრივი მაუწყებელი.

მისი თქმით, ისინი არიან აპოლიტიკურები და არ უერთდებიან პოლიტიკურ აქციას.

„დღეს თბილისში ძალიან დიდი შემოდინებაა უცხო ქვეყნის მოქალაქეების, რომლებიც არ ფლობენ არ ქართულ მართვის მოწმობას, საკომუნიკაციო დონეზეც არ იციან ქართული ენა. ვითხოვთ, რომ გაითვალისწინონ ეს მდგომარეობა, რადგან დღეს რეალურად რაც არის, სამი ათასზე მეტი მძღოლია დარეგისტრირებული საქართველოში ტაქსის მძღოლად. ეს ძალიან დიდ რიცხვს წარმოადგენს. აქედან, საშუალოდ, 2 500-ზე მეტმა ადამიანმა არ იცის ქართული ენა. ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს მეგობრებს, იმ ადამიანებს, ვინც დღეს მუშაობენ, 16:00 საათისკენ მოერიდოთ აღმაშენებლის ხეივნისკენ მოძრაობას, რადგან ფეიკგამოძახება იქნება ძალიან ბევრი. დღეს არსებულ მდგომარეობას, რასაც ჩვენ ვაპროტესტებთ, ჩათვლიან იმად, რომ ჩირქს მოგვცხებენ, იტყვიან, რომ ჩვენ მათ ვუერთდებით. რეალურად, ჩვენ ვართ აპოლიტიკური ადამიანები, ჩვენი უმრავლესობის აზრი არის, რომ ამ ადამიანებს არ ვუერთდებით“, – განაცხადა ჩუბინიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1738500003

საზოგადოება

მარკ რუტე - ნატოს წევრი ქვეყნები ომისთვის უნდა მოემზადონ და თავდაცვაზე მეტი დახარჯო

 ნატოს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, ნატოს წევრი ქვეყნები ომისთვის უნდა მოემზადონ და მეტი დახარჯონ თავდაცვაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში კრემლი, შეიძლება, შეეცადოს, იგივეს, რაც უკრაინაში გა...

მარკ რუტე

1738496456

საზოგადოება

დავით ქართველიშვილი რადიკალების გეგმებზე: ნაც-ადვოკატები ფაქტობრივად დანაშაულის ჩადენისკენ აქეზებენ თავის „ბაბლს“, განზრახ შეცდომაში შეჰყავთ ისინი

 ვერც დაგვღლით თქვენი შიზოფრენიული პერფორმანსებით და ვერც დაგვაშინებთ „მონური" თუ „რუსული“ პარანოიდალური შეძახილებით. ამ ქვეყანაში ყველას გადარჩენის - გინდ ფიზიკურად, გინდ ფსიქიატრიულად, გინდ სულიერად...

საზოგადოეა

1738493836

საქართველო

დავით მათიკაშვილი თორნტონის მოწოდებაზე: შეუძლია, ეს ნივთიერება თვითონ დაყაროს თავის სახლთან, ისიამოვნოს ამ ყველაფრით და იქ გააკეთოს, სადაც მისი ქვეყანა და სამშობლოა

 ავტომაგისტრალის გადაკეტვა და ბლოკირება, რომ სისხლის სამართლის დანაშაულია ამის შესახებ მგონი დიდი მსჯელობა საჭიროა არ არის. ამავდროულად ასეთ „ღონისძიებაზე“ პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს დამფინანსებელ...

დავით მათიკაშვილი

1738492677

ახალი ამბები

შსს - სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება დასჯადი ქმედებაა. მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, რომ პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში

 შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, რომ პროტესტი კანონით დადგენილ ფორმებში გამოხატონ. „როგორც საზოგადოე...

შენობა

1738489445

მსოფლიო

ჩინეთში აცხადებენ, რომ აშშ-ის მიერ დაწესებულ ტარიფებთან დაკავშირებით საპასუხო ზომებს მიიღებენ

 აშშ-ის მიერ დაწესებულ ტარიფებთან დაკავშირებით, ჩინეთი საპასუხო ზომებს მიიღებს. ჩინური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აღნიშნულია ჩინეთის კომერციის სამინისტროს განცხადებაში. განცხადების თანახმად, შეე...

ჩინეთის დროშა