ბრძოლა და დაპირისპირება - მსოფლიოს რამდენიმე წერტილში გაჩნდება ახალი დაპირისპირებების კერები

მარსის ვერძში გადასვლა - ბრძოლა და დაპირისპირება
(25 მაისი - 5 ივლისი)
/© რამაზ გიგაური/
25 მაისიდან (თბილისის დროით 3:18 საათზე) ენერგიის, აქტიურობის, დინამიკის, მოქმედების, ბრძოლის, ინსტიქტების, სექსუალურობის პლანეტა მარსი მის კუთვნილ ნიშანში ვერძში გადავიდა და იქ 5 ივლისამდე დარჩება.
ვერძს სწორედ მარსი მართავს, ამიტომ მისი გამოვლენა ამ ნიშანში ზეენერგიული და საკმაოდ „უხეში“ იქნება. აქედან გამომდინარე, დაიწყება 40-დღიანი მარსის ეპოპეა, რაც მიანიშნებს ზემოთ აღწერილი თვისებების მაქსიმალურად გამოვლენას.
ინდივიდუალურ დონეზე მოიმატებს ბრძოლისა და გამარჯვების ძლიერი სურვილი. გაძლიერდება მიზანსწრაფვა და კონკურენტუნარიანობა. ეს საგრძნობი გახდება ყველა დონეზე და ყველა მიმართულებით. ბუნებრივია, ასევე გაძლიერდება აგრესიული ფონი, მოიმატებს დაპირისპირებებისა და კონფლიქტების ალბათობაც. ის ადამიანები, რომლებსაც ლიდერული თვისებები გააჩნიათ, თამამად და გაბედულად დაიკისრებენ პასუხისმგებლობას და შეტევაზე გადავლენ. უფრო მეტიც, წინსვლის სურვილი გაუჩნდებათ იმ ადამიანებსაც, ვინც აქამდე პასიურ პოზიციაში იმყოფებოდა და დიდი მიზანსწრაფვით არ გამოირჩეოდნენ.
მოიმატებს ტრავმების ალბათობაც. ამიტომ ყურადღებას ითხოვს დაძაბული სიტუაციები და ისეთი სფეროები, რომლებსაც მაღალი ტრავმულობა და ხიფათი ახასიათებთ.
გეოპოლიტიკური კუთხით კიდევ უფრო გამწვავდება დაძაბული სიტუაციები. ამ კუთხით ბრძოლა უფრო დაუნდობელი გახდება. ბუნებრივია, ეს პირველ რიგში რუსეთი-უკრაინის ომს შეეხება. თუმცა მის გარდა მსოფლიოს რამდენიმე წერტილში გაჩნდება ახალი დაპირისპირებების კერები. მოსალოდნელია ახალი შეიარაღებული დაპირისპირებები როგორც რომელიმე ქვეყანაში გარკვეულ ძალებს შორის, ისე მეზობელ ქვეყნებს შორის. სიტუაცია ეს განსაკუთრებით გამწვავდება ახლო აღმოსავლეთში და ინდო-ჩინეთის მიმართულებით.
ზოდიაქოს ნიშნების კუთხით, მარსის ეს ინგრესია საყურადღებო იქნება:
* ვერძებისთვის (ცხადია, პირველ რიგში აქტიური იქნება ის დღეები, როდესაც ტრანზიტული მარსი კონკრეტული ადამიანის ჰოროსკოპში ნატალურ მზეს შეუერთდება).
* იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც პირად ჰოროსკოპში მარსი სწორედ ვერძის ნიშანში აქვთ. ამ ადამიანებს ექნებათ ე. წ. „მარსის დაბრუნება“ და შეუჯამდებათ დაახლოებით ბოლო ორწლიანი პერიოდი. მათთვის ეს 40-დღიანი პერიოდი საკმაოდ დინამიკური იქნება.
* მნიშვნელოვანი იქნება ლომებისთვის და მშვილდოსნებისთვის, რადგან მარსის ტრიგონული ასპექტები ამ ნიშნებთან, შექმნის წარმატების პერსპექტივებს და განვითარების სერიოზულ შანსებს.
* დინამიკური იქნება კირჩხიბებისთვის და თხის რქებისთვის. მათთვის შეიძლება შეიქმნას გარკვეული კონფლიქტური და დაძაბული სიტუაციები, თუმცა მოთმინებისა და მიზანსწრაფვის ხარჯზე ეს ნიშნები შეძლებენ საკუთარ თავში მოტივაციის გაძლიერებასა და შექმნილი წინაღობების გადალახვას.
* მცირედ სასიკეთო იქნება ასევე ტყუპებისთვის და მერწყულებისთვის. შესაძლოა გაჩნდეს გარკვეული შანსები, ოღონდ ამას დასჭირდება აქტიურობა და რასაც მთავარია, განვითარებული მოვლენებისთვის მიყოლა, რათა მნიშვნელოვანი საკითხები ყურადღების მიღმა არ დარჩეთ.
* სასწორს მოუწევს კომპრომისზე წასვლა და დიპლომატიური მოქმედება. ასე ბევრ გართულებას აირიდებს თავიდან და შეძლებს მისთვის მნიშვნელოვან ურთიერთობებში წინსვლას.
* ქალწულებსა და მორიელებს მოუწევთ ძველი, გადადებული საქმეების გააქტიურება ან ძველი პრობლემებთან მიტრიალება, რათა საბოლოოდ გადაჭრან მათთვის მნიშვნელოვანი პრობლემები ან განავითარონ ის პერსპექტივები, რაც ადრე ერთი შეხედვით შეუძლებელი ჩანდა.
* კუროებსა და თევზებს გაუჩნდებათ პიროვნული ზრდის ჰარმონიული შანსი. თუმცა ამისთვის მოუწევთ საკუთარი ენერგიის სწორად გადანაწილება, რათა წვრილმანებმა ძირითადი საკითხებიდან მოწყვეტა არ გამოიწვიოს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი - ნახეთ ვისთვის არის აღნიშნული პერიოდი დადებითი
📌 მარსი ვერძის ნიშანში გადადის - გაიგეთ, ზოდიაქოს რომელი ნიშნისთვის იქნება წარმატებული, ეს პერიოდი
1745840122
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს თუ არა, არ ვიცი, მაგრამ კიდევ ერთხელ დადასტურება მოხდება, რამდენად ფსკერზე არიან
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი კირცხალია თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის შესაძლო მონაწილეობის საკითხზე ისაუბრა. ირაკლი კირცხალიას თქმით, ოპოზიციამ ამომრჩეველს შეუ...
1745839274
ახალი ამბები„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დაზარალებული მამუკა კვარაცხელია: ათივე თითი, 6 ნეკნი და ლავიწის ძვალი მოტეხილი მქონდა, თავში არ მირტყამდნენ, რათა ტკივილი შემეცნო და გამეგო რატომ მსჯიდნენ - ვაშლიჯვრის ტყეში დამაგდეს, ძაღლმა მიპოვა
საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში მონაწილე კანდიდატებისადმი არაადამიანური მოპყრობის (ზეწოლა, გატაცება) საქმე განიხილება,...
1745837295
ახალი ამბებისაგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო ნიკა მელიას ბრალი წარედგინა
ნიკა მელიას ბრალი წარედგინა. საქმე ეხება საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას. კომისიაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის დანაშაულია. მუხლი ჯარიმას ან ერთ წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინე...
1745837100
ახალი ამბებიგარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს
გარემოს ეროვნული სააგენტო 29-30 აპრილს და 1 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უახლოეს დღეებში საქართველოში შენარჩუნებული იქნება გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამი...
1745835084
ახალი ამბებიშალვა ოგბაიძე 2009 წლის 6 მაისის აქციაზე: აბსოლუტურად მშვიდობიანი მიტინგი იყო, მაგრამ იყო გადაწყვეტილი დასჯა იმ ადამიანების, ვინც ძლევამოსილი ვანო მერაბიშვილის პოლიციის სამმართველოსთან ხმის ამოღება გაბედა
ეს იყო აბსოლუტურად მშვიდობიანი მიტინგი, მაგრამ იყო გადაწყვეტილი დასჯა იმ ადამიანების, ვინც ძლევამოსილი ვანო მერაბიშვილის პოლიციის სამმართველოსთან, ხმის ამოღება გაბედა, - ამის შესახებ საქართველოს პარლა...