„დაძაბული დღე იქნება, მარტივია თქვენი პროვოცირება, რაც თქვენი მხრიდან აგრესიას გამოიწვევს“ - 11 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
„დღევანდელი 11 ნოემბრის მმართველი პლანეტა მთვარეა, რაც საკმაოდ დადებითი, პოზიტიური იქნება. კარგია თუ წინაპრებს გაიხსენებთ, მოინახულებთ დიდი ხნის უნახავ ნათესავებს. ითხოვეთ მათი დახმარება, თუ რომელიმე მიმართულებით ეს გჭირდებათ“, - ამის შესახებ ასტროლოგმა და ნუმეროლოგმა ნინა სუსლოვამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.
რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი 11 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება👇
ვერძი - დაძაბული დღე იქნება, მარტივია თქვენი პროვოცირება, რაც თქვენი მხრიდან აგრესიას გამოიწვევს. გაგახსენდებათ ძველი წყენები, რაც ცუდ ხასიათზე დაგაყენებთ. ეცადეთ, რომ შეინარჩუნოთ სიმშვიდე.
კურო - დაუფიქრებელი ქმედება გახასიათებთ დღეს, სიახლის სურვილი გაკარგვინებთ იმის შეგრძნებას, რომ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ეცადეთ გამოიჩინოთ მეტი ყურადღება.
ტყუპები - ქაოსური დღეა თქვენთვის, ვერც ერთი საქმე ბოლომდე ვერ მიგყავთ, თუმცა შემოქმედებითი კუთხით ეს დღე შეგიძლიათ პროდუქტიულად გამოიყენოთ.
კირჩხიბი - საკმაოდ დადებითი დღე გაქვთ, მარტივი იქნება წარმატების მიღწევა, შედეგი მოლოდინებზე მეტი აღმოჩნდება. გარდა ამისა, თუ დიდი ხნის განმავლობაში ვინმე მოგწონდათ, შეგიძლიათ ინიციატივა გამოიჩინოთ.
ლომი - არ იჩქაროთ გადაწყვეტილების მიღება, რადგან შესაძლოა სწორად ვერ გაერკვეთ სიტუაციებში. უმჯობესია დაუბრუნდეთ ძველ საქმეებს.
ქალწული - წარმატებას მიაღწევთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენს ინტუიციას მოუსმენთ! უმჯობესია, დღევანდელი ქმედებები იყოს სპონტანური. დღის მეორე ნახევარი დაუთმეთ ოჯახს.
სასწორი - წარმატებული დღეა, იღბალი დღეს თქვენს მხარესაა. შანსი არ გაუშვათ და შესაძლებლობები სწორად გამოიყენეთ. განიტვირთეთ და გარემო შეიცვალეთ.
მორიელი - საინტერესო დღე გელოდებათ, რომელიც სასიამოვნო სიურპრიზებით გაგახარებთ. საშუალება გეძლევათ გადაჭრათ პრობლემები, რაც დიდი ხანია გაწუხებდათ და გამოსავალს ვერ პოულობდით.
მშვილდოსანი - დადებითი დღეა, განწყობა და თავდაჯერებულობა დაგეხმარებათ სხვებზე კარგი შთაბეჭდილების მოხდენაში. კარგი დღეა ურთიერთობებისთვის.
თხის რქა - დღე დადებითია ახალი საწყისებისთვის. შეგიძლიათ წამოიწყოთ რაიმე ახალი საქმე. იყავით თავდაჯერებულები და ყურადღება არ მიაქციოთ კრიტიკას.
მერწყული - მოგიწევთ დაბრკოლებების გადალახვა, თუმცა ამის შემდეგ წარმატების მიღწევა უფრო გაგიმარტივდებათ. შედეგიც უკეთესი იქნება.
თევზები - ეცადეთ, დღეს განსაკუთრებით გულახდილები იყოთ ახლობლებთან. ეცადეთ, დიდი ნაწილი დღისა დაუთმოთ ოჯახის წევრებს, ეს ნამდვილად გჭირდებათ თქვენც და მათაც.
1733344800
ჰოროსკოპი5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? ვერძი ეცადეთ, მთელი ენერგია სამუშაოსკენ მიმართოთ. ხელსაყრელი დღეა რთული პროექტების დასასრულებლად, რომლები...
1733341279
ახალი ამბებიშინაგან საქმეთა სამინისტრომ დევნის ბრალდებით ალექსანდრე ელისაშვილი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი - ალექსანდრე ელისაშვილი დააკავეს...
1733340128
ახალი ამბებიამ ქუჩაზე გადაადგილება იზღუდება! - თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
5 დეკემბრიდან ლიახვის ქუჩაზე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება დროებით შეიზღუდებაკომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ნაძალადევის რაიონში, ლიახვის ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციების, როგორც სასმელი...
1733337209
საზოგადოებამეუფე იობი: ზვიად გამსახურდიას შემდეგ, მეორეა ეს მთავრობა, რომელმაც ეროვნულ პლატფორმაზე დააყენა ქვეყანა - სამწუხაროა, ამ პროცესებში სასულიერო პირები რომ ერთვებიან და არასწორ პოზიციას აფიქსირებენ, ეს არის საშინელება
„ყველამ თავისი არჩევანი გააკეთა.ზვიად გამსახურდიას მერე, მეორეა ეს მთავრობა, რომელმაც ეროვნულ პლატფორმაზე დააყენა ეს ქვეყანა“, - განაცხადა მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იობიმ ქადაგებისას. მისი თ...
1733334634
სოციალური მედია„ქართველ, ყოვლის მცოდნე დედებს მივმართავ...“ - რა ვიდეოს აქვეყნებს გიორგი ყიფშიძე
დაახლოებით 1 წელია მსახიობი გიორგი ყიფშიძე ცოლს ენი გასიევას გაშორდა. მას შემდეგ, სოციალურ ქსელში წყვილის პირად ცხოვრებას საჯაროდ ხშირად განიხილავდნენ და წერდნენ, რომ ენიმ შვილები მიატოვა. როგორც ცნობ...